FM97.5 / LIVE

ახალციხეში, ნახანძრალი სამი ოჯახიდან, ორი თავს ახლობლებთან აფარებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.03.2017
ახალციხეში, მესხეთის ქუჩაზე, ხანძრისგან დაზარალებულ სამ ოჯახს, სახურავების შეკეთება ჯერ არ დაუწყია. დაზარალებულები თავს ახლობლებთან აფარებენ და მერიისგან ფინანსურ დახმარებას ელიან.

ახალციხეში, ნახანძრალი სამი ოჯახიდან, ორი თავს ახლობლებთან აფარებს

მესხეთის ქუჩის N27, N25 და N23–ში, სეთურიძეების, ასპანიძეებისა და ბერიძეების, გვერდიგვერდ მდებარე სახლებს, ცეცხლი 20 მარტს მოედო. ხანძრმა განსაკუთრებით N27, N25–ში მცხოვრებლები დააზარალა და ამ დრომდე, ორივე ოჯახი, თავს ახლობლების ოჯახს აფარებს.

სამი დაზარალებული ოჯახიდან, სახურავის შეკეთება ჯერ არცერთს დაუწყია, ამბობენ, რომ ფინანსურ დახმარებას ელოდებიან.

„რაც დავითვალეთ, 6.000 ლარის ზარალია. ჩვენ არ გვაქვს საშუალება, ამიტომ ველოდებით მერია როდის ჩაგვირიცხავს, რომ გადახურვა დავიწყოთ“, – ამბობს N23–ში მცხოვრები ირინა გაბრიჩიძე.

გაცილებით დიდი ზარალი მიიღეს ასპანიძეებმა. ზედაპირული გათვლებით, მათი ზარალი 30.000 ლარია.

„ფაქტობრივად, ქუჩაში ვართ, ნათესავთან ვათენებთ ღამეს. ხვალ ვაპირებთ სახურავის დამწვარი ნარჩენებისგან გაწმენდას, სავარაუდოდ კედლებიც ახლად ამოსაშენებელია, რადგან წყალმა დაასველა და დააზიანა“, – ამბობს მესხეთის N27-ში მცხოვრები თამარ გოგოლაძე და ამატებს, რომ მსგავს ვითარებაშია N25–ში მცხოვრები ბერიძეების სახლიც.

ახალციხის მერიამ ხანძრისგან მიყენებული ზარალი უკვე დაითვალა. მერიაში ამბობენ, რომ თითოეულ ოჯახს, დაახლოებით, 2.500 ლარს გამოუყოფენ. ასევე, სამივე ოჯახს საშუალება ექნება ტყიდან სახურავის გადასახურად მასალა უფასოდ გამოიტანოს.

„გადარიცხვა მზადების პროცესშია, ასევე, შესაბამის ორგანოებთან დავაყენეთ შუამდგომლობა, პირველი ხარისხის მორზე, სახურავის გადასახურად“, – ამბობს ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ნინო ბლუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, სამი საცხოვრებელი სახლის სახურავი 20 მარტს დაიწვა. ხანძარი ჯერ ერთ სახლზე გაჩნდა და ქარის გამო მეზობელ სახლებზეც გადავიდა. ხანძარს შვიდი ჯგუფი რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ნახანძრალი რვა ოჯახიდან ორს ვერ დაეხმარებიან
ნახანძრალი ოჯახები დახმარების მოლოდინში [Photo]
ახალციხეში, ნახანძრალ სახლებში ზარალს ითვლიან [Photo]
ახალციხეში სამი სახლის სახურავი იწვის
დამწვარი სახურავები, ჩანგრეული ჭერი და ჩარეცხილი კედლები –  ხანძარმა სამი ოჯახი დააზარალა
ახალციხეში სახლების სახურავებზე ხანძარი ლოკალიზებულია
რით დაეხმარება ახალციხის მერია ხანძრით დაზარალებულებს