FM97.5 / LIVE

205 000 ლარი რეგიონული რაგბის კლუბისთვის

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.02.2017
რაგბის რეგიონული კლუბის ‘ტაოსთვის’, სამცხე–ჯავახეთის შვიდი მუნიციპალიტეტიდან, ექვსმა, ჯამში 205 000 ლარი გამოყო. გასული წლის მსგავსად, კლუბის დაფინანსებისგან ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა ამჯერადაც თავი შეიკავა.

205 000 ლარი რეგიონული რაგბის  კლუბისთვის

რეგიონის შვიდი მუნიციპალიტეტიდან, „ტაოსთვის“ ყველაზე მეტი ბორჯომის თვითმმართველობამ გამოყო, ყველაზე ნაკლები კი ნინოწმინდამ.

ქალაქი ახალციხე – 30 000 ლარი;
ახალციხის თემი – 30 000 ლარი;
ასპინძა – 47 000 ლარი;
ადიგენი – 28 000 ლარი;
ნინოწმინდა – 20 000 ლარი;
ბორჯომი – 50 000 ლარი;


ყველა მათგანმა თანხა წლის დასაწყისში გაწერა. ახალქალაქში კი ჯერ ახლა ფიქრობენ.

„ჯერ თანხა გათვალიწინებული არ გვაქვს, თუმცა, ვფიქრობთ, რომ გამოვყოთ“, – განაცხადა ახალქალაქის მუნციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჰამლეტ მოვსესიანმა.

მიუხედავად იმისა, რომ რაბის კლუბს მთელი რეგიონი ინახავს და მისი ჯამური დაფინანსება, 205 000 ლარს აღწევს, „ტაოს“ პრეზიდენტი ირაკლი გვენეტაძე ამბობს, რომ ეს თანხა კლუბის არსებობისთვის საკმარისი არ არის: „ალბათ დაგვჭირდება დაფინანსება. მოლაპარაკებები მიდის მუნიციპალუტეტებთან და თანახმა არიან თანხა დაგვიმატონ. თანხის ოდენობა თვის ბოლოს გაირკვევა“.

მისივე თქმით, „ტაო“ აქტიურად ვარჯიშობს და ემზადება საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად: „კლუბი მიიღებს მონაწილეობას საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგაში. შევქმენით ბავშვთა გუნდიც, რომელიც ასევე მიიღებს მონაწილეობას ჩემპიონატის „ბ“ ლიგაში“.

კლუბის წევრები აქტიურ ვარჯიშს ახალციხეში გადიან, თუმცა როგორც „ტაოს“ ადმინისტრაციაში განმარტეს, თამაშების წინ, ორი დღით ადრე, სპორტსმენები ასპინძის სარაგბო ბაზაზე ივარჯიშებენ: „ჩვენს მიერ გამოცხადებულ ტენდერში ასპინძის ბაზამ გაიმარჯვა“.
შეგახსენებთ, რომ კლუბი „ტაო“ გასული წლის მარტში ჩამოყალიბდა. ეს პირველი კლუბია, რომელიც მუნიციპალიტეტებისგან ფინანსდება.

205 000 ლარი რეგიონული რაგბის  კლუბისთვის


[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის  თვითმმართველობები ‘ტაოს’ დაფინანსებას უზრდიან
ბორჯომის მერიამ ‘ტაოს’ დაფინანსება გაუზარდა
სარაგბო კლუბი ‘ტაო’ პირველ ლიგაში პირველ თამაშს გამართავს
‘ტაო’ –  რაგბის პირველი გუნდი, მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით
30 000 ლარი ბორჯომელი ფეხბურთელების წასახალისებლად
„ტაო“ პირველ ლიგაში ასპარეზობისთვის ემზადება
რაგბის კლუბი  ‘ტაო’  პირველ ლიგაში მოსახვედრად იბრძოლებს