FM97.5 / LIVE

ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებული მუშები დღეს ორი საათით გაიფიცნენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 13.06.2017
ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები დღეს, 13 ივნისს დილით ორი საათით გაიფიცნენ, თუმცა დამსაქმებელი კომპანიის მორიგი დაპირების შემდეგ პროტესტი შეწყვიტეს.

ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებული მუშები დღეს ორი საათით გაიფიცნენ
ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის მშენებლობაზე დასაქმებულმა 15–მდე მუშამ დილა პროტესტით დაიწყო. ისინი სამუშაოების გაგრძელებას იქამდე არ აპირებდნენ, ვიდრე დამსაქმებელი კომპანია „ჩელიაბინსკ ტრანსსიგნალი“ დარჩენილ სახელფასო დავალიანებას სრულად არ აუნაზღაურებდა.

თუმცა, კომპანიის ხელმძღვანელობის მორიგი დაპირების შემდეგ, რომ 18 ივნისამდე მათ დავალიანება სრულად დაერიცხებათ, დასაქმებულებმა პოზიცია 2 საათში შეიცვალეს და სამუშაოებს დაუბრუნდნენ.

„რამდენ ხანს შეიძლება ვითმინოთ დაპირებები, ბავშვები ხომარ ვართ, დილით ორ საათზე მეტ ხანს გაჩერებულები ვიყავით, ვფიქრობდით ვიდრე ხელფასებს არ ჩაგვირიცხავენ, არ გვემუშავა მაგრამ, დაგვირეკა ხელმძღვანელობამ და გვითხრა, რომ ისევ გაგვეგრძელებინა სამუშაო“–გვეუბნება ერთ–ერთი დასაქმებული ოლეგ ჩილინგარაშვილი.

რაც შეეხება იმ მუშებს, რომლებიც ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის მშენებლობაზე სამუშაოდ ხაშურიდან და სურამიდან ჩამოვიდნენ, დამსაქმებელმა კომპანიამ დავალიანების 50 პროცენტი გუშინ, 12 ივნისს აუნაზღაურა.

ერთ თვიანი პროტესტის მიუხედავად, მუშების ნაწილისგან განსხვავებით, მათ 12 ივნისამდე ხელფასები საერთოდ არ ჰქონდათ მიღებული.

„ნახევარი ჩაგვირიცხეს, ნახევარზე დაგვპირდნენ რომ თვის ბოლოს იქნება და ველოდებით, იმდეია ჩაგვირიცხავენ“, – ამბობს სურამის მკვიდრი გიორგი ლაბაძე.

შეგახსნებთ, რომ სამ თვიანი სახელფასო დავალიანების გამო 60–მდე მუშა პროტესტის ნიშნად მიმდინარე წლის 3 მაისს გაიფიცა. მუშებმა გზაზე, ჯერ საპროტესტო აქცია გამართეს, შემდეგ კი სამუშაო პროცესი შეაჩრეს და ვიდრე კომპანია დავალიანებას არ აუნაზღაურებდა, სამუშაოების გაგრძელებას არ აპირებდნენ. დასაქმებული მუშების უმეტესობას ხელფასები 17 მაისს დაერიცხა, ნაწილმა კი დავალიანების ერთიმესამედი ორი კვირის წინ მიიღო.

ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის 8,5 კმ–იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე საავტომობილო გზების დეპატრამენტმა ტენდერი 2016 წლის 16 იანვარს, 8.752.530 ლარზე გამოაცხადა. ტენდერში ორი კომპანია მონაწილოებდა. გამარჯვებული შპს სამშენებლო-სამონტაჟო საექსპლუატაციო საწარმო "ჩელიაბინსკტრანსსიგნალის” საქართველოს ფილიალი გახდა. 8.5 კმ–იან მონაკვეთზე შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება 8 მილიონ 500 ათასი ლარით განისაზღვრა. სამუშაოები გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო. მშენებლობა სავარაუდოდ ორ კვირაში დასრულდება.

[ლუბა გიორგაძე–ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულები: „ხვალიდან გავიფიცებით“
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულებს დავალიანება ისევ ნაწილობრივ მისცეს
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულებს სახელფასო დავალიანება აუნაზღაურეს
ბათუმი–ახალციხის გზაზე  დასაქმებულები  ისევ გაფიცვებს აანონსებენ
ბათუმი-ახალციხის გზაზე დასაქმებულები კომპანიის ხელმძღვანელებს ხვდებიან
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულთა ნაწილს ხელფასი ისევ არ აუღია
ბათუმი–ახალციხის გზის რეაბილიტაციაზე დასაქმებულები პროტესტს წყვეტენ