FM97.5 / LIVE

დაბრუნება იმპიჩმენტიდან 2 წლის შემდეგ და კვლავ იმპიჩმენტის მოლოდინი [Video]

მთავარისიახლე, SK TV 07.02.2017
ადიგენის საკრებულოში ლევან ლობჯანიძის თავმჯდომარედ დაბრუნებასთან ერთად, დეპუტატები მის ხელმეორედ გადაყენებაზე ალაპარაკდნენ; გაურკვევლად დასრულებული სხდომა და დეპუტატები ზეწოლაზე.




ადიგენის საკრებულომ იმპიჩმენტის წესით გადაყენებული თავმჯდომარის, ლევან ლობჯანიძის, დაბრუნების საკითხი ცნობად მიიღო. ამ განცხადებისთანავე, საკრებულოს თავმჯდომარემ მოადგილემ და უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა სხდომათა დარბაზი ისე დატოვეს, რომ არც ლობჯანიძეს მიეცა რაიმეს თქმის საშუალება და ვერც საკრებულოს სხვა წევრებმა მოასწრეს კითხვების დასმა.

დაბრუნება იმპიჩმენტიდან 2 წლის შემდეგ და კვლავ იმპიჩმენტის მოლოდინი [Video]
საკრებულოს სხდომა ადიგენში. 7 თებერვალი, 2017წ.

ამ დრომდე უცნობი რჩება, როდის შეუდგება ლობჯანიძე მოვალეობის შესრულებას და როდის მიიღებს იძულებით განაცდურს – 60 950 ლარს. ამ ეტაპზე ასევე ღიად რჩება საკითხი, დარჩება ლობჯანიძე ამ პოზიციაზე თუ ისევ იმპიჩმენტს მოუწყობენ. ლობჯანიძე ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში კვლავ სასამართლოს მიმართავს.

შეგახსენებთ, რომ ლევან ლობჯანიძე 2015 წლის 4 მარტს, საკრებულოს სხდომაზე, 17 ხმით 10–ის წინააღმდეგ, დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით თანამდებობიდან გადააყენეს. ლობჯანიძე ადგილობრივ თვითმმართველობას უკანონოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებდა. მან საქმე სამივე ინსტანციაში მოიგო. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, საკრებულო ვალდებულია. ყოფილი თავმჯდომარე პოზიციაზე აღადგინოს და 23 თვის იძულებით განაცდური აუნაზღაუროს., რაც 60, 950 ლარს შეადგენს.

დაბრუნება იმპიჩმენტიდან 2 წლის შემდეგ და კვლავ იმპიჩმენტის მოლოდინი [Video]
ლევან ლობჯანიძე

[თამუნა უჩიძე, ოთარ აწყურელი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის საკრებულომ იმპიჩმენტის წესით გადაყენებული თავმჯდომარის დაბრუნების საკითხი ცნობად მიიღო
ადიგენში იმპიჩმენტის წესით გადაყენებული თავმჯდომარის დაბრუნების საკითხს განიხილავენ
ადიგენის საკრებულო ლევან ლობჯანიძის იმპიჩმენტის წესით გადაყენებაზე 15 თებერვალს იმსჯელებს
ლევან ლობჯანიძის იმპიჩმენტი არ შედგა – მომხრეებს ერთი ხმა დააკლდათ
ადიგენში იმპიჩმენტის წესით გადაყენებული საკრებულოს თავმჯდომარე ბრუნდება
ადიგენში სხდომა, რომელზეც ლობჯანიძის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ, ხმაურით მიმდინარეობს
მზადება განმეორებითი იმპიჩმენტისთვის ადიგენში