FM97.5 / LIVE

საყუნეთსა და ოთაში მეჩეთების რეაბილიტაცია იგეგმება

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 27.04.2017
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს მესხეთში ორ მეჩეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამ ეტაპზე საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს.

საყუნეთსა და ოთაში მეჩეთების რეაბილიტაცია იგეგმება
საყუნეთის მეჩეთი
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ანთიძის განმარტებით, პირველ ეტაპზე რეაბილიტაციისთვის ის მეჩეთები შეირჩა, რომლებსაც შედარებით ნაკლები თანხა სჭირდება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ახალციხის, სოფელ საყუნეთის და ასპინძის სოფელ ოთის მეჩეთებს.

„ვიწყებთ იმ მეჩეთების რეაბილიტაციას, რომლებსაც ნაკლები პრობლემები აქვს, რათა სხვა დანარჩენივით სავალალო შედეგებამდე არ მივიდეს. მაგალითად როგორცაა ზიკილიაში, ამ მეჩეთის რეაბილიტაციას, გაცილებით მეტი თანხის მოძიება სჭირდება“, – განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.
მისივე თქმით, საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ, მეჩეთების რეაბილიტაცია შესაძლებელია წელსვე დაიწყოს.

საყუნეთისა და ოთის მეჩეთების მსგავსად, მესხეთში რეაბილიტაციას არაერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საჭიროებს, რომლის ნაწილსაც ადგილობრივები სათავსოებად იყენებენ. „სამხრეთის კარიბჭემ“ ამ თემაზე მასალა 2017 წლის თებერვალში მოამზადა სახელწოდებით „სათავსოებად ქცეული სალოცავები“.

მასალის გამოქვეყნების შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ მეჩეთების საკითხის შესწავლა დაიწყო. საქმე ეხება ნაქურდევის, ზიკილიის და საყუნეთის მეჩეთებს, რომლებშიც ადგილობრივებს თივა, მატყლი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები აქვთ შენახული.

ვარძიის მუზეუმ–ნაკრძალის მმართველი კახა ზაზაძე აცხადებდა, რომ ადგილობრივებს მეჩეთებიდან შეტანილ ნივთებს გამოატანინებდნენ და დაასუფთავებინებდნენ, თუმცა მოგვიანებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში ამ პროცესზე უარი თქვეს.

„თუ მეჩეთებს ადგილობრივები გაწმენდენ, საფრთხილოა, შეიძლება ისეთი ნივთი იყოს ჩამოგდებული, რომელიც ღირებულია და პროექტირების პროცესში დაგვჭირდება, ამიტომ ჩვენები უახლოეს პერიოდში პირველადი მონაცემების ასაღებად ჩამოვლენ, პროექტირების დეტალების დასაზუსტებლად. რესტავრაციის პროცესის დროს კი გაიწმინდება. რეაბილიტირებულ შენობას ადგილობრივები ჩაიბარებენ და მიხედავენ კიდევაც“, – განმარტავს ნიკოლოზ ანთიძე.

რაც შეეხება ზიკილიის და ნაქურდევის მეჩეთებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში პასუხის გაცემა უჭირთ:“შესაწვლის საგანია და ერთ და ორ დღეში პასუხს ვერ გაგცემთ, გამომდიანრე იქიდან, რომ მას სჭირდება სრულფასოვანი კვლევა“, – განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.

მისივე თქმით, საგენტოში ცდილობენ ფონდების და არასამთავრობო ორგანიზაციების მოძიებას, რომლებიც დაზიანებული ძეგლების რეაბილიტაციაში დაეხმარებიან:“რამდენიმე ორგანიზაციამ გამოთქვა სურვილ თანამშრომლობის, ჩვენ ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას“.

საყუნეთსა და ოთაში მეჩეთების რეაბილიტაცია იგეგმება
ოთას ჯამე.ფოტო: © ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობა

საყუნეთსა და ოთაში მეჩეთების რეაბილიტაცია იგეგმება
ოთას ჯამე.ფოტო: © ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობა

საყუნეთსა და ოთაში მეჩეთების რეაბილიტაცია იგეგმება
საყუნეთის მეჩეთი

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ სათავსოებად ქცეული მეჩეთების შესწავლა დაიწყო
‘მეჩეთების  ბედს სუს-ი წყვეტს, ძეგლთადაცვა ფორმალურად მუშაობს’ - მკვლევარი
თურქული მხრიდან ისტორიული მეჩეთების რეაბილიტაციის ინტერესი არ არის – სააგენტო
ნიკოლოზ ანთიძე: ‘სააგენტო შეისწავლის აქვს თუ არა მოხეს შენობას კულტურული ღირებულება’
ქართულ სუფრას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
შორეთის მონასტერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ნიკოლოზ ანთიძემ კულტურული ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა