FM97.5 / LIVE

‘ჯობია იყო დარბაზში და პოზიციას აფიქსირებდე, ვიდრე ბოიკოტი გამოაცხადო’- ფოფხაძე

მთავარისიახლე, პოლიტიკა 23.06.2020
დღეს, 23 ივნისს, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენას „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ ესწრებოდნენ, რაზეც ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ დარბაზში ჯდომა და აზრის დაფიქსირება თითოეული დეპუტატის ვალია.

‘ჯობია იყო დარბაზში და პოზიციას აფიქსირებდე, ვიდრე ბოიკოტი გამოაცხადო’- ფოფხაძე

„ამ დარბაზში ყოფნა დღეს ყველა დეპუტატის პირდაპირი ვალია. თუ ვიღაცა არ იზიარებს ამ პოზიციას და მიაჩნია, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები არ არის სწორი, სჯობს იყოს დარბაზში და თავის პიზიციას აფიქსირებდეს ვიდრე, ამ პროცესს ბოიკოტს უცხადებედეს და რაღაცა წინაპირობებს აყენებდეს. მგონია, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში ყველა უნდა ვიყოთ ერთიანი, ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარების წინაშე“,- თქვა ფოფხაძემ.

დეპუტატის თქმით, ხალხს უნდა დაინახოს, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი მათ ინტერესებს უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე პოლიტიკურ კონექტურას.

საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით დღეს, 23 ივნისს მიიღეს.

მეორე მოსმენას „ ევროპული საქართველოსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ დაესწრნენ. მათი თქმით, ქართულმა ოცნებამ“ 8 მარტის მიღწეული შეთანხმება ბოლომდე არ შეასრულა, რაშიც გიორგი რურუას არ გათავისუფლებას გულისხმობენ. სწორედ ამიტომ მათ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

„ევროპულმა საქართველომ“ პირველი მოსმენის დროს ცვლილებებს მხარი დაუჭირა, თუმცა აღნიშნეს, რომ მეორე და მესამე მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ რურუას საქმის გამო.

[მარიამ ბარძიმაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტმა მხარი მეორე მოსმენითაც დაუჭირა
ოქტომბრის არჩევნები 120/30 სისტემით ჩატარდება – პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებები დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით უყრის კენჭს
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
‘ნაციონალური მოძრაობა’ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს
‘ოპოზიცია, რომელიც ასეთი საკითხის განხილვაზე არ შემოდის, არის არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე’- ფოფხაძე
პარლამენტთან გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს