FM97.5 / LIVE

კონკურსი „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად - 2017“ იწყება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 19.02.2017
ყოველწლიური სტუდენტური კონკურსის ფარგლებში, 21 თებერვალს ახალციხეში სოციალური მეწარმეობის თემაზე სემინარი გაიმართება.

კონკურსი   „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად - 2017“ იწყება
სტუდენტური კონკურსი, ევროკავშირის დაფინანსებით, პროექტის "სოციალური მეწარმეობა, ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის" ფარგლებში იმართება.

მისი მიზანია, ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და ასევე, არსებული სოციალური საწარმოებისთვის პრობლემური ამოცანების გადაწყვეტა.

სწორედ ამასთან დაკავშირებით, ახალციხეში სტუდენტებისათვის სემინარი გაიმართება. ორგანიზატორები მათ, სოციალური მეწარმეობის თემაზე ესაუბრებიან და კონკურსის დეტალებს გააცნობენ.

ორგანიზატორების თქმით, კონკურსი სტუდენტებს თავიანთი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას აძლევს, ასევე ხელს მათი ინტერესების სფეროს გაფართოებას უწყობს. კონკურსის მიმდინარეობისას სტუდენტები შეხვდებიან როგორც ქართველ სოციალურ მეწარმეებს, ისე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს.

კონკურსი 6 ეტაპად გაიმართება და მასში მონაწილეობის მიღება,საქართველოს უნივერსიტეტების ნებისმიერი ფაკულტეტისა და კურსის სტუდენტებს შეეძლებათ.

კონკურსის ორგანიზებას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი", ასევ "განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი" უწევენ.

კონკურის მხარდამჭერები კი, ASB საქართველო, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი", გერმანული ორგანიზაცია "პური მსოფლიოსთვის" და "ფოთის საზღვაო ნავსადგური" არიან.

ახალციხის გარდა, კონკურსის შესახებ სემინარები, საქართველოს კიდევ ოთხ ქალაქში ბათუმში, ქუთაისში, თბილისსა და თელავში გაიმართება.

კონკურსი „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად“ 2012 წლიდან იმართება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სემინარი სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის
სოციალური მეწარმეობით დაინტერესებულ სტუდენტებს სემინარი ჩაუტარდათ
იდეების კონკურსი სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველთათვის
იდეების კონკურსი სოციალური მეწარმეობის მსურველებისთვის
სოციალური მეწარმეობის დსახმარებლად პროექტი იწყება
არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
სამცხე–ჯავახეთში სოციალური მუშაკების რაოდენობა იზრდება