FM97.5 / LIVE

ადიგენის ბიუჯეტმა საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებით 60 000–ზე მეტი იზარალა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, ეკონომიკა 01.02.2017
ადიგენის თვითმმართველობას, საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის წესით გადაყენების გამო, მისთვის იძულებით განაცდურის 60 950 ლარის გადახდა მოუხდება.

ადიგენის ბიუჯეტმა საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებით 60 000–ზე მეტი იზარალა
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ადიგენის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ლევან ლობჯანიძეს 23 თვის იძულებით განაცდური უნდა აუნაზღაურდეს. თვეში მისი ხელფასი 2 650 ლარით განისაზღვრებოდა. შესაბამისად მას ადგილობრივი თვითმმართველობიდან ანაზღაურება 60, 950 ლარი ეკუთვნის.

„გარდა ამ თანხისა, უნდა ამინაზღაურონ ამ ხნის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარეზე გაცემული პრემიებიც. ეს არ ვიცი რამდენი ლარია“, – ამბობს ლევან ლობჯანიძე.

კონკრეტულად რამდენი ლარით იზარალა ადიგენის თვითმმართველობამ ლობჯანიძის იმპიჩმენტის წესით გადაყენების გამო, ადიგენის თვითმმართველობაში ამ საკითხზე არ საუბრობენ. რედაქცია მესამე დღეა, რაც ამ თემასთან დაკავშირებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენლისგან მამუკა კალანდაძისგან კითხვებზე პასუხს ელოდება.

თუმცა, ის რაც გამგეობის კომენტარის გარეშეც ცნობილია, მათ მიერ გაწეულ ხარჯს ადვოკატის ქირაობისთვის გადახდილი თანხის ოდენობაც ემატება. მას შემდეგ რაც ლევან ლობჯანიძემ პირველი ინსტანციის სასამართლოში დავა მოიგო, გამგეობამ გადაწყვიტა რომ მომდევნო ინსტანციების სასამართლოებში მათი პოზიციის დასაცავად საადვოკატო ბიუროსთან „Ok & CG”-სთან ხელშეკრულება 1500 ლარზე გაეფორმებინა.
ამდენად, გაცემული პრემიების გარეშე ადიგნის მუნიციპალიტეტის გამგეობის გაწეული ხარჯი ჯამში 62 450 ლარია.

როგორც იურისტები განმარტავენ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და მისი აღსრულება სავალდებულო. ამდენად თვითმმართველობას ვერ ექნება ვერანაირი მიზეზი და არგუმენტი იმისთვის, რომ ლობჯანიძეს იძულებით განაცდური არ აუნაზღაურონ.
„ერთადერთი რაც შეიძლება თვითმმართველობაში უთხრან, არის ის რომ ბიუჯეტში ფიზიკურად თანხა არაა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამგეობას მისი გადახდა მომავალში არ მოუხდება. საკრებულო გადაყენებისას მოქმედებდა მუნიციპალიტეტის სახელით და ცუდია, რომ ვიღაცის უგუნური გადაწყვეტილების გამო თვითმმართველობამ ფინანსურად იზარალა“, – ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი გიგი ჩიხლაძე.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 4 მარტს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, 17 ხმით 10–ის წინააღმდეგ, დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ლობჯანიძე თანამდებობიდან გადააყენეს. იმავე დღეს დეპუტატებმა საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ, საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე, იმედა მღებრიშვილი აირჩიეს.

ლობჯანიძე ადგილობრივ თვითმმართველობას უკანონოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებდა და მიაჩნდა, რომ მისი თანამდებობიდან გადაყენება პროცედურული დარღვევებით მოხდა, ამიტომ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ლობჯანიძე ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 მარტის სხდომის შედეგებისა და ახალი თავმჯდომარის იმედა მღებრიშვილის არჩევის ბათილად ცნობას ითხოვდა.მან საქმე სამივე ინსტანციაში მოიგო.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში იმპიჩმენტის წესით გადაყენებული თავმჯდომარის დაბრუნების საკითხს განიხილავენ
ადიგენის საკრებულომ იმპიჩმენტის წესით გადაყენებული თავმჯდომარის დაბრუნების საკითხი ცნობად მიიღო
ადიგენში იმპიჩმენტის წესით გადაყენებული საკრებულოს თავმჯდომარე ბრუნდება
ადიგენის გამგეობის დაქირავებულმა ადვოკატებმა სააპელაციოში საქმე წააგეს
ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმდომარის საქმეზე მოპასუხე მხარის მოწმეები დაიკითხებიან
მოსამართლის შვებულების გამო, ლევან ლობჯანიძის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო
სასამართლომ ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის სარჩელი დააკმაყოფილა