FM97.5 / LIVE



ბორჯომში საკრებულოს სხდომა შუბლის გატეხვით დასრულდა

მთავარიპოლიტიკა 26.02.2013
26 თებერვალს ბორჯომში რიგგარეშედ დანიშნულ საკრებულოს სხდომას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. რას ითხოვდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შენობაში შეკრებილი მოსახლეობა, რატომ არ უნდათ ”რესპუბლიკელი” დავით კამკამიძე გამგებლად და რა გადაწყვეტილება მიიღო საკრებულომ.

 ბორჯომში საკრებულოს სხდომა შუბლის გატეხვით დასრულდა
ნაადრევი მობილიზაცია ბორჯომის გამგეობის შენობაში

საკრებულოს სხდომა, რომელზეც მუნიციპალიტეტის გამგებლის კონკურსის წესით არჩევასთან დაკავშირებული საკითხები უნდა განეხილათ, 26 თებერვალს, 12 საათისთვის იყო ჩანიშნული. თუმცა, მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში ათეულობით ადამიანმა შეკრება გაცილებით ადრე დაიწყო. მათი ნაწილი გამგებლის კონკურსის წესით არჩევას, ნაწილი კი საკრებულოს სხდომის გადადებას ითხოვდა.

გამგეობის შენობაში იმყოფებოდნენ პარლამენტის დეპუტატები, მათ შორის, ბორჯომის მაჟორიტარი „ქართული ოცნებიდან“ გედევან ფოფხაძე და „რესპუბლიკელი“ დავით ბერძენიშვილი. შენობაში დილიდან იმყოფებოდნენ პოლიციელებიც.

ორ ნაწილად გაყოფილი ადგილობრივები

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად 25 ოქტომბრიდან ”რესპუბლიკელი” დავით კამკამიძეა დანიშნული. შეკრებილთა ნაწილი აცხადებდა, რომ კამკამიძე არასასურველი რეპუტაციით სარგებლობს და ახალი გამგებელი კონკურსის წესით უნდა შეირჩეს. ეს ნაწილი ამბობდა, რომ ბორჯომში გედევან ფოფხაძის მმართველობაა და იგი ცდილობს თავისი კადრების გაყვანით საყრდენი არ დაკარგოს.

”ჩვენ ვიყავით კოალიციის მხარდამჭერები, ამ ხნის განმავლობაში გედევან ფოფხაძეს გვერდით ვედექით, მაგრამ თავის ერთმმართველობით და ფეოდალური მართვის სტილით დაკარგა მხარდამჭერები. ფოფხაძის მიერ დანიშნული გამგებელი არის არაკომპეტენტური და ვერ ასრულებს თავის მოვალეობას. აქედან გამომდინარე, ყველა ვითხოვთ ჩატარდეს კონკურსი და გამოვლინდეს ღირსეული, გამგებლობის თანამდებობაზე ბრძოლას მეც ვაპირებ”, - განაცხადა გიორგი გიუაშვილმა.

მეორე ნაწილი კი ამ მოსაზრებას „ნაციონალების“ პროვოკაციად აფასებდა და აცხადებდა, რომ ”ნაციონალური მოძრაობა“ მსგავსი არეულობითა და კონკურსის გამოცხადებით გამგბელის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის გაყვანას ცდილობს. ამ უკანასკნელთა შორის იყო გედევან ფოფხაძეც, რომელმაც სხდომის დაწყებამდე შეკრებილებს გამგეობის შენობის ფოიეში რუპორის საშუალებით მიმართა და განაცხადა, რომ არ დაუშვებენ ”ნაციონალების” დაბრუნებას.

რატომ ითხოვა ბორჯომში სპეციალურად ჩასულმა დავით ბერძენიშვილმა სხდომის გადადება

სხდომის დაწყების წინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა,”რესპუბლიკური პარტიის” მდივანმა დავით ბერძენიშვილმა, რომელიც ბორჯომში სპეციალურად ამ სხდომისთვის ჩავიდა, საკრებულოს თავმჯდომარეს სხდომის გადადება სთხოვა. მიზეზად, გამგეობაში არსებული დაძაბული ვითარება დაასახელა.

”ვითარება საკმაოდ დაძაბულია. საქართველოს არცერთ მუნიციპალიტეტში, სადაც კოალიციის წარმომადგენელია გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, მისი გადაყენების საკითხი არ დასმულა. კოალიციას ჰყავს პოლიტიკური საბჭო, რომლის წევრიც მე ვარ და კოალიციაში არ დასმულა საკითხი ბორჯომში ხელისუფლების შეცვლის მიზანშეწონილობის თაობაზე. კოალიციის ხელმძღვანელებს გვჭირდება დრო სასაუბროდ და ამ საკითხის განსახილველად”, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

რიგგარეშე სხდომა მაინც შედგა

ბერძენიშვილის თხოვნის მიუხედავად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ქურდაძემ რიგგარეშე სხდომა მაინც ჩაატარა. სხდომაზე ხმათა უმრავლეოსობით, 15-ით 3-ის წინააღმდეგ, გადაწყდა, რომ გამგებლის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადებულიყო.

”რიგგარეშე სხდომა დეპუტატების ერთი მესამედის მოთხოვნა იყო. ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ გამგებლის თანამდებობაზე კონკურსი გამოვაცხადოთ. ათი დღის განმავლობაში ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია შემოიტანოს განცხადებები”, - განმარტა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ.

დავით კამკამიძე: ”საკრებულოს სხდომა იყო ფარსი, რომელიც განახორციელა ”ნაციონალურმა მოძრაობამ”

საკრებულოს სხდომას ამჟამინდელმა მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა დავით კამკამიძემ ფარსი უწოდა. იგი ამბობს, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს ჩაატაროს ყალბი კონკურსის იმიტაცია და საზოგადოებას ამ სიყალბეში მიაღებინოს მონაწილეობა. კამკამიძის თქმით, ნაციონალებს კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავთ, რასაც კონკურსის სპეციალური პირობებიც ადასტურებს, თუმცა კონკრეტული ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს.

 ბორჯომში საკრებულოს სხდომა შუბლის გატეხვით დასრულდა

”საკრებულოს სხდომა იყო ფარსი, რომელიც განახორციელა ”ნაციონალურმა მოძრაობამ” თავისი კანდიდატის მოსაყვანად გამგეობაში. მაგრამ, არაფერი არ გაუვათ, იქნება საკონკურსო კომისია, არჩევნები, მომავალი გვიჩვენებს რა მოხდება. ვაპირებ მივიღო კონკურსში მონაწილოება. ჩვენ ვითხოვდით კონკურსის ჩატარებას 20 მაისის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტს აღარ ექნება პარლამენტის დათხოვნის უფლება”, - განაცხადა კამკამიძემ.

”ქართული ოცნება”: ”ეს არის ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესი”[/b
]

საწინააღმდეგოს ამტკიცებენ ”ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” ბორჯომის რაიონულ ორგანიზაციაში.

”ეს არის ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესი. გამგებლის დროებით მოვალეობის შემსრულებელს ამოეწურა ვადა და ვითხოვთ დემოკრატიულ კონკურსს. იმიტომ ვითხოვთ, რომ ამჟამინდელი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არ სარგებლობს კარგი რეპუტაციით. ვითხოვთ გამგებლის შეცვლას და მის დემოკრატიული გზით არჩევას”, - აცხადებს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ხაჩიძე და ამატებს რომ ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატის გედევან ფოფხაძის განცხადება, იმის შესახებ რომ პროვოკაცია „ნაციონალების“ დაგეგმილი იყო, სრული სიცრუეა.

”რაც შეეხება ჩვენი მაჟორიტარის და ზოგიერთების გამოსვლას, თითქოს ეს ყველაფერი მოწყობილი იყო ”ნაციონალების” მიერ და ყველა ის ადამიანი თავის კანდიდატურებს აყენებდა, იყვნენ პროვოკატორები, პირდაპირ ვაცხადებ, რომ ზუსტად ეს არის პროვოკაცია. ამ სიტყვებმა მოსახლეობა ერთმანეთთან დააპირისპირა, რის გამოც ფიზიკური შეხება განხორციელდა”, - განაცხადა ხაჩიძემ.

ვინ გაუტეხა შუბლი საკრებულოს წევრს ვეფხვია გრიგალაშვილს

დღის მეორე ნახევარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საკრებულოს სხდომის დაწყებამდე, პარლამენტის დეპუტატმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გედევან ფოფხაძემ საკრებულოს წევრ ვეფხვია გრიგალაშვილს მობილური ტელეფონი ესროლა და შუბლი გაუტეხა.

”სამხრეთის კარიბჭე” ამ ფაქტს არ შესწრებია და ვერც თვითმხილველებთან მოვახერხეთ ინფორმაციის გადამოწმება. თუმცა, შეკრებილებს შორის შუბლგატეხილი ვეფხია გრიგალაშვილი ნამდვილად იმყოფებოდა.

ბორჯომის პოლიციამ საკრებულოს წევრები მოწმის სახით დაკითხა

დღის მეორე ნახევარში შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში საკრებულოს წევრები საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარეს.

როგორ განვითარდება მოვლენები ჯერჯერობით უცნობია.

 ბორჯომში საკრებულოს სხდომა შუბლის გატეხვით დასრულდა
[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი აირჩიეს


ბორჯომში გამგებლობის კანდიდატებს დახურულ კარს მიღმა ’ესაუბრებიან’

ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი: ‘ბესარიონ ფოფხაძეს სახეში შევაფურთხე’
ბორჯომში დაიწყო სხდომა, რომელზეც საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი უნდა განიხილონ
ბორჯომში საკრებულოს პირველი სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს [Video]