FM97.5 / LIVE
”სამხრეთის კარიბჭეს” ინფორმაციაზე დაყრდნობით, ბეჭდურ მედიასთან ერთად, ამბის გადამოწმება ადგილობრივმა და ცენტრალურმა ტელეკომპანიებმა სცადეს.">

ჟენია მერაბიშვილის მიერ მოსწავლეების ცემას მანდატურის სამსახური ადასტურებს

მთავარისაზოგადოება » განათლება 18.02.2013
რა მოხდა სკოლაში, რომლის დირექტორი ”ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დედა. 15 თებერვალს ”სამხრეთის კარიბჭეს” ინფორმაციაზე დაყრდნობით, ბეჭდურ მედიასთან ერთად, ამბის გადამოწმება ადგილობრივმა და ცენტრალურმა ტელეკომპანიებმა სცადეს.

ჟენია მერაბიშვილის მიერ მოსწავლეების ცემას მანდატურის სამსახური ადასტურებს
ცენტრალური ტელეკომპანია მე-9 არხის ჟურნალისტთან საუბარში სკოლის დირექტორმა ჟენია მერაბიშვილმა მოსწავლეების ცემის ფაქტი უარყო და განაცხადა, რომ მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა. ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა მომხდარი არ უარყო, თუმცა განაცხადა, რომ მისი შვილი იმდენად შეურაცხყოფილი არ იყო, რამდენადაც სხვისი შვილი. ”და, თუ რამის გამოკვლევას აპირებთ, სკოლის წინაშე, რომ მოხდა ეგ ფაქტი, აი ის გამოიძიეთ ჯერ და მერე დამიკავშირდით მე”, - განუცხადა მან მე-9 არხს სატელეფონო საუბარში.

ცენტრალურ ტელეკომპანიასთან მომხდარი დაადასტურა მანდატურის სამსახურმა.

- ’ვადასტურებ, აღნიშნული ფაქტი დააფიქსირა მანდატურმა, ბავშვის ცემის ფაქტი. ფაქტი დადასტურებულია კამერითაც. ჩვენ ახალი კანონმდებლობით არ გვაქვს ბავშვისა და მასწავლებლის და ასევე დირექტორის საქმიანობაში ჩარევის უფლება, უბრალოდ, აღნიშნული ფაქტი დავაფიქსირეთ და გადავეცით განათლების სამინისტროს”, - ამბობს მე-9 არხთან საუბარში ახალციხის მანდატურის სამსახურის უფროსი თამაზ ფაილოძე.



მეხუთე სკოლაში მომხდარს ამავე სახელწოდების ადგილობრივი ტელევიზია, ადგილობრივი მე-9 არხიც იკვლევდა.

- ’ჟურნალისტი პირდაპირ ჩემი სახელით მოვიდა, მე არც არსად გამიხმაურებია, არც მიჩივლია. შეიძლება კიდეც ეცემა, მაგრამ, შეიძლება მე არ ვუჩივი იმ ქალს, ვერ გავიგე”, - აცხადებს დამლაგებელი მე-9 არხის ჟურნალისტთან საუბარში.

ჟენია მერაბიშვილმა ჟურნალისტთან საუბარში განაცხადა, რომ მოსწავლეები არ უცემია, უბრალოდ დაგვიანების გამო გალანძღა. რაც შეეხება დამლაგებელს, ’როგორ შემეძლო მისი ცემა, როცა ჯერ ნათესავია და მეორეც, ლუკმა-პურს აქედან ჭამს. და პირიქით, რომ ჩამოსულა, ტირილი დაუწყია, როგორ ვაწყენინე ჟენია მასწავლებელსო, ეტყობა სათვალთვალო თვალმა დააფიქსირა მისი ტირილი და ეტყობა ვიღაცას ეს დასჭირდა’, - განაცხადა სკოლის დირექტორმა.



[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რესურსცენტრი: 'მეხუთე სკოლაში მომხდარს არავინ ადასტურებს’
მეხუთე სკოლაში მომხდარ ფაქტს სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის
ვანო მერაბიშვილის დედის, ჟენია მერაბიშვილის მიერ გალახული მოსწავლეები - გამოხმაურება მედიაში
ვანო მერაბიშვილის დედა დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს
ვანო მერაბიშვილის დედამ სკოლის მოსწავლეები და  დამლაგებელი სცემა
ვანო მერაბიშვილის დედის მიერ მოსწავლეების გალახვას ფსიქოლოგი ეხმაურება
მეხუთე სკოლის მასწავლებელმა, რომელსაც მოსწავლეების ცემაში ადანაშაულებენ, სკოლის დატოვება გადაწყვიტა