FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის თვითმმართველობები ‘ტაოს’ დაფინანსებას უზრდიან

მთავარისიახლე, ეკონომიკა 03.12.2018
სამცხე–ჯავახეთის სარაგბო კლუბ „ტაოს“ რეგიონის ექვსი მუნიციპალიტეტიდან ხუთმა მომავალი წლისთვის დაფინანსება გაუზარდა. 2019 წელს გუნდისთვის ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ჯამში 355 000 ლარი გაიწერება.

სამცხე–ჯავახეთის  თვითმმართველობები ‘ტაოს’ დაფინანსებას უზრდიან

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში რაგბის გუნდისთვის 90 000 ლარი განსაზღვრა.

„2018 წელს 70 000 ლარით ვაფინანსებდით, მომავალ წელს 90 000 ლარი იქნება. ხელშეწყობა სჭირდებათ. ბიჭებმა იმდენი გააკეთეს, რომ პირველ ლიგაში გადავიდნენ და ხომ არ მივატოვებთ?! პირველი ლიგაში ყოფნა ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად სახელმწიფოს ჩემპიონატის მონაწილე გუნდი ხარ. იმედი გვაქვს, რომ ა კლასად იქცევიან“, – ამბობს ახალციხის მერის მოადგილე გურამ მელიქიძე.

„ტაოს“ ადიგენის მუნიციპალიტეტმა 2018 წელს 40 000 ლარი გადაურიცხა, 2019 წლისთვის კი გუნდისთვის 65 000 ლარს დახარჯავს.
„ძალიან დიდი პროგრესი აქვთ, ამიტომ ვფიქრობ, რომ მეტად უნდა შევუწყოთ ხელი. თან რეგიონის მასშტაბით ამ გუნდში ყველაზე მეტი სპორტსმენი ადიგენიდან თამაშობს“, – ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე.

იგივე მოტივით გაზარდეს დაფინანსება ასპინძის, ნინოწმინდის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებმა.

ასპინძამ „ტაოს“ 2018 წელს 47 000 ლარი გამოუყო, 2019 წლისთვის კი 60 000 გაწერა. ნინოწმინდის მერიამ 2018 წელს 20 000 ლარი დაურიცხა, 2019 წელს კი 35 000 ლარს დაურიცხავს. ახალქალაქს 2018 წელს 40 000 ლარი ჰქონდა განსაზღვრული, 2019 წლისთვის კი 55 000 ლარი გაითვალისწინა.

რეგიონის ექვსი მუნიციპალიტეტიდან „ტაოს“ დაფინანსება მხოლოდ ბორჯომმა შეუმცირა. 2018 წელს კლუბი 75 000 ლარს იღებდა, 2019 წელს კი ბორჯომიდან 50 000 ლარი დაერიცხება.

მიმდინარე წელს „ტაომ“ მუნიციპალიტეტებიდან სულ 292 000 ლარი მიიღო.

სამცხე–ჯავახეთის სარაგბო კლუბ „ტაოს“ პრეზიდენტის ირაკლი გვენეტაძის განმარტებით აღნიშნული თანხის უმეტესი ნაწილი ხელფასებზეა გაწერილი. მისი თქმით, მომავალი წლიდან სპორტსმენების ხელფასები 300–დან 500–ლარამდე გაიზრდება. ამ დროისთვის მათი ხელფასების ოდენობა 200 ლარით განისაზღვრება.

„რაც ვიბრძოლეთ იმის ადეკვატური დაფინანსება არ გვქონდა. ჩვენ შედეგს ვაჩვენებთ და მერე ვითხოვთ თანხას. პირველი ლიგა პროფესიონალი ლიგაა და სხვა დაფინანსებაა საჭირო. მოთამაშეების რაოდენობა უნდა გავზარდოთ, რადგან ყველა გუნდი ძლიერია ვისაც ეთამაშები. თან ტურნირი, რომ დაამთავრო სრულყოფილად, მეტი ხელფასიანი მოთამაშე გვჭირდება. გარდა ამისა გვჭირდება ტრანსპორტის ხარჯები და ფორმების ყიდვა“, – ამბობს ირაკლი გვენეტაძე.

სამცხე–ჯავახეთის სარაგბო კლუბი„ტაო“ 2016 წლის ივნისში შეიქმნა.

„ორ წელიწადში პირველ ლიგაში ვართ, ეს დიდი შედეგია. მინდა გითხრათ, რომ დიდი ალბათობით შეიძლება მეოთხე ადილზე დავასრულოთ ეს წელიწადი სატურნირო ცხრილში, რაც თავისთავად ძალიან სერიოზული განაცხადია. ამსითვის კი შესაბამისი დაფინანსება გვჭირდება“, – აცხადებს გვენეტაძე.

შეგახსენებთ, რომ პირველ ლიგაში რვა გუნდი თამაშობს. გუნდმა „ტაომ“ შვიდი თამაში უკვე ითამაშა, აქედან სამი მოიგო და ოთხი წააგო. მეორე წრეში ამდენივე თამაშია ჩასატარებელი.

„დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალ თამაშებს მოვიგებთ, რადგან ერთი სიძლიერის გუნდები ვართ, მაგრამ ჩვენ ცოტა უკეთესები, შესაბამისად დამერწმუნეთ, რომ ჩემპიონატს მეოთხე ადგილზე დავასრულებთ“.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის მერიამ ‘ტაოს’ დაფინანსება გაუზარდა
სარაგბო კლუბი ‘ტაო’ პირველ ლიგაში პირველ თამაშს გამართავს
სარაგბო კლუბმა ‘ტაომ’ ქუთაისის ‘ბაგრატი’  დაამარცხა
'ტაომ' პირველი ლიგის პირველ თამაშში გამარჯვება მოიპოვა
„ტაო“ პირველ ლიგაში ასპარეზობისთვის ემზადება
'ტაომ' ჭიათურის გუნდს მოუგო
23 თებერვალს ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდება