FM97.5 / LIVE
ვანო მერაბიშვილის დედის მიერ მოსწავლეების გალახვას ფსიქოლოგი ეხმაურება

ვანო მერაბიშვილის დედის მიერ მოსწავლეების გალახვას ფსიქოლოგი ეხმაურება

მთავარისაზოგადოება » განათლება 18.02.2013
’მსხვერპლი ყველზე დიდი მოძალადე ხდება, შესაძლოა რომელიმე მოსწავლე პედაგოგი გახდეს და ისევე ურტყას ბავშვებს, როგორც ამას მის შემთხვევაში აკეთებდნენ”, - ამბობს ფსიქოლოგი ქეთევან კობალაძე.

ვანო მერაბიშვილის დედის მიერ მოსწავლეების გალახვას ფსიქოლოგი ეხმაურება

მოსწავლეებზე რაიმე ფორმის ძალადობას ფსიქოლოგი ყველაზე დიდ დანაშაულად მიიჩნევს და აქვე ამბობს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყველაზე დიდი პრობლემა მშობლების დუმილია.

”ძალადობას შემთხვევაში ამას ყველაზე მეტად მოზარდი განიცდის, ბავშვი დიდი სტრესის ქვეშ ექცევა, ამიტომ ის დაცული უნდა იყოს უფროსებისგან”, - აცხადებს კობალაძე.

ფსიქოლოგი მშობლების დუმილს ვერაფრით ხსნის: ”ვერ ვხვდები, მშობელი როგორ უნდა შეგაშინოს ისე ვიღაცამ, რომ ხმა არ ამოიღო შვილის ცემაზე. მხოლოდ მშობლები კი არა, მთელი საზოგადოება ფეხზე უნდა დადგეს”.

კობალაძის განამარტებით, შესაძლოა ძალადობის მსხვერპლში რაიმე გამოვლინებას ადგილი მაშინვე არ ჰქონდეს, თუმცა, ის რომ ”მსხვერპლი ყველზე დიდი მოძალადე ხდება, ყველამ იცის. შესაძლოა რომელიმე მოსწავლე პედაგოგი გახდეს და ისევე ურტყას ბავშვებს, როგორც ამას მის შემთხვევაში აკეთებდნენ”.

ფსიქოლოგის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ბავშვს ეტყვის, ამაზე ხმას ნუ ამოვიღებთო და მთელი საზოგადოებაც გაჩუმდება, მოზარდი საკუთარ თავს ეტყვის, რომ მომხდარი მისი ბრალია. ამიტომ ბავშვი იმასთან ერთად რომ მსხვერპლია, თავს დამნაშავედაც მიიჩნევს, რაც მისთვის გამანადგურებელია.

”თქვენ სტატიაში წერია, რომ ერთი გოგონა ისტერიკაში ჩავარდა, ვერ წარმომდიგენია ეს ბავშვი ისევ იმ სკოლაში როგორ უნდა მივიდეს, სადაც ისევ ის დირექტორი და იგივე გარემო დახვდება. ვფიქრობ, ამ საქმეში ყველა უფლებადამცველი ორგანიზაიცია უნდა ჩაერთოს”, - ამბობს კობალაძე.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეები და დამლაგებელი ამავე სკოლის დირექტორს, ჟენია მერაბიშვილს ცემაში ადანაშაულებენ.

ჟენია მერაბიშვილი ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის დედაა. მოსწავლეების თქმით, დირექტორმა ისინი 13 თებერვალს სკოლაში დაგვიანების გამო სცემა.

რაც შეეხება დამლაგებელს, ჟენია მერაბიშვილსდამლაგებელთან შელაპარაკება ხელფასის დაკლების გამო მოუვიდა. როგორც დამლაგებელი ამბობს, დირექტორმა ის კაბინეტში დაიბარა, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ხელითაც შეეხო.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მეხუთე სკოლაში მომხდარ ფაქტს სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის
ვანო მერაბიშვილის დედამ სკოლის მოსწავლეები და  დამლაგებელი სცემა
ვანო მერაბიშვილის დედის, ჟენია მერაბიშვილის მიერ გალახული მოსწავლეები - გამოხმაურება მედიაში
მე-5 სკოლაში გალახული მოსწავლეების ამბის გახმაურების შემდეგ, სკოლებში ფსიქოლოგის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ
რჩება თუ არა პედაგოგად ვანო მერაბიშვილის დედა
ჟენია მერაბიშვილის მიერ მოსწავლეების ცემას მანდატურის სამსახური ადასტურებს
ვანო მერაბიშვილის დედა დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს