FM97.5 / LIVE

9 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

მთავარისიახლე, სამართალი 05.12.2016
ახალგაზრდა მამაკაცს, რომელმაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სოფელ ბოლაჯურში, 9 წლის გოგონა იმსხვერპლა, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

9 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ 3 დეკემბერს იმსჯელა. ბრალდებულ ა. ჩ.–ს ადვოკატმა ნუგზარ სამარჯიშვილმა, აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდებაზე იშუამდგომლა.

როგორც მან განმარტა, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და შემთხვევის შემდეგ სამართლდამცველებს არ მიმალვია, ამიტომ ითხოვა მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება: „ბრალდებული ნანობს დანაშაულს და გამოძიებას არაფერში ედავება. გვინდოდა სასამართლოს მისი ქონება შეეფასებინა და გირაო ამის მიხედვით შეეფარდებინა“.

მოსამართლე შალვა მჭედლიშვილმა ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ბოლაჯურში ავტოისაგზაო შემთხვევა 1 დეკემბერს მოხდა. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი 29 წლის მამაკაცი, სკოლიდან მომავალ 9 წლის გოგონას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეუფარდეს
სოფელ ბოლაჯურში 9 წლის ბავშვი ავტომანქანამ გაიტანა
9 წლის გოგონას გარდაცვალებაში ბრალდებული ციხეში ორ წელს გაატარებს
9 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე სასამართლო არსებით განხილვას იწყებს
ახალციხეში ავარიის გამო დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
არასრულწლოვნებთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს
უდესთან მომხდარ ავარიაზე, რომელსაც მამაკაცი ემსხვერპლა, საქმე გადაკვალიფიცირდა