FM97.5 / LIVE

„ევროპული საქართველოს“ ლიდერები სამცხე–ჯავახეთში მხარდამჭერებს 4 თებერვალს შეხვდებიან

მთავარისიახლე, პოლიტიკა 30.01.2017
ახალდაფუძნებული პარტიის "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" ლიდერები სამცხე–ჯავახეთში ორგანიზაციების დაკომპლექტების საკითხებზე 4 თებერვალს იმსჯელებენ;

„ევროპული საქართველოს“  ლიდერები სამცხე–ჯავახეთში მხარდამჭერებს 4 თებერვალს შეხვდებიან
„ნაციონალური მოძრაობიდან“ გასულმა გუნდმა პოლიტიკური პარტია "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" დააფუძნა. პრეზენტაცია დღეს, 30 იანვარს გაიმართა და მას მხარდამჭერები სამცხე–ჯავახეთიდანაც ესწრებოდნენ.

როგორც პრეზენტაციიდან გამოსვლის შემდეგ ახალციხესა და ადიგენში ახალი პარტიის მხარდამჭერებმა განაცხადეს, რეგიონში ლიდერებთან შეხვედრა 4 თებერვალს გაიმართება.

"ვისაუბრებთ როგორც ოფისებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე რაიონული ორგანიზაციების დაკომპექტების საკითხებზე", – ამბობს "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ახალციხეში ვაჟა ჩიტაშვილი.

როგორც ახალციხეში ახალი პარტიის წარმომადგენელი გელა დემეტრაძე აცხადებს, პარტია ფუნქციონირებს იმ ოფისში გააგრძელბს, რომელშიც ამ დრომდე „ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობდა. ახალციხისგან განსხვავებით, სხვა საოფისე ფართის მოძებნა დასჭირდება ადიგენის ორგანიზაციას.

„ალბათ იქ ვეღარ დავრჩებით, რიგი საკითხები 4 თებერვალს გაირკვევა“, – განაცხადა
"მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა ადიგენში სიმონ პარუნაშვილმა.

პოლიტიკური პარტიის "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" დაფუძნების შემდეგ პარტიის გენერალურ მდივნად გიგი უგულავა აირჩიეს. სხვა თანამდებობებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები კი, ყრილობაზე გახდება ცნობილი.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

"ევროპული საქართველოს" ლიდრები ახალციხეში შეხვედრას გამართავენ
„ევროპული საქართველო“ სამცხე–ჯავახეთში რაიონულ ორგანიზაციებს აფუძნებს
სახელშეცვლილი ფრაქცია ახალციხის საკრებულოში
ახალციხის საკრებულოში „ევროპული საქართველოს“ ფრაქცია გაუქმდა
ახალციხეში ‘ევროპული საქართველოს’  წევრებმა პარტია დატოვეს
„ევროპული საქართველოს“ ახალციხის მერობის კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილია
ახალციხის საკრებულოში ვაჟა ჩიტაშვილი ემანუელ პოზოიანმა ჩაანაცვლა