FM97.5 / LIVE

ფრაქციები საკრებულოებში – ვინ მიდის და ვინ რჩება „ნაციონალებთან“

მთავარისიახლე, პოლიტიკა 31.01.2017
მესხეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში "ნაციონალების" ფრაქციების ნაწილი სახელს იცვლის, ნაწილი კი სავარაუდოდ იშლება;

ფრაქციები საკრებულოებში – ვინ მიდის და ვინ რჩება „ნაციონალებთან“

ქალაქ ახალციხის, ასევე ახალციხის თემის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს სხვადასხვა პოზიციები აქვთ. მათი ნაწილი პარტიაში რჩება, ნაწილი კი ახალ პარტიას უერთდება, შესაბამისად ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ფრაქციების სახელები იცვლება.

საკრებულოებში გარდა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობისა“, ასევე შექმნილია ფრაქცია „ქრისტიან–კონსერვატორები“. მათ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბლოკი შექმნეს. შესაბამისად ორივე ფრაქციაში წარმოდგენილი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ორივე ფრაქციაა წარმოდგენილი. „ქრისტიან კონსერვატორებში“ სამი კაცია და მისი თავმჯდომარე რატი ტატალაშვილია. ასევე, სამი დეპუტატია „ნაციონალური მძრაობის“ ფრაქციაშიც.

როგორც ტატალაშვილი „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს იგი „ნაციონალურ მოძრაობაში“ რჩება. მისივე თქმით, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე მისი ფრაქცია „ქრისტიან–კონსერვატორები“ უცვლელი შემადგენლობით დარჩება.

რაც შეეხება ადიგენში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას, შესაძლოა დაიშალოს რადგან ფრაქცია მხოლოდ სამი კაცისგან შედგება და ერთის გამოკლების შემთხვევაშიც დაიშლება.მისი ერთ–ერთი წევრი დავით ოგანეზიანი კი აცხადებს, რომ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

ოგანეზიანისგან განსხვავებით, გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს ამავე ფრაქციის წევრს ემზარ ენდელაძეს და ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს და ახალ პარტიაში გადადის. მისი თქმით, თუ ფრაქციის სამივე წევრი „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდება, მაშინ ფრაქცია იგივე შემადგენლობით დარჩება და მხოლოდ სახელი შეეცვლება. თუმცა, ოგანეზიანის მსგავსად ის თუ რა გადაწყვეტიელბას მიიღებს მესამე წევრი, თემურ ფეიქრიშვილი უცნობია. მასთან დაკავშირება „სამხრეთის კარიბჭემ“ ვერ შეძლო.

ორი ფრაქციაა წარმოდგენილი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც. „ქრისტიან–კონსერვატიულ“ ფრაქციას ირინა გელაშვილი ხელძღვანელობს, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე კი მაკა სუიდაძეა. აქ ორივე ფრაქციაში ოთხ–ოთხი წევრია და ორივე ფრაქციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებენ და ახალ პარტიას უერთდებიან. რაც შეეხება ამ ფრაქციების წევრების საკითხს ჯერ გადაწყვეტილი არაა.

მაგალითად, რობერტ მურადიანი, რომელიც „ქრისტიან–კონსერვატიულ“ ფრაქციაშია ამბობს, რომ გადაწყვეტილი არ აქვს თუ რომელ პერტიაში იქნება: „მიშა არის და იქნება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, მაგრამ მიშაზე დიდი მნიშვნელობა მაინც ვანოს გადაწყვეტილებას აქვს. ვანო მერაბიშვილი ჩემი მოსწავლე და მეგობარი იყო“.

საიდუმლოდ ტოვებს მიღებულ გადაწყვეტილებას ფრაქცია „ნაციონალების“ წევრი ამირან ბუხრიკიძე. „ქრისტიან–კონსერვატიული“ ფრაქციის წევრი ტარიელ ტაბატაძე კი აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ რჩება.

„თუ ფრაქციებში ყველა დავრჩით, უბრალოდ სახელს შევუცვლით, თუ არადა მოცემული მდგომარეობის მიხედვით გადავნაწილდებით. ლიდერებთან შეხვედრა იგეგმება და ეს ყველაფერი ალბათ 4 თებერვალს გაირკვევა“, – ამბობს მაკა სუდაძე.

ადიგენისა და ახალციხის თემისგან განსხვავებით, გარკვეულია ქალაქ ახალციხის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ საკითხი. აღნიშნულ ფრაქციაში სამი წევრია და როგორც მისი თავმჯდომარე მალხაზ გიქოშვილი აცხადებს, სამივე მათგანი ახალ პარტიას უერთდება: „ალბათ ფრაქცია სახელს შევუცვლით“.

ისევე როგორც ქალაქ ახალციხეში ერთი ფრაქცია აქვთ „ნაციონალებს“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც. თუმცა, მათი გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულოს ოპოზიციონერებისგან განსხვავებულია. როგორც „სამხრეთის კარიბჭემ“ გაარკვია, მათი უმრავლესობა „ნაციონალურ მოძრაობაში“ რჩება.

ასპინძაში ფრაქციას „ნაციონალურ მოძრაობას“ სულ ხუთი წევრი ჰყავს და მათ შორის ორი „ქრისტიან–კონსერვატიული“ პარტიის ქვოტითაა შესული, სამი კი „ნაციონალების“.

„ზუსტად ვიცი რომ ფრაქციაში ვრჩებით მე, თავმჯდომარე მალხაზ მოსიძე და მამუკა მიქელაძე. რაც შეეხება „ქრისტიან–კონსერვატორების“ ქვოტით შემოსულ ორ წევრს ჯემალ იაკობაძესა და რობერტ ნახაპეტიანს, შესაძლოა დატოვონ „ნაციონალები“, – ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალების“ წარმომადგენელი გიორგი გიორგაძე.

თუმცა, როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში ამავე ფრაქციის წევრმა რობერტ ნახაპეტიანმა განაცხა ის „ნაციონალურ მოძრაობაში“ რჩება: „უახლოეს საკრებულოს სხდომაზე გაირკვევა ზუსტად ყველაფერი“.

მესხეთის მუნიციპალიტეტებში, ყველაზე ცოტა წევრი საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბორჯომშია წარმოდგენილი. ვეფხია გრიგალაშვილსა და გია ტალახაძეს სიმცირის გამო ფრაქვია არც აქვთ შექმნილი. როგორც საკრებულოში გვიხსნიან გრიგალაშვილი ამ დროისთივს ამერიკაში იმყოფება. რაც შეეხება გია ტალახაძეს, მასთან „სამხრეთის კარიბჭემ“ დაკავშირება ვერ შეძლო. თუმცა, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვახტანგ ქვათაძე გვიხსნის, ტალახაძე „ნაიონალური მოძრაობის“ რიგებში აღარ ირიცხება.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასულმა გუნდმა პოლიტიკური პარტია "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" 30 აინვარს დააფუძნა. ამავე ყრილობაზე გაირკვა, რომ ახალი პარტია რეგიონში მხარდამჭერებს 4 თებერვლას შეხვდება. შეკრება ახალციხეში შედგება.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის თემში „ნაციონალების“ ფრაქციას სხვა შემადგენლობით არეგისტრირებენ
ახალციხის თემის საკრებულოში ფრაქცია ‘ნაციონალების’ ხელმძღვანელი შეიცვალა
ახალციხის თემის საკრებულოში ორი ახალი ფრაქცია შეიქმნა
ასპინძასა და ადიგენში ენმ–ს  ორგანიზაციების ხელმძღვანელები დაინიშნენ
სახელშეცვლილი ფრაქცია ახალციხის საკრებულოში
ადიგენის საკრებულოში ‘ევროპელების’ ფრაქცია დაიშალა და ‘ნაციონალების’ შეიქმნა
’ოცნების’ ფრაქციას ’ქრისტიან-დემოკრატი’ თავმჯდომარე ჰყავს