FM97.5 / LIVE

ბათუმი-ახალციხის გზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები პროტესტს აგრძელებენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 05.05.2017
ბათუმი-ახალციხის გზის მშენებლობაზე დასაქმებულებს, რომლებსაც სამი თვის სახელფასო დავალიანება აქვთ ასაღები, პროტესტის ნიშნად სამუშაო პროცესი ისევ შეჩერებული აქვთ.

ბათუმი-ახალციხის გზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები პროტესტს აგრძელებენ

ამ წუთებში ისინი სოფელ ფარეხასთან იკრიბებიან და კომპანიის ხელმძღვანელობასა და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებს ელოდებიან.

შეგახსენებთ, ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის 8,5 კმ–იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე დასაქმებულმა მუშებმა, პროტესტის ნიშნად სამუშაოები სამი დღის წინ, 3 მაისს შეაჩერეს. დასაქმებულები ბოლო სამი თვის ხელფასებს ითხოვენ.

„რვა თვეა გზის სამუშაოები მიმდინარეობს და ხელფასებს თითქმის ყოველ თვეში გვიგვიანებდნენ, ბოლო სამი თვის ნამუშევარი საერთოდ არ აგვიღია. თითოს 9 000 ლარამდე გვაქვს ასაღები“, – ამბობს ერთ–ერთი დასაქმებული თემურ ინასარიძე, რომელიც მშენებლობაზე სატვირთო მანქანით მუშაობს.

3 მაისს ერთად შეკრებილი მუშები კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა, მათთან არავინ მივიდა.

ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის 8,5 კმ–იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე საავტომობილო გზების დეპატრამენტმა ტენდერი 2016 წლის 16 იანვარს, 8.752.530 ლარზე გამოაცხადა. ტენდერში ორი კომპანია მონაწილოებდა. გამარჯვებული შპს სამშენებლო-სამონტაჟო საექსპლუატაციო საწარმო "ჩელიაბინსკტრანსსიგნალის” საქართველოს ფილიალი გახდა. 8.5 კმ–იან მონაკვეთზე შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება 8 მილიონ 500 ათასი ლარით განისაზღვრა.


ორი დღის განმავლობაში, კომპანიის წარმომადგენლებს ვერც "სამხრეთის კარიბჭე" დაუკავშირდა. ხელმძღვანელობაში ჯერ არ პასუხობდნენ, შემდეგ კი გათიშეს ყველა ის ნომერი, რომელიც მოვიპოვეთ. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში კი განაცხადეს, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ყველა ხარჯისათვის თანხა უკვე ჩარიცხული აქვს და მუშებთან პრობლემა მათ უნდა მოაგვარონ.

გუშინ, 5 მაისს, გვიან საღამოს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბათუმი–ახალციხის გზის მშენებლობაზე დასაქმებულებს სახელფასო დავალიანებას კომპანია „ჩელიაბინსკტრანსსიგნალი“ მომავალი კვირის ბოლომდე აუნაზღაურებს.

„კომპანიისგან ამის პირობა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიიღო. პროცესი მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა და პრობლემას კონტრაქტორი კომპანია უახლოეს დღეებში გადაჭრის“, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

შეგახსენებთ, ბათუმი–ახალციხის მაგისტრალის შეკეთებაზე საუბარი გასული, 2016 წლის გაზაფხულზე დაიწყო. ბათუმისა და ახალციხის დამაკავშირებელი ორი საავტომობილო გზა არსებობს. ბათუმიდან ხაშურის გავლით, ახალციხემდე დაახლოებით 320 კილომეტრია, რომლის დაფარვას ავტომობილით 6 საათი სჭირდება. ორჯერ მცირეა მანძილია ბათუმიდან ახალციხემდე გოდერძის უღელტეხილის გავლით. რეაბილიტაცია სწორედ ამ გზას უტარდება, თუმცა, არა მთლიან მონაკვეთს. Google.ge/map-ის მიხედვით, ახალციხე–ბათუმის საავტომობილო გზის მთლიანი სიგრძე 161 კილომეტრია, სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შეკეთდა გზის მონაკვეთი 150კმ-დან და 159კმ-ზე. ფაქტობრივად, საუბარია ეგრეთ წოდებულ, ფარეხის გზაზე, რომელიც იწყება ახალციხის გასასვლელიდან, რკინიგზის გადასასვლელიდან და მოიცავს მცირე მონაკვეთს ადიგენის ტერიტორიაზე.


ახალციხე–ბათუმის საავტომობილო გზის 8.5 კმ–იანი მონაკვეთის მშენებლობის დასრულებამდე ერთი კილომეტრის რეაბილიტაციაა დარჩენილი. მუშები ამბობენ, რომ სამუშაოებს იქამდე არ გააგრძელებენ, ვიდრე კომპანია სახელფასო დავალიანებას არ დაფარავს.

[ლუბა გიორგაძე, ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბათუმი–ახალციხის გზის მშენებლობაზე დასაქმებულები ამბობენ, რომ ხელფასს არ აძლევენ
ბათუმი–ახალციხის გზის რეაბილიტაციაზე დასაქმებულები პროტესტს წყვეტენ
მუშების პროტესტი
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულებს სახელფასო დავალიანება აუნაზღაურეს
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულებს დავალიანება ისევ ნაწილობრივ მისცეს
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულები: „ხვალიდან გავიფიცებით“
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებული მუშები დღეს ორი საათით გაიფიცნენ