FM97.5 / LIVE

უდესთან მომხდარ ავარიაზე, რომელსაც მამაკაცი ემსხვერპლა, საქმე გადაკვალიფიცირდა

მთავარისიახლე, შემთხვევა 16.11.2016
სოფელ უდესთან მომხდარი ავარიის შედეგად, ერთი პირის გარდაცვალების გამო, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის სხვა ნაწილით გაგრძელდება.

უდესთან მომხდარ ავარიაზე, რომელსაც მამაკაცი ემსხვერპლა, საქმე გადაკვალიფიცირდა

4 ნოემბერს, ადიგენის სოფელ უდესთან მომხდარი ავტოავარია, თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

13 ნოემბრის შემდეგ კი, როცა ავტოავარიის შედეგად, ერთ–ერთი მგზავრი გარდაიცვალა, საქმე გადაკვალიფიცირდა. ამ ეტაპზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

აღნიშნული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით, სამ წლამდე.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 4 ნოემბერს, სოფელ უდესთან, ერთმანეთს ადიგენი–თბილისის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო "მიკროავტობუსი“ და ჯიპის მარკის ავტომობილი შეეხაჯნენ. შემთხვევის შედეგად, "მიკროავტობუსში“ მყოფი რამდენიმე მგზავრი და ჯიპის მარკის ავტომობილის მძღოლი დაზიანდნენ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ უდესთან მომხდარ ავტოავარიას ერთი პირი შეეწირა
ავარია სოფელ უდესთან – ერთმანეთს სამგზავრო 'მარშუტკა' და ჯიპი შეეჯახნენ
სოფელ აწყურთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა
წნისში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალციხელი მამაკაცი ემსხვერპლა
ადიგენში ავარიას 59 წლის კაცი ემსხვერპლა
ბორჯომში ავარიას  ბავშვი ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო