FM97.5 / LIVE

ახალციხის 5 სოფელში ხილის საშრობებს მოაწყობენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 07.02.2017
პროექტის „სოციალური მეწარმეობა და განახლებადი ენერგიები“ ფარგლებში, ახალციხის ხუთ სოფელში, ხილის საშრობებს მოაწყობენ.

ახალციხის 5 სოფელში ხილის საშრობებს მოაწყობენ

ახალციხის სოფლებში, – ჭაჭარაქი, მინაძე, ურაველი, მუსხი და წყორძა, მალე ხილის საშრობები მოეწყობა, აქ დამზადებული ჩირი კი ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება.

ხილის საშრობები პროექტის, „სოციალური მეწარმეობა და განახლებადი ენერგიები“ ფარგლებში კეთდება. პროექტს, რომლის ბიუჯეტი, 13 173 ლარია, ორგანიზაცია „მეგზური“ ახორციელებს.

პროექტის ხელმძღვანელების თქმით, საშრობის მასალას ორგანიზაცია შეიძენს, მის დამონტაჟებას კი ენერგოეფექტურობის თემაზე მომუშავე, საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრის დირექტორი ნუგზარ თათეშვილი უზრუნველყოფს.
თითო სოფელში სამ ოჯახს შეარჩევენ, ჯამში, საშრობი, 15 ოჯახს ექნება. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, შეარჩევენ ნაკლებად შეძლებულ ოჯახებს, რომელთაც ხილი მოჰყავთ.

„ერთად ავაწყობთ და შევასწავლით ტექნოლოგიებს“, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „მეგზურის“ თავმჯდომარე მეგი ბერიძე.
მისი თქმით, პროექტი ექვსთვიანია და მისი მიზანი სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობაა.

პროექტის პრეზენტაცია დღეს, 7 თებერვალს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ხილის საშრობები გააკეთეს
ახალციხის საზოგადოებრივი განვითარების ცენტრმა ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა
ენერგოეფექტურობის პროექტის შეჯამება
კონკურსი   „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად - 2017“ იწყება
სოციალური მეწარმეობის დსახმარებლად პროექტი იწყება
'ახალგაზრდა ადვოკატების' საჯარო ლექცია ახალციხელი ახალგაზრდებისთვის
ახალციხეში ქალებისთვის ბიზნეს ტრენინგი ჩატარდა