FM97.5 / LIVE

სოციალური მეწარმეობის დსახმარებლად პროექტი იწყება

მთავარიეკონომიკა 10.05.2016
სოციალური მეწარმეობით დაინტერესებულ პირებს ან ორგანიზაციებს, 8.000 ევროს მიღების შანსი აქვთ – „სოციალური მეწარმეობის“ ხელშემწყობი პროექტის პრეზენტაცია ახალციხეში, დღეს, 10 მაისს გაიმართა.

სოციალური მეწარმეობის დსახმარებლად პროექტი იწყება

სტუდენტი ვაჟა კაჭკაჭაშვილი სოფელ არალში, საკვირაო სკოლაში, მოსწავლეებს ხეზე კვეთას ასწავლის. ვაჟა ამბობს, რომ სამომავლოდ საამქროს შექმნას გეგმავს.

„ბენეფიციარების დახმარებით შევქმნით სხვადასხვა ნამუშევრებს, რომლებსაც გავყიდით და შემოსავალი გვექნება“, – გვეუბნება ვაჟა და ამატებს, რომ საამქროს გასახსნელად საჭირო ფინანსების მოსაძიებლად, გრანტის მოპოვებას ეცდება.

სად და როგორ შეუძლია გრანტის მოპოვება, ვაჟამ დღეს ახალციხეში, დემოკრატიული ჩართლობის ცენტრში, სოციალური მეწარმეობის ხელშემწყობი პროექტის პრეზენტაციაზე მოისმინა.

პროექტის – „სოციალური მეწარმეობა–ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში სოციალური საწარმოს შექმნის მსურველებს მცირე გრანტის მოპოვების შესაძლებლობა აქვთ.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენლის გიგა ჩიტიშვილის განმარტებით, სოციალური საწარმოების დაფუძნების მსურველებისთვის საგრანტო კონკურსი 13 მაისს გამოცხადდება.

კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ, როგორც საინიციატივო ჯგუფებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს.

„მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ 8 .000 ევრომდე დაფინანსება.კონკურსის ეტაპი არის ღია და დახურული. თავიდან შეირჩევა იდეები – 8 დასავლეთ საქართველოში და ამდენივე აღმოსავლეთში. ორთვიანი ტრენინგების და კონსულტაციების შემდეგ, საბოლოოდ დაფინანსდება 4–5 პროექტი“, –ამბობს გიგა ჩიტიშვილი.

მისივე თქმით, პროექტის მიზანია სოციალური საწარმოების გაძლიერება, ახალი სოციალური საწარმოების დაფუძნების ხელშეწყობა, მეწარმეების დაკავშირება ერთმანეთთან და ალიანსის ჩამოყალიბება. გარდა აღნიშნულისა იგეგმება სოციალური მეწარმეებისთვის პოტენციური პარტნიორების მოძიება და დახმარება.

შეხვედრას, რომელიც დღეს, 10 მაისს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, ადგილობრივი თვითმმართველობის , არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სტუდენტები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ვფიქრობ, რომ ჩემს ორგანიზაციას ძალიან გამოადგება, ვაპირებ მივიღო მონაწილეობა კონკურსში. ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის მომავალი უნდა იქნეს მიმართული სოციალურ მეწარმოებაზე, რამეთუ ეს ყველაფერი საქართველოს განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს ახალციხის „ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელი მარინე სუდაძე.

სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობ პროექტს, რომელიც სამწლიანია, ევროკავშირი აფინანსებს.

პროექტი ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრისა და არბაიტერ სამარიტერ ბუნდი საქართველოს მიერ, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალთან“ პარტნიორობით.

პროექტის განხორციელების შედეგად, სამი წლის განმავლობაში:

► შეიქმნება და დაფინანსდება 14 ახალი სოციალური საწარმო საქართველოს მასშტაბით;

► 100–მდე პოტენციური სოციალური მეწარმე გაივლის ინტენსიურ ტრენინგკურსს საწარმოს ინიცირებისა და მართვის შესახებ;

►მომზადდება 45 ბიზნეს გეგმა სოციალური საწარმოს იდეის ავტორებისა და ექსპერტთა გუნდის ერთობლივი მუშაობის და სწავლების პროცესის საფუძველზე;

►20 მოქმედი სოციალური საწარმო მიიღებს მათ საჭიროებებზე მორგებულ, ინდივიდუალურ საკონსულტაციო მომსახურებას;

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

იდეების კონკურსი სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველთათვის
იდეების კონკურსი სოციალური მეწარმეობის მსურველებისთვის
კონკურსი   „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად - 2017“ იწყება
სოციალური მეწარმეობით დაინტერესებულ სტუდენტებს სემინარი ჩაუტარდათ
სემინარი სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის
‘პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად’ – პროექტის პრეზენტაცია ახალციხეში
ბორჯომში კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის საჭიროებაზე იმსჯელეს