FM97.5 / LIVE

‘მეჩეთების ბედს სუს-ი წყვეტს, ძეგლთადაცვა ფორმალურად მუშაობს’ - მკვლევარი

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.03.2020
ახალციხესა და ასპინძაში მდებარე ორი ისტორიული მეჩეთის რეაბილიტაცია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ სამი წლის წინ დაანონსა, თუმცა ამ დრომდე არ დაწყებულა. სალოცავები ისევ ცუდ მდგომარეობაშია. ინგრევა და ნადგურდება შენობის შიდა ინტერიერი, სააგენტოში კი დუმან.

‘მეჩეთების  ბედს სუს-ი წყვეტს, ძეგლთადაცვა ფორმალურად მუშაობს’ - მკვლევარი

ახალციხეში სოფელ საყუნეთსა და ასპინძის სოფელ ოთაში მდებარე მეჩეთების რეაბილიტაციის შესახებ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში 2017 წელს განაცხადეს. მაშინ სააგენტოში განმარტავდნენ, რომ საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მზადდებოდა.

„ვიწყებთ იმ მეჩეთების რეაბილიტაციას, რომლებსაც ნაკლები პრობლემები აქვს, რათა სხვა დანარჩენივით სავალალო შედეგებამდე არ მივიდეს. მაგალითად როგორცაა ზიკილიაში, ამ მეჩეთის რეაბილიტაციას, გაცილებით მეტი თანხის მოძიება სჭირდება“, – განაცხადა იმ პერიოდში სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ.

ამ განცხადებიდან ზუსტად სამი წელი გავიდა, თუმცა მეჩეთებში არანაირი სამუშაო განხორციელებულა. სალოცავები კვლავ მიტოვებულია და ხშირად მათ ადგილობრივები თივის ან სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების სათავსოებად იყენებენ.

რატომ შეჩერდა ისლამური მემკვიდრეობის გადარჩენაზე დაწყებული საუბარი, ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ საგენტოში არ საუბრობენ. „სამხრეთის კარიბჭეს“ სააგენტოდან პასუხის მიღებას სამი კვირის განმავლობაში ცდილობდა. ნიკოლოზ ანთიძემ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გადაგვამისამართა. ამ სამსახურში კი „სამხრეთის კარიბჭეს“ ზარებსა და შეტყობინებებს აღარ პასუხობენ.

იმას, რომ სამცხე-ჯაავხეთში არსებული 50-მდე ისლამური სალოცავი ცუდ მდგომარეობაშია, „სამხრეთის კარიბჭე“ გასულ წლებშიც წერდა.

ისლამური მემკვიდრეობის მკვლევარი ნესტან ბლუაშვილი ამბობს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მეჩეთების ბედით დაინეტერსებული არ არის და ამ შემთხვევაში, იგი მხოლოდ სახელმწიფო უწყებების მითითებებს ასრულებს: „რამდენიმე წლის წინ დაანონსეს სამცხე-ჯავახეთში ორი მეჩეთის რესტავრაცია, მაგრამ დღემდე არაფერი გაუკეთებიათ. როგორც ვიცი, ამ მეჩეთების ბედს სუს-ი წყვეტს და ძეგლთადაცვას მხოლოდ ფორმალურად ეხება ეს საკითხი. ძალიან ტრაგიკული მდგომარეობაა, ეს უნიკალური ქართული ძეგლები ეწირება ფობიებსა და უცოდინარობას“.

მისივე თქმით, ამ მეჩეთების აღდგენა-შენარჩუნება იმას არ ნიშნავს, რომ შიგ ლოცვა განახლდება: „ეს მეჩეთები, ძირითადად, სულ ქრისტიანებით დასახლებულ სოფლებშია და იქ მეჩეთის, როგორც სალოცავის საჭიროება არ არსებობს. მთავარია, ეს ძეგლები ფიზიკურად გადარჩეს და მუზეუმის ფუნქციითაც შეიძლება აღდგეს და მეტი სარგებელი მოუტანოს სოფელს. თურქეთში ამის დიდი პრაქტიკა არსებობს. კაბადოკიის თითქმის ყველა ეკლესიაში შესასვლელად ბილეთი უნდა იყიდო. აკძალულია ფოტოების გადაღება და შეგიძლია ალბომები იყიდო“, - განმარტავს ბლუაშვილი.

ადიგენის სოფელ ჭელას მეჩეთის წინამძღვარი, ჯამბულ აბულაძე ამბობს, რომ რეგიონში თითქმის ყველა ისტორიული მეჩეთი სავალალო მდგომარეობაშია და ეს საკითხი მუსლიმურ თემში ერთ-ერთი მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს: „ასეთი სიტორიული მეჩეთების რაოდენობა რეგიონში ორმოცდაათზე მეტია, თუმცა რეაბილიტაციის, კონსერვაციის ან სხვა სახის სამუშაოები მათ შესანარჩუნებლად არ ჩატარებულა. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ძეგლი გადაცემულია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოსთვის, არაფერი კეთდება მათ დასაცავად და გადასარჩენად“.

მესხეთში უფუნქციოდ დარჩენილი, ორმოცამდე მეჩეთია, მათგან 27-ს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

ახალციხეში, ძეგლის სტატუსი ზიკილიის, საყუნეთის, მუგარეთის, წყორძის, კლდის, ფერსისა და ახალციხის მეჩეთებს აქვთ. ყველა მათგანმა სტატუსი 2012 წლის 20 მარტს მიიღო.

‘მეჩეთების  ბედს სუს-ი წყვეტს, ძეგლთადაცვა ფორმალურად მუშაობს’ - მკვლევარი
ოთას ჯამე.ფოტო: © ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობა

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საყუნეთსა და ოთაში მეჩეთების რეაბილიტაცია იგეგმება
თურქული მხრიდან ისტორიული მეჩეთების რეაბილიტაციის ინტერესი არ არის – სააგენტო
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ სათავსოებად ქცეული მეჩეთების შესწავლა დაიწყო
ქართულ სუფრას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
‘ორნამენტები ქართულ მეჩეთებში’ - 25 თებერვალს კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება
'ხაჭაპურის ტრადიციას' არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ნიკოლოზ ანთიძე: ‘სააგენტო შეისწავლის აქვს თუ არა მოხეს შენობას კულტურული ღირებულება’