FM97.5 / LIVE

ენმ–მ მესხეთში კანდიდატები შეარჩია

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები, საზოგადოება 12.08.2017
ენმ–ს მერობის კანდიდატები მესხეთში ცნობილია. ვინ იბრძოლებს პარტიის სახელით ჯავახეთში ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

ენმ–მ მესხეთში კანდიდატები შეარჩია
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ადიგენში, ბორჯომსა და ასპინძაში 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატები შეარჩია.

პარტიის სახელით ბორჯომში ვალერი გრიგალაშვილი იბრძოლებს. გრიგალაშვილი წლების განმავლობაში პროკურატურაში პროკურორად მუშაობდა. ბოლოს იგი საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა.

ადიგენში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი რატი ტატალაშვილი იქნება. იგი ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ქრისტიან კონსერვატორების“ თავმჯდომარეა. მანამდე მას ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის პოზიცია ეკავა.

ასპინძაში „ნაციონალური მოძრაობიდან“ მერობისთვის ხმების მოპოვებას მალხაზ მოსიძე ეცდება. იგი ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეა. დეპუტატობამდე მოსიძე გამგეობაში სხვადასხვა დროს სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა.

რაც შეეხება ახალციხეს, აქ მერობის კანდიდარი ირაკლი ბარძიმაძეა. იგი წლების განმავლობაში ისევე როგორც გრიგალაშვილი, პროკურატურაში პროკურორი იყო, ამჟამად კი საადვოკატო საქმიანობითაა დაკავებული.

პარტია კანდიდატებს, ხვალ 13 აგვისტოს ახალციხეში წარადგენს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძასა და ადიგენში ენმ–ს  ორგანიზაციების ხელმძღვანელები დაინიშნენ
ვინ არიან „ოცნების“ მერობის კანდიდატები სამცხე–ჯავახეთში
„ევროპულმა საქართველომ“ ბორჯომში მერობის კანდიდატი წარადგინა
პოლიციელები, პროკურორები, გამგებლები – სამცხე-ჯავახეთს კონკურენტული არჩევნები ელის
‘ნაციონალურმა მოძრაობამ’ ახალციხის მერობის კანდიდატი წარადგინა
მალხაზ მოსიძე:  'ვფიქრობ, რომ ასპინძელები დამიჭერენ მხარს'
„ევროპული საქართველოს“ ახალციხის მერობის კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილია