FM97.5 / LIVE

ბორჯომში საკონკურსო კომისიამ გამგებლობის კანდიდატი შეარჩია

მთავარიპოლიტიკა 16.03.2013
ბორჯომის გამგებლობის ექვსი კანდიდატიდან საკონკურსო კომისიამ დღეს, 15 მარტს, ერთი მათგანი შეარჩია. დიმიტრი ბერიძის კანდიდატურას 22 მარტს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე უყრიან კენჭს

ბორჯომში საკონკურსო კომისიამ გამგებლობის კანდიდატი შეარჩია
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკონკურსო კომისიის სხდომაზე დღეს გამგებლობის ექვს კანდიდატს მოუსმინეს. სხდომა მედიისთვის დახურული იყო.

საკონკურსო კომისიამ გამგებლობის კანდიდატებს ცალ-ცალკე მოუსმინა. კანდიდატები 9 წევრისაგნ შემდგარმა კომისიამ, 5- ბალიანი სისტემით შეფასა. 6 კანდიდატიდან ორმა კომისიის წინაშე წარდგომის შემდეგ კანდიდატურა მოხსნა.

კონკურსანტებში ყველაზე მაღალი, 36 ქულა, დიმიტრი ბერიძემ დააგროვა, ბერიძემ ყველაზე მეტი ხმა დააგროვა კენჭისყრის შედეგებითაც.



დიმიტრი ბერიძე ამბობს, რომ გამგებლად არჩევის შემთხვევაში მთავარი პრიორიტეტი ბორჯომელი ხალხის დასაქმება და ტურიზმის განვითარებაზე ზრუნვა იქნება.

”დავინტერესდები სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობით, ხელს შევუწყობ მცირე მეწარმეებს, რომ განვითარდნენ და ადგილობრივები დაასაქმონ. ვიზრუნებ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. მნიშვნელოვანია, ინვესტიციების მოზიდვა ტურიზმის განვითარების მიზნით”, - აცხადებს დიმიტრი ბერიძე.

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც მუნიციპალიტეტის გამგებელი უნდა აირჩიონ, 22 მარტსაა დანიშნული. იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს წევრების უმრავლესობა კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს, საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება აქვს გამარჯვებული კანდიდატი საკრებულოს წევრებს ორჯერ წარუდგინოს. არ დამტკიცების შემთხვევაში ხელახალი კონკურსი ცხადდება.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტზე, საკრებულოს გადაწყვეტილებით, კონკურსი პირველ მარტს გამოცხადდა. ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ერთ-ერთი დეპუტატისთვის შუბლის გატეხვით დასრულდა.

ბორჯომში საკონკურსო კომისიამ გამგებლობის კანდიდატი შეარჩია

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში გამგებლობის კანდიდატებს დახურულ კარს მიღმა ’ესაუბრებიან’

როდის აირჩევენ ახალციხის  საკრებულოს თავმჯდომარეს

ბორჯომში ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები იცვლება
ბორჯომში საკრებულოს სხდომა 9 მარტს გაიმართება
დღეს ბორჯომში საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ