FM97.5 / LIVE

'ხელი აწიეთ, რამდენი გაეცანით საკონსტიტუცუციო ცვლილებების პროექტს' – ხმაური განხილვაზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა 10.05.2017
"ხელი აწიეთ დარბაზში, რომელს გაქვთ წაკითხული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი... დარბაზი უნდა იყოს სავსე ხალხით და არა ადმინისტრაციული რესურსით", – ახალციხეში, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის კითხვა–პასუხის ნაწილი, ხმაურით დაიწყო.

'ხელი აწიეთ, რამდენი გაეცანით საკონსტიტუცუციო ცვლილებების პროექტს' – ხმაური განხილვაზე

მას შემდეგ, რაც ახალციხეში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვაზე, პრეზენტაციის ნაწილი დასრულდა და კითხვა–პასუხის რეჟიმი დაიწყო, მიკროფონთან "დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენელი მამუკა აჩბა მივიდა და დარბაზს მიმართა: "ხელი აწიეთ დარბაზში, რომელს გაქვთ წაკითხული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი".

500–კაციან დარბაზში, რომელიც სავსეა, ხელი სულ რამდენიმე ადამიანმა ასწია.

ამის შემდეგ მამუკა აჩბამ ირაკლი კობახიძეს მიმართა: "თქვენ ვერ უზრუნველყავით, რომ პროექტი მიგეწოდებინათ ახალციხელებისთვის. როცა გამოხვედით და პრეზენტაცია დაიწყეთ, გაგიხარდათ, რომ დარბაზი სავსეა ხალხით. ეს ასეც უნდა იყოს, მეც მივესალმები. მაგრამ, დარბაზი უნდა იყოს სავსე ხალხით და არა ადმინისტრაციული რესურსით".

კითხვა–პასუხის ნაწილში, ირაკლი კობახიძე კითხვებს მაშინვე არ პასუხობს, მას შემდეგ, რაც ყველა კითხვას მოისმენს, თუმცა, ამჯერად, მან აჩბას უპასუხა: "პროვოკაციული კითხვებით გამოირჩევით. სხვა შეხვედრებზეც დადიხართ და იიგივეს ცდილობთ. თქვენ ამით შეურაცხყოფას აყენებთ საზოგადოებას".

ამ დიალოგის შემდეგ კითხვები სხვებმა დასვეს. აჩბა იცდიდა პასუხის დასაბრუნებლად, თუმცა, მას საშუალება არ მიეცა, მიკროფონი არ ჩაურთეს, ამიტომ, მან ირაკლი კობახიძეს ხმამაღლა მიმართა და უთხრა, რომ მათ ხალხი შეცდომაში შეჰყავთ და ის არ არის პროვოკატორი. უპასუხა, რომ იცდიდა, პასუხის გასაცემად, თუმცა, რადგან საშუალება არ მიეცა, ასე ამიტომ მოიქცა.

აჩბას ამ მიმართვას, დარბაზში ხმაური მოჰყვა. მას შეხვედრა დაატოვებინეს.

შეგახსენებთ, დღეს, 10 მაისს, ახალციხეში, მესხეთის თეატრის დარბაზში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახლახო განხილვა იმართება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო
დღეს ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა გაიმართება
დღეიდან საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვა დაიწყო
ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას გეგმავენ
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვებს საქართველოს პრეზიდენტი დღეიდან შეუერთდება
ახალქალაქში საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ
ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებები მქუხარე ტაშის ფონზე განიხილეს