FM97.5 / LIVE

ბათუმი–ახალციხის გზის მშენებლობაზე დასაქმებულები ამბობენ, რომ ხელფასს არ აძლევენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 03.05.2017
დღეს, 3 მაისს, ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის 8,5 კმ–იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე დასაქმებულმა მუშებმა, პროტესტის ნიშნად სამუშაოები შეაჩერეს. დასაქმებულები ბოლო სამი თვის ხელფასებს ითხოვენ.

ბათუმი–ახალციხის გზის მშენებლობაზე დასაქმებულები ამბობენ, რომ ხელფასს არ აძლევენ

პროტესტის ნიშნად, 40–მდე მუშა დილიდან, ახალციხეში, გზის იმ ნაწილში შეიკრიბა, საიდანაც ბათუმი–ახალციხის მაგისტრალის მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო (ახალციხე–ვალეს გზაგასაყაზე). იქვე იყო გაჩერებული ტექნიკაც.

„რვა თვეა გზის სამუშაოები მიმდინარეობს და ხელფასებს თითქმის ყოველ თვეში გვიგვიანებდნენ, ბოლო სამი თვის ნამუშევარი საერთოდ არ აგვიღია. თითოს 9 000 ლარამდე გვაქვს ასაღები“, – გვეუბენება ერთ–ერთი დასაქმებული თემურ ინასარიძე, რომელიც მშენებლობაზე სატვირთო მანქანით მუშაობს.

მისივე თქმით, დღეს პროტესტის გამოსახატად მუშების მხოლოდ ნაწილი შეიკრიბა. მშენებლობაზე სულ 60–მდე ადამიანია დასაქმებული და კომპანიას ყველას დავალიანება აქვს.

„ყოველ თვეში გვპირდებიან ხელფასს მოგცემთო. იმის იმედად, რომ ვმუშაობდით, სესხი ავიღე ბანკიდან, ახლა კი ვეღარ ვიხდი“, – გვეუბნება თემურ ღვინიაშვილი და ამატებს, – „სამუშაოები ისეთი გამკაცრებული იყო, მთელი დღე უნდა გემუშავა. შესვენების საშაუალებაც არ გვქონდა“.

გაფიცულებს მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა სურდათ, თუმცა, მათთან არავინ მისულა. ამ დროისთვის მუშები დაიშალნენ, თუმცა, არც სამუშაოები გაგრძელებულა და ტექნიკაც ისევ გაჩერებულია – ნაწილი სოფელ ფარეხასთან, ნაწილი კი ახალციხე–ვალეს გზაგასაყარზე.

ბათუმი–ახალციხის გზის მშენებლობაზე დასაქმებულები ამბობენ, რომ ხელფასს არ აძლევენ


ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის 8,5 კმ–იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე საავტომობილო გზების დეპატრამენტმა ტენდერი 2016 წლის 16 იანვარს, 8.752.530 ლარზე გამოაცხადა. ტენდერში ორი კომპანია მონაწილოებდა. გამარჯვებული შპს სამშენებლო-სამონტაჟო საექსპლუატაციო საწარმო "ჩელიაბინსკტრანსსიგნალის” საქართველოს ფილიალი გახდა. 8.5 კმ–იან მონაკვეთზე შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება 8 მილიონ 500 ათასი ლარით განისაზღვრა.


„სამხრეთის კარიბჭე“ სამშენებლო კომპანიასთან დაკავშირებას მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. ხელმძღვანელობაში ჯერ არ პასუხობდნენ, შემდეგ კი გათიშეს ყველა ის ნომერი, რომელიც მოვიპოვეთ.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ყველა ხარჯისათვის თანხა უკვე ჩარიცხული აქვს და მუშებთან პრობლემა მათ უნდა მოაგვარონ.

ახალციხე–ბათუმის საავტომობილო გზის 8.5 კმ–იანი მონაკვეთის მშენებლობის დასრულებამდე ერთი კილომეტრის რეაბილიტაციაა დარჩენილი. მუშები ამბობენ, რომ სამუშაოებს იქამდე არ გააგრძელებენ, ვიდრე კომპანია სახელფასო დავალიანებას არ დაფარავს.

ბათუმი–ახალციხის გზის მშენებლობაზე დასაქმებულები ამბობენ, რომ ხელფასს არ აძლევენ

შეგახსენებთ, ბათუმი–ახალციხის მაგისტრალის შეკეთებაზე საუბარი გასული, 2016 წლის გაზაფხულზე დაიწყო. ბათუმისა და ახალციხის დამაკავშირებელი ორი საავტომობილო გზა არსებობს. ბათუმიდან ხაშურის გავლით, ახალციხემდე დაახლოებით 320 კილომეტრია, რომლის დაფარვას ავტომობილით 6 საათი სჭირდება. ორჯერ მცირეა მანძილია ბათუმიდან ახალციხემდე გოდერძის უღელტეხილის გავლით. რეაბილიტაცია სწორედ ამ გზას უტარდება, თუმცა, არა მთლიან მონაკვეთს. Google.ge/map-ის მიხედვით, ახალციხე–ბათუმის საავტომობილო გზის მთლიანი სიგრძე 161 კილომეტრია, სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შეკეთდა გზის მონაკვეთი 150კმ-დან და 159კმ-ზე. ფაქტობრივად, საუბარია ეგრეთ წოდებულ, ფარეხის გზაზე, რომელიც იწყება ახალციხის გასასვლელიდან, რკინიგზის გადასასვლელიდან და მოიცავს მცირე მონაკვეთს ადიგენის ტერიტორიაზე.


ბათუმი–ახალციხის გზის მშენებლობაზე დასაქმებულები ამბობენ, რომ ხელფასს არ აძლევენ

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბათუმი-ახალციხის გზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები პროტესტს აგრძელებენ
მუშების პროტესტი
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულებს დავალიანება ისევ ნაწილობრივ მისცეს
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულები: „ხვალიდან გავიფიცებით“
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულებს სახელფასო დავალიანება აუნაზღაურეს
ბათუმი–ახალციხის გზის რეაბილიტაციაზე დასაქმებულები პროტესტს წყვეტენ
ბათუმი-ახალციხის გზაზე დასაქმებულები კომპანიის ხელმძღვანელებს ხვდებიან