FM97.5 / LIVE

მზადება განმეორებითი იმპიჩმენტისთვის ადიგენში

მთავარისიახლე, პოლიტიკა 08.02.2017
დღეს, 8 თებერვალს, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახლადარჩეული საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ლობჯანიძის გადასაყენებლად განცხადება შევიდა.

მზადება განმეორებითი იმპიჩმენტისთვის ადიგენში

იმპიჩმენტის წესით გადაყენებული და სასამართლოს ძალით დაბრუნებული ლევან ლობჯანიძე, საკრებულოში მუშაობას გუშინ, 7 თებერვალს შეუდგა. დღეს კი საკრებულოში მისი გადაყენების მოთხოვნით განცხადება შევიდა.

„განცხადება უკვე გამზადებული ჰქონდათ და შემოაგდეს. სამსახურში არცერთი დეპუტატი არ არის მოსული“,– განაცხადა ლევან ლობჯანიძემ.

მისივე თქმით, როდის ჩანიშნავს რიგგარეშე სხდომას, ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს: „არ ვიცი როდის ჩავატარებთ ხდომას, ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ“.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის წესით გადაყენებისთვის 10 დეპუტატის თანხმობაც საკმარისია. საკრებულოში სულ 30 დეპუტატია, განცხადებას კი ხელს 13 დეპუტატი აწერს.

„ისევ სამართლებრივად ვიბრძოლებ, როგორ შეიძლება, ერთი დღეა რაც დავინიშნე“, – აცხადებს ლევან ლობჯანიძე.

ლევან ლობჯანიძე ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან, პირველად, 2015 წლის 4 მარტს, იმპიჩმენტის წესით გადააყენებს, –17 ხმით 10–ის წინააღმდეგ. ლობჯანიძემ გადაყენება უკანონოდ მიიჩნია, სასამართლოს გზით იბრძოლა და სამივე ინსტანცია მოიგო.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საკრებულო ვალდებული იყო ყოფილი თავმჯდომარე პოზიციაზე აღედგინა და მისთვის 23 თვის იძულებით განაცდური აენაზღაურებინა, რაც 60, 950 ლარს შეადგენს.

საკრებულომ ლობჯანიძე პოზიციაზე გუშინ, 7 თებერვლის სხდომაზე აღადგინა.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის საკრებულო ლევან ლობჯანიძის იმპიჩმენტის წესით გადაყენებაზე 15 თებერვალს იმსჯელებს
ადიგენში სხდომა, რომელზეც ლობჯანიძის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ, ხმაურით მიმდინარეობს
ლევან ლობჯანიძის იმპიჩმენტი არ შედგა – მომხრეებს ერთი ხმა დააკლდათ
დღეს ადიგენის საკრებულო ლევან ლობჯანიძის იმპიჩმენტზე იმსჯელებს
ადიგენში იმპიჩმენტის წესით გადაყენებული თავმჯდომარის დაბრუნების საკითხს განიხილავენ
დაბრუნება იმპიჩმენტიდან 2 წლის შემდეგ და კვლავ იმპიჩმენტის მოლოდინი [Video]
ადიგენში იმპიჩმენტის წესით გადაყენებული საკრებულოს თავმჯდომარე ბრუნდება