FM97.5 / LIVE

კახა კალაძე: ”როგორც კი ბიზნესი გათავისუფლდა, კომპანიების ნაწილმა ახალციხის ციხის ტერიტორია ნებაყოფლობით დატოვა”

მთავარიეკონომიკა 26.02.2013
ყოფილი პრემიერ მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ ახალციხის ციხეზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, ციხეზე არსებული ვითარებით საქართველოს ენერგეტიკის მინისიტრი კახა კალაძე დაინტერესდა.

კახა კალაძე: ”როგორც კი ბიზნესი გათავისუფლდა, კომპანიების ნაწილმა ახალციხის ციხის ტერიტორია ნებაყოფლობით დატოვა”

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ დღეს ახალციხეში შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქვესადგურის დათვალიერების შემდეგ ახალციხის ციხეც მოინახულა.

- ”გუშინ, მერაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ დავინეტერესდი რა ხდებოდა ციხეზე და დავრწმუნდი იმაში, რომ ეს ადამიანი და ზოგადად ”ნაციონალური მოძაროაბა” აგრძელებს იმის მცდელობას, რომ სიცრუეში ამყოფოს მოსახლეობა”, - განაცხადა კალაძემ.

მას თან ჰქონდა საბუთები, რომლებიც ფინანსთა სამინისტრომ მიაწოდა: ”ადამიანებსა და კომპანიებს, ვისაც იჯარით ჰქონდა აღებული აქ ფართი, 2013 წლამდე აქვთ გაფორმებული ხელშეკრუებები და წინასწარ აქვთ გადახდილი თანხა, მაგალითად 65 ათასი, 30 ათასი, 29 ათასი, 35 ათასი. არავის მაღალი გადასახადების გამო არ დაუტოვებია ციხე. ეს მოხდა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ სეზონი არ არის და ციხეზე დამთავალიერებლებიც არ არიან”.

კალაძეს უკვირს, რამდენი უნდა ნახოს მოგება ახალციხეში მაღაზიამ, რომ მაგალითად 65 ათასი ამოიღოს: ”წარმოუდგენელია ასეთი რამ. ამიტომ ეს ხდებოდა ზეწოლით და როგორც კი ბიზნესი გათავისუფლდა, კომპანიების ნაწილმა ციხის ტერიტორია ნებაყოფლობით დატოვა. აქ მუშაობა აღარ უღირდათ”.

კალაძის განცხადებით, მერაბიშვილთან დაახლოებული პირები ციხის ტერიტორიაზე არაფერს იხდიდნენ: ”ხელში მაქვს დოკუმენტი, სადაც გადასახადების გრაფა რიგი პირებისა და კომპანიების გასწვრივ ცარიელია. ასეთებს მერაბიშვილი გადასახადებისგან ათავისუფლებდა”.

რაც შეეხება ახალციხის ისტორიულ, რაბათის უბანში პროექტის მეორე ნაწილს, რომელიც ციხის რეაბილიტაციისას იგეგმებოდა, კალაძე ამბობს, რომ თუ ეს მიზანშეწონილად მიიჩნევა, აუცილებლად გაკეთდება: ’წინა ხელისუფლება მიზანშეწონილობიდან გამომიდინარე არაფერს აკეთებდა”.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კახა კალაძემ ახალციხეში შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქვესადგური მოინახულა

ახალციხის ციხის დირექტორი მერაბიშვილის განცხადებას სიცრუეს უწოდებს

ღარიბაშვილი და კალაძე ქვესადგურ 'ახალციხეს' გახსნიან
კახა კალაძე:'დღეიდან შევძლებთ ქართული ელექტროენერგიის გატანას მეზობელ ქვეყნებში'
კახა კალაძე: საქართველოში არჩევნები შედგა
შვიდმა ბრენდმა ახალციხის ციხეში მაღაზია გააუქმა
'იგი დროსა და სივრცეშია დაკარგული' – კახი კალაძე მერაბიშვილის გათავისუფლებას ეხმაურება