FM97.5 / LIVE

ბათუმი–ახალციხის გზის რეაბილიტაციაზე დასაქმებულები პროტესტს წყვეტენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 05.05.2017
ბათუმი–ახალციხის გზის რეაბილიტაციაზე დასაქმებულ მუშებს, რომლებიც უხელფასობის გამო, სამი დღეა პროტესტის ნიშნად არ მუშაობენ, კომპანია დაჰპირდა, რომ დავალიანებას 17 მაისს აუნაზღაურებს.

ბათუმი–ახალციხის გზის რეაბილიტაციაზე დასაქმებულები პროტესტს წყვეტენ

სამშენებლო კომპანია „ჩელიაბინსკტრანსსიგნალის“ ხელმძღვანელობა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები დღეს, 5 მაისს, ბათუმი–ახალციხის გზის რეაბილიტაციაზე დასაქმებულ მხოლოდ რამდენიმე მუშას შეხვდნენ.

შეხვედრა თავდაპირველად სოფელ ფარეხას მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო, იქ სადაც პროტესტის ნიშნად მუშები იყვნენ შეკრებილი. თუმცა, კომპანიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტების თანდასწრებით შეხვედრაზე უარი თქვეს. ადგილზე შეკრებილმა მუშებმა კი ტერიტორიის დატოვება მოგვთხოვეს.

„იციან, რომ აქ ხართ. ახლა დამირეკეს და მითხრეს, რომ არ მოვლენ, ვიდრე თქვენ არ წახვალთ“, –გვითხრა ერთ–ერთმა მუშამ.
მოგვიანებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და კომპანიის წარმომადგენლები გაფიცული მუშების ნაწილს ჟურნალისტების გარეშე შეხვდნენ.

მოლაპარაკებების შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ მუშები მშენებლობას განაახლებენ, კომპანია კი დავალიანებას 17 მაისს დაფარავს.

„გვითხრეს, რომ დოკუმენტებში ხარვეზები ჰქონდათ და აქამდე ვერ გვირიცხავდნენ. დაგვპირდნენ, რომ 17 მაისს აუცილებლად ჩაგვირიცხავენ. დაველოდებით, თუ დანაპირებს არ შეასრულებენ, ისევ შევაჩერებთ, სამუშაოებს“, – ამბობს ერთ–ერთი დასაქმებული თემურ ინასარიძე.

სამშენებლო კომპანია „ჩელიაბინსკტრანსსიგნალის“ წარმომადგენელმა გიორგი წერეთელმა, რომელიც ჩვენს ზარებს ორი დღის განმავლობაში არ პასუხობდა, დღეს განაცხადა, რომ პრობლემა მოგვარდა. კითხვაზე, რატომ არ ურიცხავდა კომპანია მუშებს კუთვნილ ხელფასს, – წერეთელმა არ გვიპასუხა: „დავპირდით და დათქმულ დროს ისინი კუთვნილ ხელფასებს მიიღებენ. სხვა დეტალებზე ჩვენ მათ უკვე ვესაუბრეთ და სამუშაოებსაც გააგრძელებენ“.

ბათუმი–ახალციხის გზის რეაბილიტაციაზე დასაქმებულები პროტესტს წყვეტენ

შეგახსენებთ, ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის 8,5 კმ–იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე დასაქმებულმა მუშებმა, პროტესტის ნიშნად სამუშაოები სამი დღის წინ, 3 მაისს შეაჩერეს. დასაქმებულები ბოლო სამი თვის ხელფასებს ითხოვენ. მუშები ორი დღის განმავლობაში ითოვდნენ კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას, თუმცა, ეს შეხვედრა მხოლოდ დღეს შედგა.

გუშინ, 5 მაისს, გვიან საღამოს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბათუმი–ახალციხის გზის მშენებლობაზე დასაქმებულებს სახელფასო დავალიანებას კომპანია „ჩელიაბინსკტრანსსიგნალი“ მომავალი კვირის ბოლომდე აუნაზღაურებს: „კომპანიისგან ამის პირობა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიიღო. პროცესი მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა და პრობლემას კონტრაქტორი კომპანია უახლოეს დღეებში გადაჭრის“.

ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის 8,5 კმ–იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე საავტომობილო გზების დეპატრამენტმა ტენდერი 2016 წლის 16 იანვარს, 8.752.530 ლარზე გამოაცხადა. ტენდერში ორი კომპანია მონაწილოებდა. გამარჯვებული შპს სამშენებლო-სამონტაჟო საექსპლუატაციო საწარმო "ჩელიაბინსკტრანსსიგნალის” საქართველოს ფილიალი გახდა. 8.5 კმ–იან მონაკვეთზე შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება 8 მილიონ 500 ათასი ლარით განისაზღვრა. სამუშაოები გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო. მშენებლობის დასრულებამდე ერთი კილომეტრის რეაბილიტაციაა დარჩენილი
.

ბათუმი–ახალციხის გზის რეაბილიტაციაზე დასაქმებულები პროტესტს წყვეტენ

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბათუმი-ახალციხის გზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები პროტესტს აგრძელებენ
მუშების პროტესტი
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულებს სახელფასო დავალიანება აუნაზღაურეს
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულები: „ხვალიდან გავიფიცებით“
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებული მუშები დღეს ორი საათით გაიფიცნენ
ბათუმი-ახალციხის გზაზე დასაქმებულები კომპანიის ხელმძღვანელებს ხვდებიან
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულებს დავალიანება ისევ ნაწილობრივ მისცეს