FM97.5 / LIVE

ბათუმი-ახალციხის გზაზე დასაქმებულები კომპანიის ხელმძღვანელებს ხვდებიან

მთავარისიახლე, ეკონომიკა 07.06.2017
ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე დასაქმებულები, სახელფასო ანაზღაურებასთან დაკავშირებით დამსაქმებელ კომპანია „ჩელიაბინსკ ტრანსსიგნალის“ ხელმძღვანელობას ხვდებიან.

ბათუმი-ახალციხის გზაზე დასაქმებულები კომპანიის ხელმძღვანელებს ხვდებიან

შეხვედრა თბილისში იმართება. როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ ერთ–ერთი დასაქმებული ოლეგ ჩილინგარაშვილი ამბობს, კომპანიის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად მუშების ნაწილი წავიდა. შეხვედრის ინიციატორი კი კომპანიის ხელმძღვანელობაა. მათ მუშებთან მოლაპარაკება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გაიგეს, რომ ტექნიკის გაჩერებას გეგმავდნენ.

„მარტო რამდენიმე კაცი წავიდა, ქანთარიას ხვდებიან. გუშინ ტექნიკა უნდა გაგვეჩერებინა და გვითხრეს, რომ თბილისში ჩავსულიყავით და შევთანხმებულიყავით ხელფასის ამბებზე“, – ამბობს ოლეგ ჩილინგარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პროტესტის მიუხედავად, ბათუმი–ახალციხის გზის რეაბილიტაციაზე დასაქმებული მუშების ნაწილს ხელფასი საერთოდ არ მიუღია, ნაწილს კი დამსაქმებელ კომპანიამ გასულ კვირას, დავალიანების მესამედი დაურიცხა.

ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის 8,5 კმ–იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე საავტომობილო გზების დეპატრამენტმა ტენდერი 2016 წლის 16 იანვარს, 8.752.530 ლარზე გამოაცხადა. ტენდერში ორი კომპანია მონაწილოებდა. გამარჯვებული შპს სამშენებლო-სამონტაჟო საექსპლუატაციო საწარმო "ჩელიაბინსკტრანსსიგნალის” საქართველოს ფილიალი გახდა. 8.5 კმ–იან მონაკვეთზე შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება 8 მილიონ 500 ათასი ლარით განისაზღვრა. სამუშაოები გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო. მშენებლობა სავარაუდოდ ორ კვირაში დასრულდება.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულებს დავალიანება ისევ ნაწილობრივ მისცეს
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულები: „ხვალიდან გავიფიცებით“
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებული მუშები დღეს ორი საათით გაიფიცნენ
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულებს სახელფასო დავალიანება აუნაზღაურეს
ბათუმი–ახალციხის გზის რეაბილიტაციაზე დასაქმებულები პროტესტს წყვეტენ
ბათუმი–ახალციხის გზაზე  დასაქმებულები  ისევ გაფიცვებს აანონსებენ
ბათუმი-ახალციხის გზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები პროტესტს აგრძელებენ