FM97.5 / LIVE

პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების კურსი დაიწყო

მთავარისაზოგადოება » განათლება 09.04.2016
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების 5-კრედიტიანი კურსი დაიწყო. კურსს ეტაპობრივად 6200 პრაქტიკოსი მასწავლებელი გაივლის, რომელმაც მიმდინარე წელს საგნის გამოცდა ჩააბარა.

პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების კურსი დაიწყო

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამჟამად კურსზე დარეგისტრირებულია 1500-ზე მეტი პრაქტიკოსი.

ტრენინგების ციკლის პირველი ნაწილი ორიენტირებულია პროფესიული უნარების გაღრმავებაზე და ორი მოდულისგან შედგება: ინკლუზიური განათლება და თანამედროვე მიდგომები სწავლებასა და შეფასებაში.

"კურსის პირველი ეტაპის ამოცანაა მასწავლებელმა გამოიმუშაოს ახალი პროფესიული უნარ-ჩვევები და განაახლოს საკუთარი ცოდნა როგორც ინკლუზიური განათლებისა და თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნის მიმართულებით, ასევე გააცნობიეროს და სწავლების პროცესში დანერგოს კონსტრუქტივიზმის პრინციპები, გაეცნოს და გამოიყენოს სწავლების ახალი თეორიები და ეფექტიანი სტრატეგიები, ასევე დანერგოს მოსწავლის შეფასების თანამედროვე მეთოდები". , – აცხადებენ ცენტრში.

კურსის პირველი ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ პრაქტიკოს მასწავლებელს შესაძლებლობა მიეცემა დარეგისტრირდეს კურსის მეორე ნაწილზე, რომელიც ორიენტირებულია საგნობრივი მეთოდიკის გაუმჯობესებისა და ცოდნის აქტივაციისკენ.

პროფესიული განვითარების კურსი მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში ხორციელდება. კურსის გავლა ერთ-ერთი სავალდებულო აქტივობაა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

იწყება ტრენინგები პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის
მეთოდური ტრენინგები არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებისთვის
არაქართულენოვანი სკოლების 700-ზე მეტი პედაგოგი ქართული ენის კურსს გადის
არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებლებს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდებს აცნობენ
პედაგოგებისათვის საგნობრივ ტრენინგებზე რეგისტრაცია იწყება
სკოლის დირექტორებთან სამუშაო შეხვედრები დაიწყო
სასკოლო ქსელებისთვის ტრენინგების მეორე ციკლი დაიწყო