FM97.5 / LIVE

როგორ ანგარიშდება ელექტროენერგიის გადასახადი

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 13.02.2017
ახალციხეში მცხოვრებლები ჩივიან, რომ იანვარში, ელექტროენერგიაზე გაზრდილი გადასახადი მიუვიდათ და ფიქრობენ, რომ ტარიფმა მოიმატა. ენერგოკომპანიაში კი მომატებულ გადასახადს რამდენიმე მიზეზითა და განსხვავებული დაანგარიშების არსებობით ხსნიან.

როგორ ანგარიშდება ელექტროენერგიის გადასახადი

ამალია ბაბაიანმა დენის გადასახადი 18 თებერვლამდე უნდა დაფაროს, ისევე, როგორც „ენერგო–პრო ჯორჯიას“ სხვა აბონენტებმა, – ამ დღეს იწურება დავალიანების დაფარვის ვადა. ამალია ამბობს, რომ იანვარში იმაზე გაცილებით მეტს იხდის, ვიდრე წინა თვეებში იხდიდა და ამის სავარაუდო მიზეზებზეც საუბრობს, თუმცა, კითხვები მაინც უჩნდება.

„ვფიქრობ, რომ ახალი წელი იყო, ცოტა დაემატებოდა თანხა, მაგრამ ამდენი?! 40–50 ლარია დამატებული. პირველად მომივიდა ამხელა გადასახადი“, – ამბობს ამალია.

ორმაგ გადასახადზე საუბრობს მაგული სადათიერაშვილიც. მისი თქმით, წლების განმავლობაში პირველად, ყველაზე მაღალი გადასახადი მიუვიდა: „წინა თვეში თუ 17 ლარს ვიხდიდი, ახლა 53 ლარი მომივიდა. ვიანგარიშე და თითქმის 22 თეთრზე ავიდა ერთი კილოვატის ფასი. ამ პერიოდიში ამდენი დენი არ დამიწვია, ალბათ მოიმატა ფასმა“.

ფასის მომატების ეჭვი აქვს ამალიასაც: „შარშან ამ დროს უფრო ნაკლები იყო. ვფიქრობთ, ვიკითხოთ კომპანიაში, რა ხდება“.

„ენერგო – პრო ჯორჯიას“ აბონენტებს, დენის გადასახადზე პრეტენზია 31 იანვრის, ანუ, მას შემდეგ გაუჩნდათ, როდესაც ინკასატორებმა ქვითრები მიუტანეს. ნაწილი ფიქრობს, რომ ტარიფი გაიზარდა, ნაწილი ამ ფაქტს მრიცხველიდან ჩვენების ადრე აღებასა და ახალ წელს უკავშირებს, თუმცა, კითხვებს ის ფაქტი უჩენთ, რომ ასეთი სხვაობა გასული წლების იანვრის თვეებში არ იყო.

ამ პრობლემების გამო, ბოლო დღეებში, „ენერგო–პრო ჯორჯიას“ ცხელ ხაზზე და ადგილობრივ სერვის–ცენტრში, არაერთი განცხადება შევიდა. კომპანიის თანამშრომლებს კი ყველა შემთხვევის ინდივიდუალური სესწავლა უწევთ.

„ენერგო პრო– ჯორჯიას“ სამხრეთ საქართველოს სერვის–ცენტრში განმარტავენ, რომ იანვრის თვეში, ზოგადად, ყველა თვეებთან შედარებით დენის მოხმარება იზრდება და ამას რამდენიმე არგუმენტით ხსნიან.

„დასვენების დღეები მეტი იყო. მეტი საქმე ჰქონდათ ადამიანებს, მეტ ელეტროენერგიას ხარჯავდნენ და შესაბამისად, დანახარჯი მეტი გამოვიდა“, – განმარტავენ სერვის–ცენტრში და ამატებენ, რომ ტარიფი არ შეცვლილა.

კომპანიის განმარტებით, „ენერგო პრო–ჯორჯიას“ აბონენტებისათვის დავალიანება სამი საფეხურის შესაბამისად განისაზღვრება. ტარიფის სხვადასხვაგვარად დაანგარიშებამ კი შესაძლოა, მოსახლეობაში დაბნეულობა გამოიწვია.

2017 წლისათვის ელექტოენერგიის ტარიფი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) 2016 წლის 26 დეკემბერს დაამტკიცა. მიღებული #33–ე დადგენილების მიხედვით, ტარიფების შემდეგნაირად განისაზღვრა:

(1 კილოვატის ღირებულება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის, დღგ–ს ჩათვლით)

1. 0–101 კილოვატ/ საათის ჩათვლით – 12.95 თეთრი;
2. 101–301 კილოვატ/საათის ჩათვლით – 16.93 თეთრი;
3. 301 კილოვატ/საათიდან ზევით– 21.45 თეთრ
ი;

შესაბამისად, კომპანიის განმარტებით, თუ გასული თვებისგან განსხვავებით, იანვარში, აბონენტმა 301 კილოვატზე მეტი ელექტო ენერგია მოიხმარა, მისი გადასახადი მესამე საფეხურის მიხედვით, ანუ, 21.45 თეთრით დაანგარიშდებოდა.

მიუხედავად ამისა, „ენერგო–პრო ჯორჯიაში“ ამბობენ, რომ თუ აბონენტს კითხვები მაინც დარჩება, და თუ ფიქრობს, რომ გადასახადი მაინც იმაზე მეტია, ვიდრე ამ დაანგარიშებით უნდა ყოფილიყო, კომპანიას მიმართონ.

„უნდა მოგვმართონ პიარს, ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს განცხადებით და განვიხილავთ მას ინდივიდულაურად. თუ უფრო მეტი თანხაა დარიცხული, ვიდრე მოხმარებულია, აუცილებლად დაკორექტირდება“, – განმარტავს სემეკი–ს საზოგადიებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ქეთევან ბერიკაშვილი.

კიდევ ერთი მიზეზი, რასაც ადგილობრივები დავალიანების ზრდას უკავშირებენ, მრიცხველებიდან ჩვენების აღების დღეა. აბონენტები ამბობენ, რომ 31 დეკემბრის ნაცვლად, ინკასატორმა ჩვენება 26 დეკემბერს აიღო, ამიტომ იანვრის გადასახადს დეკემბრის ხუთი დღის დავალიანებაც დაემატა.

„მომივიდა დავალიანება ბევრი, მაგრამ 26 დეკემბერს აიღეს ჩვენება და დანარჩენი დღეებიც ხომ უნდა დაემატოს ამ გადასახადს. ამიტომ 30 ლარი მომდიოდა ადრე და ახლა 50 ლარი გადავიხადე“, – გვეუბნება ერთ–ერთი აბონენტი.

ადგილობრივების ამ არგუმენტს „ენერგო პრო–ჯორჯიაში“ არასწორს უწოდებენ. მათი განმარტებით, თანხის დაანგარიშება 30 კალენდარული დღით განისაზღვრება.

„ერთი კვირით ადრე რომ აგვეღო ჩვენება და ისე გვეანგარიშა, გამოდისც რომ 35 დღეზე გვიანგარიშია. თან კილოვატ საათები ბევრი გამოვიდოდა და მესამე საფეხურით დაანგარიშდებოდა თანხა, ალბათ, ამას გულისხმობენ მაცხოვრებლები. მაგრამ ეს შეუძლებელია. ჩვენების 3–4 დღით ადრე აღება რომც მოხდეს, საშუალო ტარიფი მაინც 30 დღეზე ანგარიშდება“, – ამბობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ავთანდილ დვალიშვილი.

ისევე როგორც სემეკ–ში, “ენერგო-პრო ჯორჯიაშიც” აცხადებენ, რომ პრეტენზიების ან ეჭვის შემთხვევაში აბონენტებმა კომპანიას აუცილებლად უნდა მიმართონ. მცხოვრებლებს შეუძლიათ პრობლემის შესახებ კომპანიის ცენტრალურ ოფისს ან რაიონული ცენტრს შეატყობინონ, ასევე დარეკონ ცხელ ხაზზე ან პრეტენზია კომპანიის სოციალურ გვერდზე დაწერონ.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში დენის გაორმაგებულ გადასახადს უჩივიან
ახალციხეში დენის გაორმაგებულ გადასახადებს უჩივიან
'ძალიან არ მინდა შევარდნაძის დრო დაბრუნდეს' – ბორჯომელები დენის ტარიფის გაძვირებაზე [Video]

ვის გადაუხდის სახელმწიფო სამი თვის კომუნალურებს
მაღალმთიან სოფლებში ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათით  ყველა ვერ სარგებლობს
‘დროულად დაფარეთ დავალიანება’ - ენერგო-პრო ჯორჯია
ვალიდან "ენერგო–პრო–ჯორჯიას" ზარალის ანაზღაურების მიზნით მიმართეს