FM97.5 / LIVE

ახალციხის თემის საკრებულოში ფრაქცია ‘ნაციონალების’ ხელმძღვანელი შეიცვალა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 29.09.2017
ახალციხის თემის საკრებულოში, ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ თავმჯდომარე შეეცვალა, რადგან, ყოფილმა თავმჯდომარემ პარტია შეიცვალა და „ევროპულ საქართველოში“ გადავიდა.

ახალციხის თემის საკრებულოში ფრაქცია ‘ნაციონალების’ ხელმძღვანელი შეიცვალა

ფრაქციის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა, ტარიელ ტაბატაძემ, ახალციხის თემის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას ფრაქციის დატოვების მოთხოვნით 5 სექტემბერს მიმართა.

„ფრაქციას 4 თვის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი, მივიღე გადაწყვეტილება, პარტიაც დავტოვე და ფრაქციაც“, – განაცხადა საკრებულოს სხდომაზე ტარიელ ტაბატაძემ.

დღეიდან აღნიშნულ ფრაქციას კობა სანდროშვილი უხელმძღვანელებს. აღნიშნული ინფორმაცია საკრებულოს დეპუტატებმა დღეს, 29 სექტემბერს, საკრებულოს სხდომაზე, ცნობად მიიღეს.

„იცით, რომ ტარიელი „ევროპულ საქართველოში“ გადავიდა, ეს გადაწყვეტილება გახდა საფუძველი, რომ დატოვებინა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“. ტარიელი ანდრიაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს „ევროპული საქართველოდან“, – განაცხადა კობა სანდროშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 10 მარტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორად გაყოფის შემდეგ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციები „საქართველოს ქრისტიან კონსერვატიული პარტია“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალა. დეპუტატებმა, რომლებიც აღნიშნულ ფრაქციებში იყვნენ, ორ ახალშექმნილ ფრაქციაში გადანაწილდნენ, ესენია: „მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველო“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

„მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევრპულ საქართველოს“ ირინა გელაშვილი ხელმძღვანელობს, რომლის წევრები არიან: მარინა სუდაძე, კახაბერ მოდებაძე და რობერტ მურადიანი.

რაც შეეხება ფრაქცია„ნაციონალურ მოძრაობას“, მას 5 სექტემბრამდე ტარიელ ტაბატაძე ხელმძღვანელობდა . ფრაქცია ამირან ბუხრიკიძეს, გიორგი ბლიაძესა და კობა სანდროშვილს აერთიანებდა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის თემის საკრებულოში ორი ახალი ფრაქცია შეიქმნა
ახალციხის თემში „ნაციონალების“ ფრაქციას სხვა შემადგენლობით არეგისტრირებენ
სახელშეცვლილი ფრაქცია ახალციხის საკრებულოში
ახალციხის საკრებულოში „ევროპული საქართველოს“ ფრაქცია გაუქმდა
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ექვსი ფრაქცია შეიქმნება
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 5 კომისია და ერთი ფრაქცია შეიქმნა
ახალციხის თემის საკრებულოში ახალი ფრაქცია 'ერთობა' შეიქმნა