FM97.5 / LIVE

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ სათავსოებად ქცეული მეჩეთების შესწავლა დაიწყო

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.03.2017
ადიგენსა და ახალციხეში ადგილობრივების მიერ სათავსოებად ქცეული მეჩეთების საკითხს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო სწავლობს.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ სათავსოებად ქცეული მეჩეთების შესწავლა დაიწყო

„სამხრეთის კარიბჭეს“ მიერ გამოქვეყნებული მასალის შემდეგ, ადიგენსა და ახალციხეში უმოქმედო მეჩეთების საკითხით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო დაინტერესდა.

„ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. ვარკვევთ აღნიშნულ ძეგლებს ჰყავთ თუ არა მესაკუთრეები, თუ კი, მასთან მოვლა–პატრონობის ხელშეკრულებას გავაფრომებთ და მას მოვთხოვთ მოვლა–პატრონობას. თუ ეს სახელმწოფოს საკუთრებაშია, ვთხოვთ ადგილობრივებმა დაცალონ შენობა, შემდეგ კი დავკეტავთ “, – განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა დავით ტყეშელაშვილმა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დავალებით, მეჩეთებში არსებული მდგომარეობა ვარძიის მუზეუმ– ნაკრძალის მონიტრონგის ჯგუფმა, რამდენიმე დღის წინ შეისწავლა. ფოტოები გადაიღო და ის ადგილობრივები გააფრთხილა, ვისაც მეჩეთები სათავსოებად ჰქონდა გამოყენებული.

„სიტყვიერად გავაფრთხილეთ და ვუთხარით რომ საჯარომო სანქციები დაეკისრებათ. საყუნეთსა და ზიკილიაში გვითხრეს, ჩვენ ნივთებს აუცილებლად გავიტანთო“, – ამბობს ვარძიის მუზეუმ ნაკრძალის მმართველი კახა ზაზაძე.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მეჩეთი ადგილობრივების მიერ დაზიანებული არ არის ჯარიმის გადახდა არ მოუწევთ, შენობაში შეტანილ ნივთებს კი გამოატანინებენ.

კახა ზაზაძის განმარტებით შედარებით რთული მდგომარეობაა ნაქურდევის მეჩეთში, რადგან მეჩეთზე მიშენებულ შენობაში 15 წელია ოჯახი ცხოვრობს.
„გამგებლის წარმომადგენელს ვთხოვთ, უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინოს, რომ მეჩეთი აღარ დაბინძურდეს“, – აცხადებს იგი.

„გამოსახლრება ჩვენი კომპეტენცია არაა. რომ გამოასახლო ალტერნატიული ფართი უნდა შესთავაზო. ჩვენ გავუგზავნით ადგილობრივ თვითმართველობას წერილს, რომ ამ საკითხზე იმუშაონ“, –კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა დავით ტყეშელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „სამხრეთის კარიბჭემ“ ადიგესა და ახალციხეში უმოქმედო მეჩეჩების მდგომარეობაზე სტატია სახელწოდებით „სათავსოებად ქცეული სალოცავები“ 25 თებერვალს გამოაქვეყნა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საყუნეთსა და ოთაში მეჩეთების რეაბილიტაცია იგეგმება
ხანძრის კერებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს სპეციალისტები აკვირდებიან
თურქული მხრიდან ისტორიული მეჩეთების რეაბილიტაციის ინტერესი არ არის – სააგენტო
ნიკოლოზ ანთიძე: ‘სააგენტო შეისწავლის აქვს თუ არა მოხეს შენობას კულტურული ღირებულება’
ბორჯომის პარკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ქართული ჭიდაობა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა
ქართულ სუფრას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა