FM97.5 / LIVE

ბორჯომში ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები იცვლება

მთავარიპოლიტიკა 25.04.2013
ბორჯომის მუნიციპალიტეტში რწმუნებულების შესარჩევი კონკურსი დასრულდა. საკონკურსო კომისიამ 11 რწმუნებული შეარჩია. კონკურში ერთ-ერთი მონაწილის საკითხს კი საპრეტენზიო კომისია განიხილავს

ბორჯომში ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები იცვლება
ბორჯომში ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულების კონკურსი დღეს, 25 აპრილს დილიდან მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობას 35 კონკურსანტი იღებდა, თუმცა ერთ-ერთი მონაწილე ინდირა კურტანიძე დაგვიანების გამო კონკურსიდან მოიხსნა.

”10-დან 11 საათამდე იყო რეგისტრაცია, ამის შემდეგ მიღება აღარ შეიძლება. ეს ქალბატონი გაფრთხილებული იყო. წერილი ელექტრონული სახითაც მიიღო და ჩვენი წარმომადგენლები ტელეფონითაც დაუკვშირდნენ. მაგრამ მას მაინც თავისი არგუმენტი ჰქონდა რომ დაეშვათ”, - ამბობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ქურდაძე.

ინდირა კურტანიძე საკრებულოს გადაწყვეტილებას არალეგიტიმურს უწოდებს და სასამართლოში საჩივარის შეტანას გეგმავს.

”ვარ საოციალური სტატუსის მქონე და ელექტრონულ წერილს ვერ ვნახავდი, მაგრამ დავრეკე იმ პიროვნებასთან, ვისაც სიების გამოქვეყნება ევალება და მითხრა, რომ წინასწარ გამაფრთხილებდნენ. ამის შემდეგ ტელეფონის ზარს ველოდებოდი. გუშინ საღამოს შემოსული იყო ორი ზარი. მივხვდი, რომ საკრებულოს ნომერი იყო და დავრეკე. თუმცა არავინ მიპასუხა. დღეს დილით კი როცა დავრეკე მისაღებში მითხრეს, რომ რეგისტრაცია 11 საათიდან პირველ საათამდე იქნებოდა. ახლა კი მითხრეს 11 საათამდე იყო რეგისტრაცია და დაგაგვიანდათო”, - ამბობს ინდირა კურტანიძე, რომელსაც ბორჯომის რწმუნებულის თანამდებობის დაკავება სურდა.

კურტანიძემ განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზეც შეიტანა. აღნიშნულ საკითხს საპრეტენზიო კომისია განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ საკონკურსო კომისიამ რწმუნებულების თერთმეტივე კანდიდატი უკვე შეარჩია და მათ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ბერიძე ორი დღის ვადაში დანიშნავს.

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში საკონკურსო კომისიამ გამგებლობის კანდიდატი შეარჩია
ადიგენის თვითმმართველობის საპრეტენზიო კომისიამ საჩივრების განხილვა დაიწყო
ბორჯომის გამგეობაში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს

დღეს ბორჯომში საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ
ადიგენში პოსტი კიდევ ორმა რწმუნებულმა დატოვა
ადიგენში რწმუნებულების კვალიფიკაციას შეამოწმებენ