FM97.5 / LIVE

მოხეს სკოლის მუსლიმი მოსწავლეები აქციებს შეწყვეტენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.12.2016
მოხეს საჯარო სკოლის მუსლიმმა მოსწავლეებმა, რომლებიც ორი დღის განმავლობაში საპროტესტო აქციებს მართავდნენ, აქციების შეწყვეტისა და გაკვეთილებზე დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.

მოხეს სკოლის მუსლიმი მოსწავლეები აქციებს შეწყვეტენ

ხვალიდან მოხეს სკოლაში აქციები აღარ გაიმართება. ეს გადაწყვეტილება მოსწავლეებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის წარმომადგენელს შეხვდნენ. მან მოსწავლეებს ურჩია საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ, პრობლემის შესასწავლად და აღმოსაფხვრელად კი უმჯობესია სამინისტროს შიდა აუდიტს წერილობით მიმართონ.

შეგახსენებთ, დღეს დილიდან მოსწავლეებს, რომლებიც მოხის სკოლაში საპროტესტო აქციებს მართავდნენ, ჯერ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი უმცირესობათა საკითხებში სოფიო შამანიდი, შემდეგ კი განათლების სამინისტროს წარმომადგენელი შეხვდა.

მოხეს სკოლის მუსლიმი მოსწავლეები დირექტორის მხრიდან მუსლიმი გოგონასთვის თავსაბურავის მოხდის მითითებას აპროტესტებენ. მოსწავლეები ამბობენ, რომ ამ ქცევით დირექტორმა მუსლიმი აღმსარებლობის მოსწავლეებს შეურაცხყოფა მიაყენა, ეს მათი დისკრიმინაცია იყო და ამიტომ, მომხდარით განათლების სამინისტრო უნდა დაინტერესდეს.

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოხეს სკოლის მოსწავლეებს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი ხვდება
მოხეს მუსლიმი მოსწავლეები გაკვეთილებს დაუბრუნდნენ
სოფიო შამანიდი მოხეს სკოლაში მიმდინარე მოვლენებზე
მოხეს სკოლის მუსლიმი მოსწავლეები დირექტორის გადადგომას ითხოვენ
პროტესტის მეორე დღე მოხეს სკოლაში [Video]
მოხეში მოსწავლეების პროტესტი გრძელდება
მოხეს სკოლაში განათლების სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან