FM97.5 / LIVE

მაღალმთიან სოფლებში ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათით ყველა ვერ სარგებლობს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 03.03.2017
არაინფორმირებული ადგილობრივები თუ სხვადასხვა უწყების შეუთანხმებელი მუშაობა. ბაზების არარსებობის გამო სამცხე–ჯავახეთის მაღალმთიან სოფლებში ელეტქროენერგიის გადასახადზე შეღავათებით ვერ სარგებლობენ.

მაღალმთიან სოფლებში ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათით  ყველა ვერ სარგებლობს
ნინო ზაზაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში ცხოვრობს. სოფელს მაღალმთიანი სტატუსი აქვს, თუმცა ორი თვის წინ ამოქმედებული შეღავათი დენის ტარიფთან დაკავშირებით მის ოჯახზე არ ასახულა.

„რა განახევრდა, შეზღუდულად ვხმარობ, მიუხედავად ამისა, იანვარში უფრო მეტი გადასახადი მომივიდა. 10–12 ლარს ვიხდიდი ხოლმე, ახლა 20 ლარი გადავიხადეთ“, – ამბობს ნინო ზაზაშვილი.

ზაზაშვილების მსგავსად, „მთის კანონის“ შეღავათით არ უსარგებლია არალში მცხოვრებ ლავრენტი ჩილინგარაშვილსაც: „არც კი ვიცი თუ შეღავათი გვეკუთვნოდა. 10 ლარი წინა თვეში მოგვივიდა გადასახადი, ახლა – 8. ვერ გეტყვით ვისარგებლეთ თუ არა „მთის კანონის“ შეღავათით“.

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათი ორი თვის წინ ამოქმედდა. აბონენტს ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50% აუნაზღაურდება, მაგრამ არაუმეტეს მოხმარებული 100 კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურისა.

ელექტროენერგიის სუბსიდიას „ენერგო–პრო ჯორჯიას“ სოციალური მომსახურების სააგენტო ურიცხავს. თუმცა, თანხა მას შემდეგ ირიცხება, რაც „ენერგო–პრო ჯორჯია“ სააგენტოს იმ აბონენტების სიას წარუდგენს, რომლებსაც „მთის კანონის“ ფარგლებში შეღავათი ეკუთვნით.

თუმცა აღმოჩნდა, რომ „ენერგო–პრო ჯორჯიას“ აბონენტების პირადი ნომრების სრული ბაზა არ აქვს, სოციალური მომსახურების სააგენტო კი მის გარეშე თანხას ვერ რიცხავს.

„იმ აბონენტებს, ვისი პირადი ნომერიც ვიცით და ნამდვილად დადასტურებულია, რომ მთაში მცხოვრების სტატუსი აქვს, იანვარსა და თებერვალში სუბსიდია დაერიცხა. ყველა ვისაც ეკუთვნის ეს შეღავათი, ამ დრომდე იმიტომ ვერ ღებულობს, რომ „ენერგო–პრო ჯორჯიას“ აბონენტებზე პირადი ნომერი მიწერილი არ აქვს, ჩვენ კი ამის მიხედვით ვამოწმებთ საჯარო რეესტრში და შემდეგ ვრიცხავთ თანხას“, – განაცხადა სოციალური მომსახურების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ტატა გამყრელიძემ.

„ენერგო–პრო ჯორჯიაში“ კი აცხადებენ, რომ მათ აბონენტების პირადი ნომრების ბაზა არ აქვთ, რადგან ეს ამ დრომდე საჭირო არ იყო: „ჩვენ გვაქვს ქვითარი, აბონენტის ნომერი, სახელი და გვარი. ამიტომ ის რაც ხდება, ჩვენი ბრალი არ არის. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართეთ“.
„სამხრეთის კარიბჭეს“ კითხვაზე რამდენმა აბონენტმა ისარგებლა სამცხე–ჯავახეთში „მთის კანონით“ გათვალიწინებული შეღავათებით, ასე გვპასუხობენ:“ ჯამში მილიონზე მეტი აბონენტი გვყავს და ცალკე რეგიონის მონაცემებს ვერ გეტყვით, თუმცა პროცენტულად ნაკლებია“.

პრობლემა, რომ რეალურად არსებობს და ბიუროკრატიული პროცედურების გამო საბოლოოდ მოსახლეობა ზარალდება, ამაზე რეგიონული განვითარების სამინისტროში საუბრობენ.

„პრობლემა არსებობს, რეალურად მეტნაკლებად ყველა სახელმწიფო უწყებაა დამნაშავე. ამავე დროს მოსახლეობაც. ზოგს გარდაცვლილ ბაბუის სახელზე აქვს ქვითარი ისევ. ამას განახლება სჭირდება, მაგრამ მთავარი პასუხისმგებელი მაინც არის „ენერგო– პრო ჯორჯია, რომელსაც არ გააჩნია განახლებული სია. ხდება ახლა ის რაც ხშირად ხდება, ხელისგაშვერა ერთმანეთისკენ“, – ამბობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინსტროს პრესამსახურის უფროსი ჯონი კალანდაძე.

მისივე თქმით,სახელმწიფო უწყებები, რეგიონული განვითარების სამინისტრო და სოციალური მომსახურების სააგენტო მუდმივად მუშაობენ „ენერგო–პრო ჯორჯიასთან“ ერთად, რომ პრობლემა მოგვარდეს, თუმცა: „ამ ეტაპზე მოუგვარებელია. ასევე პრობლემას ქმნის ისიც, რომ დღემდე არ მომხდარა ნაწილი სოფლების ინდივიდუალური გამრიცხველიანება“.

სოციალური მომსახურების სააგენტო გამოსავალს ისევ მოსახლეობის აქტიურობაში ხედავს: “აბონენტებმა „ენერგო –პრო ჯორჯიაში“ უნდა მიიტანონ თავისი პირადი ნომრები, ეს აუცილებელია, რათა შეღავათით ისარგებლონ“.

ვიდრე პრობლემა არ მოგვრდება და „ენერგო–პრო ჯორჯიას“ აბონენტების პირადი ნომრების სრული ბაზა არ ექნება,მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს „მთის კანონით“ გათვილიწინებული შეღავათით სარგებლობის საშუალება არ ექნება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფრომაციით ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სუბსიდირებით “მთის კანონის“ ფარგლებში 54 000 ოჯახი სარგებლობს. თუმცა რამდენია მათ შორის სამცხე–ჯავახეთიდან „ენერგო–პრო ჯორჯიაში“ ვერ გვიკონკრეტებენ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„ენერგო–პრო–ჯორჯია“ მაღალმთიან დასახლებებში სუბსიდირების საკითხს ეხმაურება
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
‘დროულად დაფარეთ დავალიანება’ - ენერგო-პრო ჯორჯია
ახალციხეს დენის მიწოდება აღუდგა
'ენერგო-პრო ჯორჯიას' ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
ახალციხეში დენის გაორმაგებულ გადასახადს უჩივიან
მაღალმთიან დასახლებაში ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათები ამოქმედდა