FM97.5 / LIVE

'ახალგაზრდა ადვოკატების' საჯარო ლექცია ახალციხელი ახალგაზრდებისთვის

მთავარისაზოგადოება 01.07.2014
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ახალციხეში მცხოვრებ ახალგაზრდებს საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობებზე ესუბრნენ და ანალიტიკურ კონკურსში „საქართველო ევროკავშირის გზაზე“ მონაწილეობა შესთავაზეს.

'ახალგაზრდა ადვოკატების' საჯარო ლექცია ახალციხელი ახალგაზრდებისთვის

შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ პროექტის „ერთად ევროპული არჩევანისათვის“ ფარგლებში, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა.

„საქართველოს ევროპული არჩევანი საპასუხისმგებლო, ისტორიული მომენტია. ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა, ახალი საზოგადოებრივი თვითშეგნების, მართლწესრიგისა და სოციალური გარემოს შექმნისთვის. ერთ–ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. სწორედ ამიტომ ხორციელდება ეს პროექტი“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

„რამდენიმე დღის წინ ასოცირების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ვფიქრობ, რომ დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. მსგავსი შეხვედრებით ახალგაზრდებში ინფორმირებულობის დონე იზრდება“, – ამბობს შეხვედრის ერთ–ერთი მონაწილე ეკა გვარამაძე.

3 ივლისს საჯარო ლექცია მარნეულშია დაგეგმილი. ამის შემდეგ ორგანიზაცია გამოაცხადებს კონკურსს თემაზე: „საქართველო ევროკავშირის გზაზე“, რომელსაც 5 გამაარჯვებული ეყოლება. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ნაშრომების გაგზავნა სექტემბრამდე შეუძლიათ. სექტემბერში დასკვნითი კონფერენცია გაიმართება, სადაც გამარჯვებულებს გამოავლენენ და დააჯილდოვებენ. დაგეგმილია გამარჯვებული კონკურსანტების ნაშრომების კრებულად გამოცემა.

არასამთავრობო როგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, 2012 წელს დაფუძნდა. ორგანიზაცია პროექტს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის“ საგრანტო პროექტის ფარგლებში ახორციელებს.

პროექტს მხარდაჭერას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფრომაციო ცენტრი, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, სამცხე–ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი, ახალციხისა და მარნეულის საკრებულოები და ადგილობრივი რესურსცენტრები უცხადებენ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში ევროინტეგრაციის შესახებ შეხვედრა გაიმართა [R]
'მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ' – კონფერენცია ევროპის დღეების ფარგლებში
ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების ფორუმი გაიმართა
ლექცია ახალგაზრდებთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე
ახალციხეში ევროინტეგრაციის შესახებ იმსჯელებენ
ახალქალაქში ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა
ახალციხეში თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდაზე იმსჯელეს