FM97.5 / LIVE

'მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ' – კონფერენცია ევროპის დღეების ფარგლებში

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 08.05.2017
ევროპის დღეების ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, მასწავლებლის სახლში კონფერენცია „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ მიმდინარეობს.

'მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ' – კონფერენცია ევროპის დღეების ფარგლებში

კონფერენცია სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, ესტონეთის და გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩებმა საქართველოში, ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ფელიქს ჰეტმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა გახსნეს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ცნობით, კონფერენციის მიზანია მასწავლებლებმა მიიღონ ინფორმაცია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობისა და პერსპექტივების შესახებ, გაეცნონ იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ევროპული პროექტები მათ სთავაზობს. ასევე, გაზიარებული გამოცდილება და მიღებული ცოდნა დანერგონ სასწავლო პროცესში.

სემინარში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა აპრილის თვეში გამოაცხადა. რეგისტრირებული მასწავლებლებიდან, საქართველოს მასშტაბით, გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების 100 პედაგოგი შეირჩა. აღნიშნულმა პედაგოგებმა ევროკავშირის თემატიკის დანერგვისა და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით საინტერესო პროექტები წარადგინეს. კონფერენციაზე გამოვლინდა პროექტის 10 გამარჯვებული მასწავლებელი, რომელიც ესტონეთში სასწავლო კურსს გაივლის.

პროექტი „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ 2014 წელს შეიქმნა და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციისა და ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში დანერგვის მიზნით სემინარებსა და კონკურსებს ახორციელებს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თბილისში სასწავლო პროცესში ელექტრონული რესურსების ინტეგრირების შედეგებზე იმსჯელეს
ოთარ დანელია ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას ესწრება [R]
მეთოდური ტრენინგები არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებისთვის
ახალციხეში მასწავლებელთა სახლი აშენდება
არაქართულენოვანი სკოლების 700-ზე მეტი პედაგოგი ქართული ენის კურსს გადის
პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების კურსი დაიწყო
არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებელთა და დირექტორთა ტრენერების სერტიფიცირების კურსი დაიწყო