FM97.5 / LIVE

9 წლის გოგონას გარდაცვალებაში ბრალდებული ციხეში ორ წელს გაატარებს

მთავარისიახლე, სამართალი 16.02.2017
მძღოლი, რომელმაც სოფელ ბოლაჯურში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 9 წლის გოგონა იმსხვერპლა, ორ წელს საპატიმროში გაატარებს და ორი წელი პირობითი მსჯავრი ექნება. მას სამი წლით ავტომანქანის მართვაც აეკრძალა.

9 წლის გოგონას გარდაცვალებაში ბრალდებული ციხეში ორ წელს გაატარებს

სოფელ ბოლაჯურში, 9 წლის გოგონას გარდაცვალებაში ბრალდებულის საქმეზე, პროკურატურასა და დაცვის მხარეს შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

„ვითხოვდი ერთ წელს პატიმრობას, თუმცა ბრალდებული დანაშაულს აღიარებდა, ამიტომ პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება შემომთავაზა და დავთანხმდი. თავად ბრალდებულიც თანახმაა“, - ამბობს მსჯავრდებულის, ახალგაზრდა მამაკაცის ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი.

მისივე თქმით, საპროცესო შეთანხმებას ეთანხმებიან გარდაცვლილი გოგონას მშობლებიც: „არ აქვთ სურვილი სამუდამოდ ციხეში დარჩეს ბრალდებული. საკმაოდ ლმობიერად მოიქცნენ, ჩვენ შვილს ამით მაინც აღარაფერი ეშეველებაო და თანახმა არიან ამ შეთანხმებაზე“.
ადვოკატის განმარტებით, საპროცესო შეთანხმება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ადიგენში, სოფელ ბოლაჯურში გასული წლის 1–ელ დეკემბერს მოხდა. 9 წლის გოგონა ძმასთან ერთად სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც გზაზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა დაეჯახა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.

ავტომანქანას, ალკოჰოლის ზემოქმედებსი ქვეშ მყოფი, იმავე სოფლის მკვიდრი 29 წლის ა.ჩ მართავდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით ედებოდა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

9 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე სასამართლო არსებით განხილვას იწყებს
სოფელ ბოლაჯურში 9 წლის ბავშვი ავტომანქანამ გაიტანა
9 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს
ბოლაჯურის ყოფილ რწმუნებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა
აწყურელ მამაკაცთან, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ საპროცესო გაფორმდა
"ლენდოს" ყაჩაღობაში  ბრალდებულისათვის საპროცესო შეთანხმება ვერ ფორმდება
ახალციხეში ქვეითად მოსიარულე გოგონას მანქანა დაეჯახა [Photo]