FM97.5 / LIVE

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ექვსი ფრაქცია შეიქმნება

მთავარიპოლიტიკა 16.07.2014
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ექვსი ფრაქცია ჩამოყალიბდება: „ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ქრისტიან – კონსერვატიული პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ექვსი ფრაქცია შეიქმნება

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ლობჯანიძის თქმით, ფრაქციები მას შემდეგ შეიქმნება, როცა იურიდიული საკითხთა კომისია სრულად ჩამოყალიბდება.

„იურიდიული საკითხთა კომისია ჯერ არ არის შევსებული, მხოლოდ აღნიშნული კომისიის თავმჯდომარის ვინაობაა ცნობილი. რამდენიმე დღეში სრულად დაკომპლექტდება. ამის შემდეგ ფრაქციებს შეეძლებათ კომისიას დოკუმენტაცია წარუდგინონ, რომელსაც კომისიის წევრები განიხილავენ და დასამტკიცებლადსაკრებულოს მომავალ სხდომაზე გამოიტანენ“, – ამბობს ლევან ლობჯანიძე.

მისივე თქმით, საკრებულოს შემდეგი სხდომა აგვისტოს პირველ კვირაში, სამშაბათ დღეს არის ჩანიშნული.

ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გივი ენდელაძე უხელმძღვანელებს.

„როგორც კი იურიდიულ საკითხთა კომისია მზად იქნება, ჩვენ ფრაქციის შექმნისთვის მაშინვე შევიტანთ საბუთებს. ნაციონალური მოძრაობის კოალიციაში შედის „ქრისტიან – კონსერვატორული პარტიაც“, ამიტომ ჩვენ უფლება გვაქვს, რომ ორი ფრაქცია ჩამოვაყალიბოთ და ასეც ვგეგმავთ“, – ამბობს ენდელაძე.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გივი ენდელაძე: 'საკრებულოში ვრჩები და ვაგრძელებ მუშაობას'
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 5 კომისია და ერთი ფრაქცია შეიქმნა
ვინ უხელძღვანელებს ფრაქციებს და კომისიებს ახალციხის საკრებულოში
ლევან ლობჯანიძე ადიგენის საკრებულოს წინააღმდეგ მეორე საჩივარს ამზადებს
ადიგენის საკრებულოში კომისიების თავმდჯომარეები აირჩიეს
ადიგენის საკრებულომ ოპოზიციას ფრაქციის შექმნაზე უარი უთხრა
ახალციხის თემის საკრებულოში ფრაქცია ‘ნაციონალების’ ხელმძღვანელი შეიცვალა