FM97.5 / LIVE

9 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე სასამართლო არსებით განხილვას იწყებს

მთავარისიახლე, სამართალი 25.01.2017
სოფელ ბოლაჯურში, გარდაცვლილი 9 წლის გოგონას საქმეზე სასამართლო სხდომები გრძელდება. წინასასამართლო სხდომაზე ბრალმდებლის წარდგენილი მტკიცებულებები დაცვის მხარემ უდავოდ ცნო.

9 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე სასამართლო არსებით განხილვას იწყებს

ახალციხის რაიონულ სასამართლოში, სასამართლო სხდომა 24 იანვარს გაიმართა. სხდომაზე პროკურორმა მტკიცებულებების ჩამონათვალი წარადგინა. ყველა მათგანი დაცვის მხარემ უდავოდ ცნო და შესაბამისად, მათ სასამართლო აღარ გამოიკვლევს.

ადვოკატის ნუგზარ სამარჯიშვილის განცხადებით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და მტკიცებულებებსაც ეთანხმება.

სასამართლო, საქმის არსებით განხილვას 30 იანვრიდან დაიწყებს. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ საქმესთან დაკავშირებით, საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს. ვიდრე ეს მოხდება, მათ ამ მოთხოვნით ჯერ პროკურატურას უნდა მიმართონ და დაზარალებული ოჯახის თანხმობაც მიიღონ.

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ადიგენში, სოფელ ბოლაჯურში 1–ელ დეკემბერს მოხდა, 9 წლის გოგონა ძმასთან ერთად სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც გზაზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა დაეჯახა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.

ავტომანქანას, ალკოჰოლის ზემოქმედებსი ქვეშ მყოფი, იმავე სოფლის მკვიდრი 29 წლის ა.ჩ მართავდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით ედება, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

9 წლის გოგონას გარდაცვალებაში ბრალდებული ციხეში ორ წელს გაატარებს
სოფელ ბოლაჯურში 9 წლის ბავშვი ავტომანქანამ გაიტანა
9 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს
უდესთან მომხდარ ავარიაზე, რომელსაც მამაკაცი ემსხვერპლა, საქმე გადაკვალიფიცირდა
სასამართლოში გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული კაცის საქმის განხილვა იწყება
ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო
ავტოსაგზაო შემთხვევის შედაგად დაზარალებული გოგონა  თბილისში გადაჰყავთ