FM97.5 / LIVE

სათავსოებად ქცეული სალოცავები [Photo/Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.02.2017
სამცხე–ჯავახეთში უმოქმედო მეჩეთების უმეტესობას ადგილობრივები თივის, მატყლისა და სხვა საოჯახო, ძველი და გამოუყენებელი ნივთების შესანახად იყენებენ.

სათავსოებად ქცეული სალოცავები [Photo/Video]

ადიგენში, სოფელ ნაქურდევში, სოფლის ცენტრში მდგარი მეჩეთის ერთ კედელთან, გასაშრობად გამოფენილი სარეცხი ფრიალებს. მეორე კედელზე ზამთრისთვის მომარაგებული შეშა მიუწყვიათ. მეჩეთის შიგნით, ძველი გაზის ბალონები, რკინის საწოლები, წიგნები, თეფშები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები ყრია.

სათავსოებად ქცეული სალოცავები [Photo/Video] შენობას ერთი მხრიდან საცხოვრებელი ოთახი აქვს მიდგმული, მეორე მხარეს ბოსელია, ეზოში თივა და ნაკელი ყრია.

საცხოვრებლისა და საქონლის სადგომის მეპატრონეს ჟურნალისტის დანახვა არ სიამოვნებს, სახლის კარს კეტავს და იქაურობას სასწრაფოდ ტოვებს.

სათავსოებად ქცეული სალოცავები [Photo/Video] „იძულებული არიან აქ იცხოვრონ, სახლი ააშენეს, გადასახურია, მაგრამ ისეთი დრო მოვიდა, ვეღარ შეძლეს დასრულება“, – გვიყვება ნაქურდევის მცხოვრები შორენა ქველაძე.

სოფელში მცხოვრები 22 ოჯახი იმერეთიდან, ბაღდათიდან 1948 წელს ჩამოასახლეს. სოფელში მუსლიმი მოსახლეობა არ ცხოვრობს და შვიდი ათეული წელია ეს მეჩეთიც აღარავის დასჭრვებია.

სათავსოებად ქცეული სალოცავები [Photo/Video]

ადგილობრივები გვიყვებიან, რომ ვიდრე სათავსოდ გადაიქცეოდა, მეჩეთში წლების განმავლობაში ჯერ სკოლა, შემდეგ კი ბიბლიოთეკა იყო განთავსებული.

ნაქურდევის მეჩეთი გამონაკლისი არ არის. დროთა განმავლობაში სათავსოდ ქცეულა მეჩეთი ახალციხის სოფელ ზიკილიაშიც.

სათავსოებად ქცეული სალოცავები [Photo/Video] ნაქურდევისგან განსხვავებით, აქ ჯერ კედლისა და ჭერის მხატვრობა შემორჩენილია, თუმცა, მათ კვალს ნელ–ნელა, დაზიანებული სახურავიდან ჩასული წყალი შლის.

ზიკილიის მეჩეთში ახლა ადგილობრივი სერგო ხარატიშვილი თივას ინახავს. იქვე, სოფლის საკუთრებაში არსებული პლასტმასის მილებიც ყრია.

„თივას რომ გავიტან, მერე დავასუფთავებ და ჩავკეტავ“, – გვეუბნება სერგო და ამატებს, – „ჩვენ ამით ვუფრთხილდებით, თორემ აქამდე ესეც არ იქნებოდა შემორჩენილი“.

სათავსოებად ქცეული სალოცავები [Photo/Video]

„ქარი სახურავის ნაწილს რომ ჩამოაგდებს, იმასაც კი ვინახავთ. მთლიანი სახურავია დაზიანებული. ადამიანის ხელით არ ინგრევა ეს შენობა. სოფელ წოხტევიდან ჩამოტანილი მიწით არის ნაშენი, „თირი“ მიწაა, წყალს და ყინვას ვერ უძლებს. თუ დროულად არ გადაწყდა ამის ამბავი, ორ წელიწადში სახურავი ჩავარდება“, – საუბარში გვერთვება მისი თანასოფლელი გივი მიქაძე.



ზიკილიიდან დაახლოებით ორ კილომეტრში, სოფელ საყუნეთში, მეჩეთში მატყლი შრება.

სათავსოებად ქცეული სალოცავები [Photo/Video] „ხშირად მოდიან ზაფხულობით ქართველი მუსლიმები. როგორც მათ გვითხრეს, ეს მეჩეთი 1919 წელს აშენებულა. საყუნეთიდან 25 ოჯახი გადაუსახლებიათ, ჩვენ კი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ლარებიდან გადმოგვასახლეს“, – გვიყვება ადგილობრივი თემურ მაისურაძე და ამატებს, რომ ახალციხეში მეჩეთი ექვს სოფელში დგას: საყუნეთში, ზიკილიაში, კლდეში, მუგარეთში, ფერსასა და ურაველში, – „ყველაზე მეტი, 100 კომლი აწყურში ცხოვრობდა თურმე, 20 კი ზიკილიაში“.



სოფელ ფერსაში მეჩეთი სოფლის თავში დგას, იმ ტერიტორიაზე, სადაც ადრე ქართველი მუსლიმები ცხოვრობდნენ, ახლა კი მიტოვებული და დანგრეული სახლები და ბოსლებია. მეჩეთი მერცხლების ბუდედაა ქცეული.

ადგილობრივები ყვებიან, რომ მეჩეთის მახლობლად სამსართულიანი შენობა იდგა, სადაც მოლა ცხოვრობდა. ახლა ის შენობა განადგურებულია.

სათავსოებად ქცეული სალოცავები [Photo/Video] „62 წლის ვარ, მახსოვს მეჩეთს ხის კიბეები და აივანი ჰქონდა, მაგრამ ჩამოინგრა. შენობის ბალავერიც გამსკდარი იყო და ჩვენებურმა კაცმა, გვარად ჩოხელმა ჩაასხა ბეტონი. ამბობენ სოფლის ცენტრში დანგრეული ეკლესიაა და ქვები იქიდან ამოუტანიათ მეჩეთის ასაშენებლადო, ისე ეკლესიის ადგილზე ქვები ნამდვილად აღარ არის. ღმერთი ერთია, რა მნიშვნელობა აქვს სად ილოცებ“, – გვეუბნება გურამ წიკლაური.

ფერსაში გორის მუნიციპალიტეტიდან გადმოსახლებული 60 ოჯახი ცხოვრობს. ისინი 1944 წელს, სტალინის ბრძანებით ჩამოუსახლებიათ.



ნანგრევებად ქცეული და ძირს ჩამოქცეული გუმბათი, – ეს უკვე სოფელი მუგარეთია. აქ მეჩეთისგან თითქმის აღარაფერია დარჩენილი. კედელზე შემორჩენილი მხატვრობითა და ორნამენტებით ხვდები, რომ აქ ოდესღაც მეჩეთი მდგარა.

„ათი წელია, რაც სრულად ჩამოინგრა. ვერ გეტყვით რომელი საუკუნისაა. ჩვენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანიხევიდან ვართ ჩამოსახლებული. აქ ბევრი არაფერი იციან ამ შენობაზე“, – გვეუბნება ადგილობრივი ციცინო დევნოსაძე.



მეჩეთები სამცხე–ჯავახეთში

სამცხე–ჯავახეთის მუფთის მამუკა ვაშაყმაძის განცხადებით, ამ დროისთვის სამცხე–ჯავახეთში 50–მდე მეჩეთია, მოქმედი მხოლოდ 13. მათგან, 7 – ადიგენში, 1 – ახალციხეში, 2 – ასპინძაში, 2 –ახალქალაქში და 1 – ნინოწმინდაში.

გასულ წელს, რეგიონში არსებული უმოქმედო მეჩეთების მდგომარეობა, ქართულ–ისლამური კულტურული მემკვიდრეობის მკვლევარმა ნესტან ბლუაშვილმა შეისწავლა. მისი თქმით, ყველა შენობა მისახედია: „იმ სოფლებში, სადაც ადგილობრივები სამეურნეო დანიშნულების ნაგებობად იყენებენ, მეჩეთები შედარებით უფრო კარგ მდგომარებაშია, ვიდრე, იმ სოფლებში – სადაც საერთოდ არაფერში იყენებენ“.

სათავსოებად ქცეული სალოცავები [Photo/Video] ნესტან ბლუაშვილის თქმით, ახალციხისა და ახალქალაქის ჯამეების გარდა, ყველა მეჩეთი, რაც სამცხე-ჯავახეთში არსებობს, ტიპური ქართული ისლამური არქიტექტურის ნიმუშია. ახალციხისა და ახალქალაქის მეჩეთები ოსმალური ტიპის ნაგებობებია: „ქართული მეჩეთების შემკულობა, წარმოადგენს ხეზე კვეთის საუცხოო ნიმუშებს, რომლებიც ქართული ორნამენტებისგან შედგება. უხვად გვხვდება ვაზის გამოსახულება, როგორც მეჩეთის მხატვრობაში, ასევე ხეზე კვეთის ნიმუშებში. სამცხე-ჯავახეთის მეჩეთები გამოირჩევა მდიდრული შემკულობით, უხვად არის გამოყენებული სუსალური ოქრო ორნამენტების დაფერვისას. ისტორიულად ცნობილია, რომ ეს მხარე ყოველთვის გამოირჩეოდა მატერიალური სიმდირით“.

მკვლევარის თქმით, ქართული მეჩეთების ისტორიული და კულტურული ღირებულება დღემდე არ არის სათანადოდ შესწავლილი და აღიარებული: „მეჩეთები, რომლებიც აგებულია მე-18, მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისში ხასიათდება ერთი თვისებით. ყველგან, სამცხე-ჯავახეთში, აჭარასა თუ ისტორიულ ლაზეთ-ტაო-კლარჯეთში, ქართული მეჩეთები ფასადით თითქმის არ გამოირჩევა ადგილობრივი საცხოვრებელი სალხებისაგან, რომელიც იმავე პერიოდშია აგებული.

სათავსოებად ქცეული სალოცავები [Photo/Video] ისტორიკოსის, ეთნოლოგის, ცირა მესხიშვილის განმარტებით, სამცხე–ჯავახეთის ტერიტორიაზე მეჩეთების 90% მეთვრამეტე საუკუნის შემდეგაა აშენებული: „1625 წლის შემდეგ, როდესაც თურქებმა სამცხე–ჯავახეთი დაიპყრეს და რეგიონის ოკუპაცია მოახდინეს, რეგიონი გამოცხადდა გურჯისტანის ვილაეთის შემადგენელ ნაწილად. ამის შემდეგ, ცოტა მოგვიანებით, იწყება სამცხე–ჯავახეთში მეჩეთების და ჯამეების აშენება. მაგრამ დიდი რაოდენობა მეჩეთებისა რუსების შემოსვლის შემდეგ, კონკრეტულად 1829 წლიდან აშენდა“.

აშენებიდან მალევე, მუსლიმ მესხებს რეგიონის დატოვება უწევთ.

„1828 წელს, როცა რუსმა გენერალმა, პასკევიჩმა ახალციხე აიღო და ერთი წლის შემდეგ, ადრიანოპოლის ზავის თანახმად, სამცხე-საათაბაგოს ნაწილი რუსეთის იმპერიამ დაიკავა, ადგილობრივი მუსლიმი მესხები იძულებულნი გახდნენ ოსმალეთში გადახვეწილიყვნენ. რუსმა გენერლმა მათ ნასახლარებზე ერზრუმიდან დევნილი სომხები ჩამოიყვანა“, – ამბობს ნესტანი და ამატებს, რომ მუსლიმი მესხების გასახლების მეორე ეტაპი 40–იან წლებში დაიწყო, – „მოსახლეობის ნაწილი, რომელიც სამცხე-ჯავახეთში დარჩა, 1944 წელს, სტალინის ბრძანებით შუა აზიაში გადაასახლეს, სრულიად არაადამიანურ პირობებში. გზაში ათი ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სულ 120 000-მდე მუსლიმი გადაასახლეს. ასე დაიცალა მუსლიმებისგან სამცხე-ჯავახეთი“.

ზრუნვის ვალდებულება

ისტორიკოსები და მკვლევარები ამბობენ, რომ მეჩეთებზე ზრუნვა სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობაა.

„დაუდევარი მოქმედება ქართველებს არ ჰქონდათ კომუნისტურ რეჟიმამდე. ქართველი ყოველთვის პატივისცემით ექცეოდა მეჩეთსაც, სინაგოგასაც და ეკლესიასაც. მაგრამ საბჭოთა პერიოდში მიმდინარეობდა ანტირელიგიური პროპაგანდა, სწორედ ამგვარმა ქმედებამ გამოიწვია ის, რაც დღეს ხდება“, – ამბობს ცირა მესხიშვილი და ამატებს, რომ ეს ქვეყნის სიმდიდრეა, რასაც მოფრთხილება და ზრუნვა სჭირდება.

ამ მოსაზრებას ეთანხმება ნესტან ბლუაშვილიც.

სათავსოებად ქცეული სალოცავები [Photo/Video] „ჯერ ერთი, ჩვენი ისტორიული და კულტურული სიმდიდრე წარმოჩინდება, და მეორეც -ტურისტებისათვის ძალიან მიმზიდველი იქნება, როცა ერთ სოფელში ეკლესიასა და ამ ულამაზეს მეჩეთებს გვერდი-გვერდ იხილავს“, – ამბობს იგი და ამატებს, – „ძეგლები, რომლის ღირებულებასა და მნიშვნელობაზე ადგილობრივებს წარმოდგენაც კი არ აქვთ, დღეს ან წვიმისაგან ნადგურდება, ან სათივეებად და ბოსლებად არის გამოყენებული. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი ქვეყნის ამ საგანძურის მიმართ სახლემწიფოსაც იგივე დამოკიდებულება აქვს, რაც ადგილობრივ გლეხს“.

ადამიანის უფლებათა ცენტრში, რომელმაც 2016 წელს საქართველოში რელიგიური უმცირესობების კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობა შეისწავლა, ამბობენ, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ზომები, რათა თავიდან ავიცილოთ ამ ძეგლების განადგურება.

„ზოგჯერ, ძეგლების დაზიანება განპირობებულია ელემენტარული უცოდინრობით, კულტურული მემკვიდრეობის მაღალი მნიშვნელობის შეუფასებლობითა და დაუფასებლობით, რის გამოც საზოგადოება არ მიიჩნევს თავს მოვალედ, უპატრონოს და მოუაროს ამ საუნჯეს. საბოლოო ჯამში კი ყველაფერი მაინც თავს იყრის სახელმწიფოს პასუხისმგებლობასთან“, – ვკითხულობთ ორგანიზაციის 2016 წლის ანგარიშში.

სახელმწიფო სტრუქტურების პოზიცია

სათავსოებად ქცეული სალოცავები [Photo/Video] ძეგლების მოვლა–შენახვაზე ვალდებულ სახელმწიფო სტრუქტურებში ბევრ პასუხისმგებლობას არ იღებენ. ადგილობრივ გამგეობებში გვეუბნებიან, რომ მათ მხოლოდ მონიტორინგი ევალებათ.

„ყველას ვაქცევთ ყურადღებას, თუ რაიმე პრობლემა ექმნება ძეგლს და ჩვენ რაიმე ინფორმაციას მივიღებთ, ვაწვდით კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს. ჩვენი მოვალეობა მონიტორინგი და ინფრომაციის მიწოდებაა, ჩვენ რეაბილიტაციის უფლება არ გვაქვს“, – განუცხადა ‘სამხრეთის კარიბჭეს’ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსმა მაია სხრიტლაძემ.

სათავსოებად ქცეული სალოცავები [Photo/Video] ზრუნვის ვალდებულება რომ აქვთ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში იციან, მაგრამ, წელს რომელიმე მეჩეთის რეაბილიტაციას, ან კონსერვაციას, არ გეგმავენ.

სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთში 27 მეჩეთს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ამ სიაშია ნაქურდევის, ზიკილიისა და საყუნეთის მეჩეთები. სულ რამდენი მეჩეთია რეგიონში, სააგენტოში ინფორმაცია არ აქვთ.

სათავსოებად ქცეული სალოცავები [Photo/Video] „რასაც ძეგლის სტატუსი არა აქვს, ნიშნავს, რომ ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა და ამიტომ სრულ რაოდენობას ჩვენ ვერ გეტყვით. ბოლო წლების განმავლობაში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ახალციხეში მდებარე მეჩეთს“, – აცხადებენ სააგენტოში (საუბარია რაბათის კომპლექსში მდებარე მეჩეთზე. ს.კ) და ამატებენ, რომ იმ მეჩეთების შესახებ, რომლებიც სტატიაში ნახსენები, მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

„ძნელია 11 000 ძეგლიდან სისტემატურად ყველა შეამოწმო.ინსპექციის სამსახური დაუკავშირდება ჩვენს წარმომადგენელს, რომელიც ხვალვე, ადგილზე გადაამოწმებს ვითარებას და გააფრთხილებას მისცემს. წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან, – განაცხადეს სააგენტოში.

სათავსოებად ქცეული სალოცავები [Photo/Video]

[თინათინ ზაზაძე, სამცხე–ჯავახეთი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ სათავსოებად ქცეული მეჩეთების შესწავლა დაიწყო
‘მეჩეთების  ბედს სუს-ი წყვეტს, ძეგლთადაცვა ფორმალურად მუშაობს’ - მკვლევარი
საყუნეთსა და ოთაში მეჩეთების რეაბილიტაცია იგეგმება
მკვლევარები: „არცერთი წყაროდან დასტურდება, რომ მოხეში მეჩეთის  ადგილას ნაეკლესიარი იყო“
‘ორნამენტები ქართულ მეჩეთებში’ - კატალოგში სამცხე-ჯავახეთის მეჩეთები შევიდა
'უჩინარი' მრავალფეროვნება - ახალციხის მეჩეთები [ფოტო]
ადიგენიდან სამი მეჩეთი სარგებლობის უფლებით მუსლიმთა სამმართველოს გადაეცა