FM97.5 / LIVE

სამინისტრო: მოხის სკოლის მოსწავლე თუ თვლის, რომ მისი უფლება იზღუდება, შეუძლია მომართოს სამინისტროს შიდა აუდიტს

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 23.12.2016
სოფელ მოხეში, გოგონასთვის თავსაფრის ტარების დაშლის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის პასუხად, განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ თუ მოსწავლე თვლის რომ მისი უფლებები იზღუდება სკოლის მიერ, საკითხის შესწავლის მიზნით შეუძლია სამინისტროს შიდა აუდიტს მიმართოს.

სამინისტრო: მოხის სკოლის მოსწავლე თუ თვლის, რომ მისი უფლება იზღუდება, შეუძლია მომართოს სამინისტროს შიდა აუდიტს

განათლების სამინისტროს პოზიციას, მოხის სკოლაში, მუსლიმი მოსწავლის შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტზე, უცვლელად გთავაზობთ:

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 ქვეპუნქტის თანახმად, სკოლა თანასწორობის საფუძველზე იცავს უმცირესობების წევრების ინდივიდუალურ და კოლექტიურ უფლებას, თავისუფლად ისარგებლონ მშობლიური ენით, შეინარჩუნონ და გამოხატონ თავიანთი კულტურული კუთვნილება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის დაუშვებელია სკოლის მიერ საკუთარი უფლებამოსილებისა და რესურსების იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლება პირდაპირ ან ირიბად გამოიწვიოს მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის, აგრეთვე მათი გაერთიანებების რაიმე დისკრიმინაცია.

ნებისმიერი განმასხვავებელი ქმედება, ან გამონაკლისის დაშვება, ჩაითვლება დისკრიმინაციად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასეთი ქმედება ან გამონაკლისი სამართლიანი და გონივრულია, ემსახურება თითოეული პირისა და ჯგუფის თავისუფალი განვითარებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას.

ამავე კანონის 14 მუხლის მე-6 პუნქტით, სკოლას უფლება აქვს დააწესოს სასკოლო ფორმა ისე, რომ არ შეზღუდოს მოსწავლის და მასწავლებლის გამოხატვის თავისუფლება. მოსწავლეს და მასწავლებელს უფლება აქვთ დასაბუთებული უარი თქვან სასკოლო ფორმის ტარებაზე.

ამავე კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია, მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს დაეკისროთ ისეთი ვალდებულებების შესრულება, რომლებიც ძირეულად ეწინააღმდეგება მათ რწმენას, აღმსარებლობას ან სინდისს, თუ ეს არ ლახავს სხვათა უფლებებს, ან ხელს არ შეუშლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევის დონის დაძლევას.

ამავე კანონის მე-19 მუხლის მიხედვით, სასკოლო დისციპლინა დაცულ უნდა იქნეს იმ მეთოდების მეშვეობით, რომლებიც ეფუძნება მოსწავლის და მასწავლებლის თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემას. სკოლის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები, დისციპლინური დევნა და სახდელი უნდა იყოს გონივრული, დასაბუთებული და თანაზომადი.

“ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბერი N448 ბრძანების მე-5 მუხლის თანახმად, სამეურვეო საბჭო სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს, სკოლიდან გადაყვანის პირობებს;

თუ მოსწავლე თვლის რომ მისი უფლებები იზღუდება სკოლის მიერ, საკითხის შესწავლის მიზნით შეუძლია მომართოს სამინისტროს შიდა აუდიტს", – ეს განცხადება განათლების სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა "სამხრეთის კარიბჭეს" მოხის სკოლაში მომხდარ ფაქტთან დაკავშრირებით გამოუგზავნა.

შეგახსენებთ, მოხის სკოლის მეოთორმეტე კლასის მოსწავლეები ამბობენ, რომ მოხის სკოლაში გოგონას დირექტორმა თავსაფრის ტარება დაუშალა. მათი თქმით, თავსაბურავის მოხდა სკოლის დირექტორმა ნათია რეხვიაშვილმა თეონა ბერიძეს მოსთხოვა. გოგონამ ერთი სემესტრი ბათუმში, №27 საჯარო სკოლაში ისწავლა და ახლა მობილობით მოხის სკოლაში ბრუნდებოდა. დირექტორმა კი უთხრა რომ სკოლაში იმ შემთხვევაში მიიღებდა, თუ თავსაბურავს მოიხდიდა. მათივე განცხადებით, დირექტორმა გოგონა სკოლაში მიიღო, თუმცა, მისდამი სოლიდარობისა და დირექტორის ქმედებისადმი პროტესტის ნიშნად, დღეს, 23 დეკემბერს, მოხის სკოლაში, მეთორმეტეკლასელი სხვა მუსლიმი გოგონებიც თავსაფრებით მივიდნენ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოხის სკოლის დირექტორი ამბობს, რომ გოგონასთვის თავსაბურავის ტარება არ დაუშლია
დირექტორის რჩევა თუ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია – ხმაური მოხეს სკოლაში [Video]
მოხეს სკოლის მოსწავლეებმა განათლების სამინისტროს წერილობით მიმართეს
მოხის სკოლაში მუსლიმი მოსწავლეები საპროტესტო აქციას მართავენ
სახალხო დამცველის აპარატი მოხეს სკოლაში მომხდარზე
მოსწავლეების თქმით, მოხის სკოლაში დირექტორმა გოგონას თავსაფრის ტარება დაუშალა
სამინისტრომ მოხეში მუსლიმი მოსწავლის დისკრიმინაციის ფაქტი ვერ დაადგინა