FM97.5 / LIVE

რით დაეხმარება ახალციხის მერია ხანძრით დაზარალებულებს

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 21.03.2017
რა თანხის გამოყოფა შეუძლია ახალციხის მერიას მესხეთის ქუჩაზე ხანძრით დაზარალებულებისთვის და რა თანხაა ბიუჯეტში ასეთი შემთხვევებისთვის;

რით დაეხმარება ახალციხის მერია ხანძრით დაზარალებულებს

ახალციხეში, მესხეთის ქუჩაზე, გუშინ, 20 მარტს გაჩენილი ხანძრის შემდეგ, სამი ოჯახის მიერ მიღებული ზარალის ოდენობას ახალციხის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური სწავლობს.

„როგორც კი შეისწავლიან და ზარალის ოდენობა გვეცოდინება, შევეცდებით, რომ იმ შეზღუდული შესაძლებლობიდან, რაც ბიუჯეტში გვაქვს, მაქსიმალურად დავეხმაროთ“, – ამბობს ახალციხის მერი ვლადიმერ ზეგინიძე.

მისი თქმით, ქალაქის ბიუჯეტში ხანძრით დაზარალებულებისთვის სპეციალური მუხლია გაწერილი. ამ მუხლში, მთელი წლისთვის, 6 000 ლარია გათვალისწინებული.

რაც შეეხება სარეზერვო ფონდს, 2017 წლის ბიუჯეტში მისი ოდენობა 100 000 ლარია, აქედან 5 729 ლარი უკვე გახარჯულია, ამდენად, ქალაქის მერიამ, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის, 94 271 ლარი უნდა იკმაროს.

„სარეზერვო ფონდიდან, სავარაუდოდ, მაქსიმუმ თითო ოჯახისთვის 1000 ლარი გამოვყოთ, მაგრამ, ჯერ ზუსტად ვერაფერს ვიტყვი, თუ ყველაფერი არ დავთვალეთ და შევაფასეთ“, – ამბობს ვლადიმერ ზედგინიძე და ამატებს, რომ სამივე დაზიანებულ სახლს გადასახურად ხე მასალა სჭირდება, – მთელი ჭერი ჩამოქცეულია, თამარ გოგოლაძის სახლს აივანიც დაეწვა“.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, მესხეთის ქუჩაზე, N27–ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სახურავზე ხანძარი 20 მარტს, დაახლოებით 23:00 საათზე გაჩნდა. ქარის გამო კი ცეცხლი გვერდით მდგომ N25 და N23 სახლების სახურავებსაც მოედო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში სახლების სახურავებზე ხანძარი ლოკალიზებულია
ახალციხეში სამი სახლის სახურავი იწვის
დამწვარი სახურავები, ჩანგრეული ჭერი და ჩარეცხილი კედლები –  ხანძარმა სამი ოჯახი დააზარალა
კოსტავას ქუჩაზე ხანძრისგან მიყენებულ ზარალს მერია სწავლობს
ახალციხეში, ნახანძრალი სამი ოჯახიდან, ორი თავს ახლობლებთან აფარებს
ხანძარი ახალციხეში – ცეცხლი 5 სახლს მოედო [Photo]
ხანძრის შედეგად დაზარალებულებს მერია დაეხმარება