FM97.5 / LIVE

არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებელთა და დირექტორთა ტრენერების სერტიფიცირების კურსი დაიწყო

მთავარისიახლე, განათლება 03.08.2017
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელსაც სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, არაქართულენოვან სკოლის მასწავლებელთა და დირექტორთა ტრენერების სერტიფიცირების კურსი მიმდინარეობს.

არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებელთა და დირექტორთა ტრენერების სერტიფიცირების კურსი დაიწყო

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნნული ცენტრის ინფორმაციით, ტრენერები მიმართულებების მიხედვით ჩაატარებენ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ტრენინგებს და სხვა აქტივობებს - არაქართულეოვანი სკოლების და სექტორების მასწავლებლესთვის, დირექტორებისა და პროექტის ფასილიტარებისთვის. ტრენინგებს აზერბაიჯანულენოვანი, რუსულელოვანი და სომხურენოვანი ტრენერები გაუძღვებიან, რომლებმაც ტრენერთა სერტიფიცირების კურსი ქართულ ენაზე გაიარეს.

კურსს 38 არაქართულენოვანი ტრენერი გადის, რომელთაც გააჩნია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში მასწავლებლად მუშაობის ან/და ზოგადი განათლების სფეროში მართვის გამოცდილება. კურსი რამდენიმე ეტაპს მოიცავს და მასში კონკურსის სახით შერჩეული ტრენერები იღებენ მონაწილეობას.

სერტიფიცირების კურსი მიმდინარე წლის 30 ივლისს დაიწყო და 16 აგვისტომდე გაგრძელდება. 2017-2019 წლებში სერტიფიცირებული ტრენერები საქართველოს ყველა არაქართულენოვანი საჯარო სკოლის 213 დირექტორს და მე-7 - მე-12 კლასების ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკის, გეოგრაფიისა და ინგლისურის ენის 2177 მასწავლებელს გადაამზადებენ.

უწყებაში ამბობენ, რომ ტრენინგები არაქართულენოვანი მსმენელებისათვის მშობლიურ ენასა და ქართულ ენაზე ჩატარდება. საგანგებოდ ითარგმნა სატრენინგო მასალა. მასწავლებლები პროფესიული განვითარების კუთხით გადამზადდებიან, როგორც ზოგადპროფესიული უნარების სასწავლო მიმართულებით, ასევე საგნობრივი მეთოდიკის კურსში.

"ტრენინგებზე შეძენილი ცოდნა და უნარები მასწავლებლებს საშუალებას მისცემს სასწავლო პროცესი მეტად სახალისო, ინტერაქტიული, პრაქტიკულ ცხოვრებასთან დაკავშირებული, ასევე XXI საუკუნის მოსწავლის მოთხოვნებსა და ინტერესებზე მორგებული გახადონ. დირექტორები კი სკოლის მართვის გაუმჯობესება - ლიდერობის აკადემიის კურსს გაივლიან, რომლის მიზანია დირექტორებისა და პროექტის ბაზაზე შერჩეული პროფესიული განვითარების ფასილიტატორების პროფესიული განვითარება", – ვითხულობთ ცენტრი მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტის სამიზნე ჯგუფს საჯარო სკოლების 18000 ზე მეტი ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ინგლისურისა და გეოგრაფიის 7-12 კლასების ყველა მოქმედი მასწავლებელი და ყველა საჯარო სკოლის დირექტორი წარმოადგენს. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს პროექტს აფინანსებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია IREX- ის ექსპერტული მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებელთა და დირექტორთა ტრენერების სერტიფიცირების კურსი დაიწყო

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებლებს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდებს აცნობენ
იწყება არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა და დირექტორთა გადამზადება
ზოგადპროფესიულ  უნარებში მასწავლებელთა გადამზადების მეორე ეტაპი დაიწყო
არაქართულენოვანი მასწავლებლებისთვის საგნობრივი ტრენინგები მშობლიურ ენაზე დაიწყო
არაქართულენოვანი სკოლების 700-ზე მეტი პედაგოგი ქართული ენის კურსს გადის
14 მილიონი დოლარი მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა გადამზადებისთვის
სკოლის მართვის გაუმჯობესების საკითხებზე დირექტორებს ტრენინგები უტარდებათ