FM97.5 / LIVE
მოსწავლეების გალახვისა და დამლაგებლის შეურაცხყოფის ფაქტს ინტერნეტ და ბეჭდური მედია გამოეხმაურა.">

ვანო მერაბიშვილის დედის, ჟენია მერაბიშვილის მიერ გალახული მოსწავლეები - გამოხმაურება მედიაში

მთავარისაზოგადოება » განათლება 18.02.2013
ახალციხის მე-5 სკოლის დირექტორის, ჟენია მერაბიშვილის მიერ 13 თებერვალს მოსწავლეების გალახვისა და დამლაგებლის შეურაცხყოფის ფაქტს ინტერნეტ და ბეჭდური მედია გამოეხმაურა.

ვანო მერაბიშვილის დედის, ჟენია მერაბიშვილის მიერ გალახული მოსწავლეები - გამოხმაურება მედიაში
”ჟენია აბობოქრდა” - ამ სათაურით აქვეყნებს, ახალციხის მეხუთე სკოლაში მომხდარის შესახებ, სტატიას გაზეთ ”ასავალ-დასავალის” დღევანდელი, 18-24 თებერვლის ნომერი. გაზეთი მასალას ”სამხრეთის კარიბჭეს” ექსკლუზივზე დაყრდნობით წერს.

ვანო მერაბიშვილის დედის, ჟენია მერაბიშვილის მიერ გალახული მოსწავლეები - გამოხმაურება მედიაში ”ასავალ-დასავალის” სტატიაში, ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში მომხდარს ”პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის” ხელმძღვანელი დავით-ფერაძე ეხმაურება, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში რამდენიმე წელიწადი მუშაობდა. მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის: ”ჯერ კიდევ მანამ სანამ დირექტორი გახდებოდა, ჟენია მერაბიშვილისთვის პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის” სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფის მიყენება ჩვეულებრივი ამბავი იყო. ეს იმ ადამიანებისგან ვიცი, რომლებიც თავად გამხდარან ჟენია თუმანიშვილისაგან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი”.

ბეჭდური მედიიდან ამბავს მეორე დღესვე გამოეხმაურა გაზეთი ”ახალი თაობაც”.

მე-5 სკოლაში მომხდარს, ”სამხრეთის კარიბჭეს” საინფორმაციო პორტალზე დაყრდნობით 14 თებერვალს, ჩვენს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე გამოეხმაურა ონლაინ-გამოცემა ”ნეტგაზეთი”. ვანო მერაბიშვილის დედის, ჟენია მერაბიშვილის მიერ გალახული მოსწავლეები - გამოხმაურება მედიაში

”მერაბიშვილის დედა: მოსწავლე არ მიცემია, მაგრამ კარგად გავლანძღე” - ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში ჟენია მერაბიშვილმა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ "სამხრეთის კარიბჭე" მოსწავლეების გამოყენებით მიზანმიმართულად ახორციელებს მასზე და მის ოჯახზე ზეწოლას: "მაგათ ჩემს სკოლაში არასდროს ვუშვებდი, ისეთებს წერდნენ ჩემს ოჯახზე”.

15 თებერვალს ასევე ”სამხრეთის კარიბჭეზე” დაყრდნობით, ამბავს ამბები.ჯე- გამოეხმაურა.

ვანო მერაბიშვილის დედის, ჟენია მერაბიშვილის მიერ გალახული მოსწავლეები - გამოხმაურება მედიაში - ”ჟენია მერაბიშვილი სკოლის დირექტორი გახლავთ. რამდენიმე წლის წინ ის საუკეთესო სკოლის დირექტორად დაასახელეს. ახლა კი ჟენია მერაბიშვილს სკოლის მოსწავლეების ცემაში სდებენ ბრალს”, - ნათქვამია სტატიაში.

”განათლების სამინისტრო ახალციხეში მომხდარ ფაქტს სწავლობს” - ამ სათაურით გამოაქვეყნა მოკლე ინფორმაცია გაზეთმა 24 საათმა თავის ვებ-გვერდზე 6 თებერვალს. გამოცემა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით შემოიფარგლა: “ამ გადაცდომის შესწავლის პროცესში არც პოზიტიური, არც ნეგატიური მნიშვნელობა არ აქვს იმას, ვინ ვისი დედაა, შვილია ან - გარე ბიძაშვილი. მიმდინარეობს ამ საქმის შესწავლა. ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვანო მერაბიშვილის დედამ ჟენია მერაბიშვილმა, რომელიც ახალციხეში სკოლის დირექტორია, სკოლაში დაგვიანების გამო, მეთერთმეტე კლასის მოსწავლე გოგონები ქოლგით სცემა”.ვანო მერაბიშვილის დედის, ჟენია მერაბიშვილის მიერ გალახული მოსწავლეები - გამოხმაურება მედიაში

ჩვენს მასალაზე დაყრდნობით, მასალები კიდევ არაერთმა ონლაინ-გამოცემამ მოამზადა. მაგალითად: ”ინტერმედიამ”, ”ობიექტივმა”, ”საქართველო და მსოფლიომ”, ”ნიუს პლუსმა”, ”ქიზიყმა”.

ოდნავ მოგვიანებით გიამბობთ რა გამოხმაურება მოჰყვა ამბავს სატელევიზიო სივრცეში.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მეხუთე სკოლაში მომხდარ ფაქტს სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის
ვანო მერაბიშვილის დედამ გათავისუფლების შესახებ განცხადებას ხელი მოაწერა
ჟენია მერაბიშვილის მიერ მოსწავლეების ცემას მანდატურის სამსახური ადასტურებს
რჩება თუ არა პედაგოგად ვანო მერაბიშვილის დედა
სომხური ენის სტატუსის საკითხი - გამოხმაურება ინტერნეტ-მედიაში
ვანო მერაბიშვილის დედა დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს
ვანო მერაბიშვილის დედის მიერ მოსწავლეების გალახვას ფსიქოლოგი ეხმაურება