FM97.5 / LIVE

ახალციხეში დენის გაორმაგებულ გადასახადებს უჩივიან

მთავარიეკონომიკა 11.02.2014
ახალციხის მცხოვრებთა ნაწილი, ელექტროენერგიის გაზრდილ გადასახადს უჩივის. აბონენტები ამბობენ, რომ დეკემბერსა და იანვრის თვეში გადასახადის ოდენობა გაორმაგდა.

ახალციხეში დენის გაორმაგებულ გადასახადებს უჩივიან
ვალეში მცხოვრებ ჯაბა ნათენაძეს ელექტროენერგიის გადასახადი დეკემბრის თვეში 65 ლარი მიუვიდა, იანვარში კი - 73. ამბობს, რომ ელექტროენეგრიას იგივე რაოდენობით მოიხმარს, როგორც გასულ თვეებში. გადასახადის ოდენობა კი 35 ლარზე მეტი არასოდეს ყოფილა.

„ვუჩივით დენის გაორმაგებულ გადასახადებს. წინა თვებთან შედარებით აშკარა მატებაა, არაფერი შეცვლილა, როგორც მოვიხმარდი წინა თვეებში, ახლაც ისევ ისე მოვიხმართ, გვაინტერესებს რა ხდება, რამ გამოიწივა ასეთი მკვეთრი ცვლა ტარიფის თუ გადასახადის, გვაინტერესებს კონკრეტული პასუხები“, - ამბობს ჯაბა ნათენაძე.

ნათენაძის მსგავსად, წინა თვეებთან შედრებით მეტ გადასახადი მიუვიდა, ახალციხეში, თაყაიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ ქეთევან ბარამიძესაც: „ბუნებრივი აირი გვაქვს და ელექტროენერგიას დიდი დატვირთვით არ მოვიხმართ. ყოველთვიურად გადასახადს 30 ლარის ფარგლებში ვიხდიდით, იანვრის თვეში კი 54 ლარი მოგვივიდა. ორი დღის განმავლობაში მქონდა ჩართული პლიტა, სულ რამდენიმე საათი და ამხელა განსახვავება თანხაში არ უნდა ყოფილიყო. არ ვიცი რისი ბრალია, აუცილებლად უნდა მივმართოთ ყველამ, ასე არ შეიძლება“, - ამბობს იგი.

ახალციხეში დენის გაორმაგებულ გადასახადებს უჩივიან„ენერგო-პრო ჯორჯიას“ სამხრეთ საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის გიორგი ბალახაშვილის განმარტებით, ბოლო ბერიოდში ელექტროენერგიის ტარიფები არ შეცვლილა. მოსახლეობა ზამთრის პერიოდში შედარებით მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, გადასახადებიც ამიტომ არის გაზრდილი.

„ნათენაძეს იანვრის თვეში მოხმარებული აქვს 418 კილოვატი, შესაბამისად, ეს გადამრავლდა მესამე საფეხურის ტარიფზე და მიუვიდა 73 ლარი და 15 თეთრი. ქეთევან ბარამიძეს მოხმარებული აქვს 322 კილოვატი და ამ აბობენტს გამოუვიდა 56.54 ლარი“, - გვიხსნის გიორგი ბალახაშვილი და აქვე ამატებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ აბობენტს მრიცხველის სისწორეში ეჭვი შეეპარება, შეუძლია სერვისცენტრს განცხადებით მიმართოს: „გამოიყოფა ლაბორატორია, ჩამოვლენ ფილიალიდან, რადგან სერვისცენტრს არ აქვს, დაისწრებენ აბობენტს და მის თვალწინ შემოწმდება. იმ შემთხვევაში თუ არ უნდა ადგილზე შემოწმება და მოითხოვს საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტოს მიერ შემოწმებას, აბობენტის თვალწინ დალუქავენ მრიცხველს და გადასცემენ რომ წაიღოს შესამოწმებლად. ოღონდ ამ შემთხვევაში შემოწმების ხარჯები აბონენტმა თავად უნდა გაიღოს“.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ სამხრეთ საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ დენის ტერიფები სამ საფეხურად იყოფა: პირველ საფეხურზე - 101 კილოვატის ჩათვლით აბონენტი 1კვტ-ზე 9.0034 თეთრს იხდის; მეორე საფეხურზე 101 კვტ-დან 301 კვტ-ს ჩათვლით 12.98 თეთრს; მესამე საფეხურზე 301 კვტ-ის ზემოთ კი 17.50 თეთრს.
ორგანიზაციებზე კი ტარიფი საფეხურებად არ იყოფა და რამდენი კვტ-იც არ უნდა მოიხმაროს 1 კვტ. 16.0008 თეთრია.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში დენის გაორმაგებულ გადასახადს უჩივიან
როგორ ანგარიშდება ელექტროენერგიის გადასახადი
ვის გადაუხდის სახელმწიფო სამი თვის კომუნალურებს
ხვალ ახალციხის რამდენიმე ქუჩას დენის მიწოდება შეეზღუდება
ახალციხეში დენის სვეტს ხანძარი გაუჩნდა
'ძალიან არ მინდა შევარდნაძის დრო დაბრუნდეს' – ბორჯომელები დენის ტარიფის გაძვირებაზე [Video]

ახალციხეში დენის გარეშე ერთი სოფელი დარჩა