FM97.5 / LIVE

ეგრეთ წოდებული ვეტერანების საქმე – რა მოხდა? [მოკლედ]

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.04.2017
ახალციხეში, ყოფილ სკოლა–ინტერნატის ავარიულ შენობაში შესახლებულ 9 ოჯახს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ სხვა თავშესაფარი არ აქვთ, გამოასახლებენ. გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო. ამ თემაზე ხმაური სხვადასხვა წრეებში 7 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და ჯერ ყველაფერი დასრულებული არ არის.

ეგრეთ წოდებული ვეტერანების საქმე – რა მოხდა? [მოკლედ]
ოთახები, სადაც ცხოვრობენ უკანონოდ შესახლებულები


შესახლება

ეგრეთ წოდებული ვეტერანების საქმე – რა მოხდა? [მოკლედ] პეტრე იბერის ქუჩაზე N17-ში მდებარე შენობაში, სადაც ადრე სკოლა–ინტერნატი იყო (შესაბამისად მას ორი, სასწავლო და საცხოვრებელი კორპუსი აქვს), 9 ოჯახი, 2016 წლის 24 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე შესახლდა; შენობა 2013 წლიდან თავისუფალი იყო.

ეგრეთ წოდებული ვეტერანების საქმე – რა მოხდა? [მოკლედ] შენობაში შესახლებულები ამბობენ, რომ სხვა საცხოვრებელი არ აქვთ, უჭირთ, ქირას ვერ გადაიხდიდნენ და იძულებული გახდნენ, აქ შეეფარებინათ თავი.

ეგრეთ წოდებული ვეტერანების საქმე – რა მოხდა? [მოკლედ]ისინი ასევე აცხადებენ, რომ მათი ოჯახის წევრები სხვადასხვა პერიოდში ომის მონაწილეები იყვნენ და თავს ვეტერანებს უწოდებენ.

ეგრეთ წოდებული ვეტერანების საქმე – რა მოხდა? [მოკლედ] არსებობს ვერსია, რომ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ეს ქმედება უკავშირდებოდა მოახლოებულ არჩევნებს. მაშინ ეს ხმების მისაღებად გამოიყენეს. თუმცა, ამაზე შესახლებულები არ საუბრობენ.

„ჩვენმა ქმრებმა და შვილებმა თავი ამ ქვეყანას შეწირეს, აქამდე ქირითი ვიყავით, ვეღარ გადავიხადეთ, ბინებიდან გვყრიდნენ და ეს შენობა იმიტომ დავიკავეთ“.


ეგრეთ წოდებული ვეტერანების საქმე – რა მოხდა? [მოკლედ]


ვისია შენობა

ეგრეთ წოდებული ვეტერანების საქმე – რა მოხდა? [მოკლედ]2014 წლის 4 ივნისს, უზურფრუქტის წესით, (ხელშეკრულება N36), ახალციხის მაშინდელმა საკრებულომ შენობა გადასცა ააიპ სამცხე–ჯავახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს, უვადოდ.

ეგრეთ წოდებული ვეტერანების საქმე – რა მოხდა? [მოკლედ] საკრებულოსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 4089 კვადრატულ მეტრ მიწაზე განლაგებულ ორ ობიექტში, სწავლებისა და გადამზადების ცენტრი უნდა გაიხსნას.

ეგრეთ წოდებული ვეტერანების საქმე – რა მოხდა? [მოკლედ]
საცხოვრებელ კორპუსში შესრულებული სამუშაოები


ეგრეთ წოდებული ვეტერანების საქმე – რა მოხდა? [მოკლედ]სამი წელიწადი გავიდა. შენობაში მხოლოდ მცირე სამუშოებია შესრულებული. კომპანია მხოლოდ სამი თვე მუშაობდა.

„სააგენტოს გადამზადების ცენტრის გასაკეთებლად თანხა უნდა მოეძიებინა. მაშინ პოლონეთის საელჩოს გრანტი იყო. საუბარი გვქონდა გაეროსთან და ქეასთანაც. თანხის აკუმულირებას ვცდილობდით, 100 000 ლარამდე უკვე გვქონდა, ოღონდ დონორები თვითმმართველობის მხირდან თანადაფინანსებას ითხოვდნენ. ქალაქის 2015 წლის ბიუჯეტში თანადაფინანსებისთვის 50 000 ლარი გაიწერა კიდეც, თუმცა არასწორად. მუხლი რომელშიც აღნიშნული თანხა იდო, კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის ძეგლისთვის უნდა გახარჯულიყო. ამიტომ შესაბამისი ორგანოებიდან ნებართვის მიღებაზე დაიწყეს ზრუნვა. ამასობაში კი აღმოჩნდა, რომ სკოლის ყოფილი შენობა, არანაირ კულტურულ მემკვიდრეობას არ წარმოადგენდა, ამიტომ ეს თანხა ამასობაში სხვა საჭიროებისთვის დახარჯეს“, – ამბობენ სააგენტოში.


ეგრეთ წოდებული ვეტერანების საქმე – რა მოხდა? [მოკლედ] თანადაფინანსების თანხა არც ახალციხის 2017 წლის ბიუჯეტში არ გაწერილა.

ეგრეთ წოდებული ვეტერანების საქმე – რა მოხდა? [მოკლედ]


რა უნდა გაკეთდეს შენობაში

ეგრეთ წოდებული ვეტერანების საქმე – რა მოხდა? [მოკლედ]შენობაში იქნება საჯარო მოხელეთა გადამზადების ცენტრი. ასევე, საკონფერენციო, სატრენინგო, საგამოფენო ფართი.

ეგრეთ წოდებული ვეტერანების საქმე – რა მოხდა? [მოკლედ]მემორანდუმის მიხედვით, ამ ყველაფერს და მატერიალურ–ტექნიკურ ბაზას თვითმმართველობა უსასყიდლოდ გამოიყენებს.

„ვიღაცამ აქ ფული აკეთოს და მე შვილები ღია ცის ქვეშ დამრჩნენ?! არაფრის ფასად ამ შენობას არ დავტოვებთ!“ – აცხადებს ერთ–ერთი შესახლებული შუშანა კოპაძე.


ეგრეთ წოდებული ვეტერანების საქმე – რა მოხდა? [მოკლედ]
შესახლებულები


სასამართლო

ეგრეთ წოდებული ვეტერანების საქმე – რა მოხდა? [მოკლედ] შენობაში შესახლებულების გამოსახლების მოთხოვნით სასამართლოს თავდაპირველად ააიპ "სამცხე–ჯავახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს" თავმჯდომარემ ნანა ზუბაშვილმა მიმართა (2016 წლის 25 ნოემბერს);

ეგრეთ წოდებული ვეტერანების საქმე – რა მოხდა? [მოკლედ]სააგენტოს სასამართლომ საქმის განხილვაზე უარი უთხრა, ამიტომ მან მერიაში წერილი შეიტანა.

ეგრეთ წოდებული ვეტერანების საქმე – რა მოხდა? [მოკლედ]მორიგი სამოქალაქო სარჩელი სასამართლოში უკვე ახალციხის მერიამ შეიტანა, 2017 წლის 1 თებერვალს.

ეგრეთ წოდებული ვეტერანების საქმე – რა მოხდა? [მოკლედ] საქმეზე მოსამზადებელი სხდომა 2 მარტს გაიმართა. საქმის მხარეები იყვნენ, მერია და ვეტერანები და მესამე მხარედ ჩართული იყო სააგენტო.

ეგრეთ წოდებული ვეტერანების საქმე – რა მოხდა? [მოკლედ] ახალციხის მერიის სარჩელის განხილვა 21 მარტს მოსამზადებელი ეტაპიდან უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა სხდომა გადაიდო, მესამე მხარის ადვოკატის, ეკა აბაშიძის გამოუცხადებლობის გამო.

ეგრეთ წოდებული ვეტერანების საქმე – რა მოხდა? [მოკლედ] „ვეტერანების საქმის“ მთავარი სხდომა 31 მარტს, დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. სასამართლომ სკოლის შენობაში შესახლებული ვეტერანების პოზიცია, ასევე, მხარეების საბოლოო სიტყვები მოისმინა.

ეგრეთ წოდებული ვეტერანების საქმე – რა მოხდა? [მოკლედ] სასამართლოს ახალციხის მერიის იურისტმა მერი გოგოლაურმა ვეტერანების დაუყოვნებლივ გამოსახლება სთხოვა. მოპასუხე მხარის ადვოკატმა, ივანე ტატალაშვილმა კი მოსამართლეს სთხოვა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუშვას აღნიშნული შენობიდან ვეტერანების გამოსახლება, თუ მათ სანაცვლოდ სახელმწიფო ბინებს მისცემს. მესამე მხარის, ანუ სააგენტოს ადვოკატი ეკა აბაშიძე მოსარჩელე მხარის პოზიციას დაეთანხმა.

ეგრეთ წოდებული ვეტერანების საქმე – რა მოხდა? [მოკლედ] ახალციხის რაიონულ სასამართლოში საბოლოო სხდომა დღეს, 19 აპრილს გაიმართა. მოსამართლე გიორგი ლონდარიძის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ახალციხის მერიის სარჩელი ყოფილი სკოლა–ინტერნატიდან თვითნებურად შესახლებული 9 ოჯახის გამოსახლების თაობაზე. შენობაში შესახლებულ თითოეულ ოჯახს 120 ლარის ოდენობით ბაჟის გადახდაც დაეკისრა.

„აქ ყველა ომის ვეტერანია, ზოგს ასთმა აქვს, ზოგს კანტუზია და ამ ხალხის უსახლკაროდ დატოვება უნდათ?! ისეც გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ. არ გავჩერდებით და არც გამოსვლას ვაპირებთ, თუნდაც ავტომატით დაგვადგნენ და დაგვიჭირონ, ციხეში თავშესაფარი მაინც გვექნება“, – ამბობს ნინელი მიქელაძე.


შენობაში არც წყალი, არც შუქი და არც სხვა კომუნიკაციაა. მიუხედავად არსებული პირობებისა, აქ მცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ შენობას სიცოცლხის ფასადაც კი არ დათმობენ. ისინი არც ბაჟის გადახდას აპირებენ და გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.

ეგრეთ წოდებული ვეტერანების საქმე – რა მოხდა? [მოკლედ]

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სასამართლომ  ვეტერანების გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო
ვეტერანების საქმის განხილვა დასრულდა
სასამართლოში ვეტერანების  საქმის განხილვა იწყება
ვეტერანების სამმართველოს უფროსს რეგიონული განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ სასამართლოში უჩივლა
ვეტერანების საქმეზე  ახალციხის მერია სასამართლოში საჩივარს შეიტანს
ვეტერანების საქმის განხილვა გადაიდო
სააპელაციომ  ვეტერანების გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო