FM97.5 / LIVE

ადიგენის საკრებულოში ‘ევროპელების’ ფრაქცია დაიშალა და ‘ნაციონალების’ შეიქმნა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 02.09.2020
ადიგენის საკრებულოში, ფრაქცია „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“, სადაც „ევროპელების“ დეპუტატები ერთიანდებოდნენ, გაუქმდა. მისმა წევრებმა პარტია შეიცვალეს და ახალი ფრაქცია, სახელწოდებით - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოაყალიბეს.

adigenis-sakrebulo

ახალი ფრაქციის შექმნის შესახებ ინფორმაცია ცნობად ადიგენის საკრებულომ 1-ელი სექტემბერის სხდომაზე მიიღო: „მივიღეთ ცნობად და აქვთ გარკვეული ვადა, რომ წარმოადგინონ ცნობები შესაბამისი პარტიულობით ანუ რომელი პარტიის სახელიც დაირქვეს. ამჟამად დოკუმენტების ამზადებს იურიდიული კომისია“, - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი.

ფრაქციაში „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ სამი წევრი იყო:

რატი ტატალაშვილი - ფრაქციის თავმჯდომარე;
ზურა შაინიძე - თავმჯდომარის მოადგილე;
ტარიელ მსხვილიძე - წევრი.

მათგან რატი ტატალაშვილი საკრებულოში 2017 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიით არის შესული, თუმცა ამის შემდეგ, გარკვეული პერიოდი იგი „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერი იყო.

რაც შეეხებათ ზურა შაინიძესა და ტარიელ მსხვილიძეს, მათ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კენჭი „ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველოდან“ იყარეს და მაჟორიტარი დეპუტატები გახდნენ ზანავისა და ვარხნის თემებში.

რა გახდა „ევროპელებთან“ ასოცირებული ფრაქციის დაშლისა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაიგივებული ახალი ფრაქციის შექმნის მიზეზი, ამის შესახებ რატი ტატალაშვილს თანაფრაქციელებისგან განსხვავებული პასუხი აქვს: „ზოგადად, ბევრი კონფიგურაცია ვცადეთ მაშინ, [2017 წელი] ნეიტრალური სახელიც ვცადეთ, მაგრამ არ გამოვიდა და ბოლოს მოხდა ისე, რომ შევქმენით ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის“. აქედან მოყოლებული დღემდე, მქონდა მცდელობა იმის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია ჩამომეყალიბებინა. როგორც კი ამის შესაძლებლობა გამოინახა, უყოყმანოდ შევქმენით“.

ტატალაშვილი ადასტურებს, რომ გარკვეული დროის პერიოდში იგი „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერიც იყო: „რაღაცა დოზით მომიწია „ევროპელებისთვის“ მხადაჭერაც. ახლა სამივე გადავედით „ნაციონალურ მოძრაობაში“, - აცხადებს იგი.

რატი ტატალაშვილი ერთადერთი დეპუტატი იყო, რომელიც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ადიგენის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით შევიდა.

მისგან განსხვავებით ფრაქციის დანარჩენი ორი წევრი ამბობს, რომ მათი პარტიული ინტერესების ცვლილება ვანო მერაბიშვილის „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნებამ გამოიწვია.

„ჩვენ თავიდანაც „ნაციონალები“ ვიყავით. მაშინ, როცა გაიყვნენ "ნაციონალების" და "ევროპელები", ისეთი საუბარი დაიწყო, რომ თითქოსდა ვანო მერაბიშვილი იყო „ევროპულ საქართველოში“, ახლა ჩამოვიდა ეს კაცი, გაგვარკვიეს სიტუაციაში და დავბრუნდით ისევ ჩვენს ადგილზე. 5 მოწვევის დეპუტატი ვარ და 2017 წლამდე ყოველთვის „ნაციონალური მძრაობის“ კანდიდატი ვიყავი“, - ამბობს ზურაბ შაინიძე.

იგივე მიზიეზს ასახელებს ფრაქციის კიდევ ერთი წევრი, ტარიელ მსხვილიძეც: „2003 წლიდან ვარ „ნაციონალებში“ და ვანო მერაბიშვილი სადაც იყო, იქ ვიყავი ყოველთვის მე. უბრალოდ, ევროპულებიდან ვიყარე კენჭი, მაჟორიტარი დეპუტატი ვარ ვარხანში. ასეთი სურვილი მქონდა და გადავედი, შევცვალეთ ფრაქცია და დავარქვით „ნაციონალები“.

ამ დროისათვის ადიგენის საკრებულოში სულ ხუთი ფრაქციაა:
„ქართული ოცნება“
„ქართული ოცნება - მწვანეები“
„ქართული ოცნება - კონსერვატორები“
„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“
და ახალი:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სახელშეცვლილი ფრაქცია ახალციხის საკრებულოში
ახალციხის თემის საკრებულოში ფრაქცია ‘ნაციონალების’ ხელმძღვანელი შეიცვალა
ვინ იქნებიან ადიგენის საკრებულოს წევრები
ახალციხის საკრებულოში კიდევ ერთი ფრაქცია შეიქმნა
ადიგენის საკრებულოში ფრაქციის შექმნაზე სამი განაცხადი შევიდა
ფრაქციები საკრებულოებში – ვინ მიდის და ვინ რჩება „ნაციონალებთან“
ასპინძასა და ადიგენში ენმ–ს  ორგანიზაციების ხელმძღვანელები დაინიშნენ