FM97.5 / LIVE

ადიგენიდან სამი მეჩეთი სარგებლობის უფლებით მუსლიმთა სამმართველოს გადაეცა

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.11.2016
ადიგენის სოფლებში ნამინაურში, კეხოვანსა და ღორძეში არსებული მეჩეთები რელიგიის სახელმწიფო სააგნტოს გადაწყვეტილებით მუსლიმთა სამმართველოს სარგებლობის უფლებით გადაეცა;

ადიგენიდან სამი მეჩეთი სარგებლობის უფლებით მუსლიმთა სამმართველოს გადაეცა

ამის შესახებ გადაწყვეტილება რელიგიის სახელმწიფო სააგენტოში დღეს, 28 ნოემბერს სხდომაზე მიიღეს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა სამცხე–ჯავახეთში არსებული მეჩეთების სამუფთო სამმართველოსთივს გადაცემის საკითხზე იმსჯელეს.

„კომისიის მუშაობა უკვე დასრულდა და ეს საკითხი დადებითად გადაწყდა. ჯამში სამუფთო სამმართველოს 21 მეჩეთი გადაეცა. მათო შორის არის ადიგენში მდებარე მეჩეთები“, – ამბობს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე.

ნამინაურში, კეხოვანსა და ღორძეში არსებული მეჩეთები ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, 2010 წლის შემდეგ აშენდა, თუმცა არცერთი მათგანი ამ დრომდე სამუფთო სამმართველოსთვის გადაცემული არ იყო.

„ენერგო–პრო–ჯორჯიამ", როცა სოფლებში გამრიცხველიანებას აკეთებდა, მეჩეთებში არ დენი არ შეგვიყვანა, რადგან დოკუმენტები არ იყო წესრიგში. ამის მერე აზომვითი ნახაზები გავაკეთე, ყველა დოკუმენტი მოვაწესრიგე და რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს გადავეცი“, – ამბობს მამუკა ვაშაყმაძე.

როგორც "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტი ეთერ გვრიტიშვილი გვიხსნის მეჩეთები სამუფთო სამმართველოს მხოლოდ სარგებლობის უფლებით გადაეცემა: „სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში არსებობს გარკვეული ხარვეზი, რომელიც სახელწმიფო ქონების გადაცემას საკუთრების უფლებით უშვებს მხოლოდ საპატრიარქოსთან.სხვა რეგლიგიური ორგანოზაცეიბისთივს დასაშვები სარგებლობის უფლებაა მხოლოდ“.

მისივე თქმით, მეჩეთების გადაცემის საკითხს რელიგიის სახელმწიფო სააგენტო პროაქტიული სახით არ განიხილავს: „გადაცემა მხოლოდ სამუფთოს მოთხოვნით ხდება. სარგებლობის ვადად კი 99 წელი ან განუსაზღვრელი პერიოდი ეთითება“.

ამ დროისთვის სამცხე–ჯავახეთში 50–მდე მეჩეთია, აქედან მოქმედი მხოლოდ 13–ია. ერთი ნინოქმინდაში, ორი ახალაქალაში, ორი ასპინძაში, ერთი ახალციხეში დანარჩენი კი ადიგენშია.

„2015 წლის ბოლოს არსებული მონაცემების მიხედვით, ამ დრომდე სამუფთო სამმართველოსთვის გადაცემული 80–მდე მეჩეთია. აქედან ყველა მოქმედია. მათი დიდი ნაწილი კახეთში, ქვემო ქართლსა და აჭარაში მდებარეობს. სამცხე–ჯავახეთიდან აქამდე გადაცემული არცერთი არ იყო“, – ამბობს გვრიტიშვილი.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რელიგიის სააგენტომ სამცხე–ჯავახეთში რეგიონული წარმომადგენელი დანიშნა
"გირჩი" მოხეს სადავო შენობის სამუფთო სამმართველოსთვის გადაცემას ითხოვს
მოხეში სადავო  შენობის წარმომავლობის დამდგენ  კომისიას ორი პირი დაემატება
მუსლიმი მრევლი მოხეში: „ძველი მეჩეთის სანაცვლოდ ახალი არ გვინდა“
ადიგენში სასაფლაოს  საკითხს რელიგიის სააგენტო განიხილავს
ვინ უნდა გამოყოს თანხა მოხეში მეჩეთის ასაშენებლად
დასავლეთ საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე გადადგა