FM97.5 / LIVE

ახალციხეში დენის გაორმაგებულ გადასახადს უჩივიან

მთავარისიახლე, ეკონომიკა 03.02.2017
ახალციხეში, „ენერო–პრო–ჯორიჯიას“ აბონენტებს ელექტროენერგიის გაორმაგებული გადასახადი მიუვიდათ.

ახალციხეში დენის გაორმაგებულ გადასახადს უჩივიან
ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები იორ აკოფიანს, მიმდინარე თვეში ელექტროენერგიის გადასახადი 122 ლარი მიუვიდა. ამბობს, რომ 45 ლარზე მეტი გადასახადი არასდროს მოსვლია, სხვაობა ძალიან დიდია და ამიტომ გადახდას არ აპირებს. ფიქრობს, რომ შესაძლოა მიზეზი მრიცხველის გაუმართაობა იყოს, ამიტომ „ენერგო–პრო–ჯორიჯას“ რეგიონულ ოფისს უკვე მიაკითხა.

„ჩასული ვიყავი. არ გადავიხდი მე ამ თანხას, რაც უნდა ის გააკეთონ. მითხრეს, რომ ამოვალთ და ხელხლა გადავამოწმებთ მრიცხველსო. ორშაბათს ველოდები, ეს რა ამბავია!“-ამბობს იორ აკოფიანი.

აკოფიანის მსგავსად, იანვარში ელექტროენერგიის მაღალი გადასახადი მიუვიდა ახალციხეში მცხოვრებ ანასტასია ელიზბარიანსაც: „ახალი წლის პერიოდებში 15 დღე სახლი მქონდა გამოკეტილი, რაში უნდა დამეხარჯა გაორმაგებული გადასახდი რომ მოვიდა? 30 ლარს ვიხდიდი, ახლა 60 ლარია. მთელი ჩემი პენსია ამაში მიდის“.

გაორმაგებული გადსახადი მიიღო ვენერა ივანიძემაც. როგორც თავად ამბობს ამის გამო „ენერგო-პრო-ჯორჯიასაც“ მიმართა, თუმცა უშედეგოდ: „33 ლარს ვიხდი ყოველ თვეში და ახალა ქვითარი მივიღე 64 ლარია. არც არაფერს ვწვავ განსაკუთრებულს. ახალწელსაც კი არ გამომიყენებია დენი ნორმალურად, ეს რა უბედურებაა, რატომ გვატყუებენ?!“

„ენერგო–პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ იანვრიდან ტარიფი არ გაზრდილა. გაზრდილ გადასახადს კი ახალი წლით ხსნიან.

„ახალ წელს უფრო მეტ ელექტრო ენერგიას მოიხმარენ. ყოველ იანვარს ასეა. ამას ვერ საზღვრავენ და მისული გადასახადის ოდენობა ამიტომ უკვირთ“, – გვითხრეს „ენერგო–პრო – ჯორჯიას“ სამხრეთ საქართველოს ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

კომპანიაში იმ აბონენტებს, ვისაც მეტი გადასახადი მიუვიდათ ურჩევნენ, რომ „ენერგო პრო ჯორჯიას“ ცხელ ხაზზე დარეკონ, ან ადგილობრივ სერვის ცენტრს მიმართონ.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში დენის გაორმაგებულ გადასახადებს უჩივიან
როგორ ანგარიშდება ელექტროენერგიის გადასახადი
5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'
მაღალმთიან სოფლებში ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათით  ყველა ვერ სარგებლობს
‘დროულად დაფარეთ დავალიანება’ - ენერგო-პრო ჯორჯია

ახალციხეს დენის მიწოდება აღუდგა